1. 1) (რიცხვი) ერთი; one and two make three ერთს მივუმატოთ ორი უდრის სამს;
2) ერთიანი (ციფრი; აგრ. figure of one); write down two ones დაწერეთ ორი ერთიანი;
3) : one of ერთ-ერთი; one of the best skaters ერთ-ერთი საუკეთესო მოციგურავე;
4) (ნომერი) ერთი, პირველი (ნომერი); chapter one პირველი თავი; Room one პირველი ნომერი ოთახი;
5) ერთი ვინმე ან რამე; by ones and twos თითო-თითოდ და ორ-ორად; goods that are sold in ones საქონელი, რომელიც ცალობით იყიდება;
6) ერთი წლის ასაკი; the baby is (only) one ბავშვი (მხოლოდ) ერთი წლისაა;
7) პირველი საათი; he will come at one [between one and two] პირველზე / პირველ საათზე [პირველიდან ორამდე] მოვა; a train due at one twenty five მატარებელი, რომელიც პირველ საათსა და ოცდახუთ წუთზე გადის.
2. (One) აბსოლუტი, პირველმიზეზი; ღმერთი;
3. 1) (for) რისამე მოყვარული; a one for football ფეხბურთის გულშემატკივარი; he is a great one for telling other people what to do ძალიან უყვარს სხვისთვის ჭკუის დარიგება;
2) არაორდინარული / თავხედი ადამიანი (რომლის ექსტრავაგანტური საქციელი ვითომდა გაკვირვებას / აღტაცებას იწვევს); you are a one! "მაგარი" ხარ! რა თავხედი ხარ! როგორ გაბედე!
4. 1) ერთგირვანქასტერლინგიანი ბანკნოტი;
2) ამერ. ერთდოლარიანი ბანკნოტი;
5. ანეკდოტი; სასეირო ამბავი; have you heard this one? ეს ანეკდოტი თუ გსმენია?
6. საუბ. 1) დარტყმა; he socked him one on the jaw ყბაში გაარტყა მას;
2) ერთი ჭიქა (ალკოჰოლიანი სასმლისა); to have one for the road დაშლის წინ ბოლო ჭიქის დალევა / შესმა;
◇ one in a thousand ათასში ერთი, ძალზე იშვიათი; one too many ზედმეტი; one or two ერთი-ორი, ორიოდ(ე); ცოტა, რამდენიმე; but one ბოლოდან მეორე, უკანასკნელისწინა, ბოლოსწინა; the topmost stair but one ზემოდან მეორე საფეხური; at one ერთად, ერთსულოვნად, შეთანხმებულად; we are at one in thinking that ... ჩვენი საერთო აზრია, რომ ...; ჩვენ ორივენი / ყველანი ვფიქრობთ, რომ ...; all in one ყველაფერი ერთად, ერთდროულად; to be one up [down] (on smb.) ა) (ვინმესთან შედარებით) უპირატესობის ქონა [უარეს პირობებში ყოფნა]; ბ) სპორტ. ʘ ერთი ქულით / ერთი გოლით წინ არის [აგებს]; in the year one დიდი ხნის წინ; ≅ ადამის დროს; since the year one უხსოვარი დროიდან; to go one better ჯობნა, დაჩრდილვა; გადაჭარბება; number one იხ. number I ◇; one over the eight სლ. ზომაზე მეტის დალევა, დათრობა.