1. 1) სამსახური, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, პოსტი; an office under Government თანამდებობა / პოსტი სახელმწიფო სამსახურში; judicial office მოსამართლის თანამდებობა; to be in office, to hold office ʘ თანამდებობა / პოსტი უკავია [იხ. აგრ. 2)]; to take / to enter upon / office თანამდებობის დაკავება; ʘ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა [იხ. აგრ. 2)]; holder of an office თანამდებობის პირი; he hasn't run for office for years მას უკვე რამდენიმე წელია თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია (ამა თუ იმ თანამდებობაზე, პოსტზე და ა.შ.); to leave [to resign] office თანამდებობიდან / სამსახურიდან წასვლა [გადადგომა];
2) ხელისუფლების სათავეში / თანამდებობაზე ყოფნა; term of office ხელისუფლების სათავეში ყოფნის ვადა / მანდატი; to renew [to extend] the term of office უფლებამოსილების ვადის / მანდატის განახლება [გაგრძელება]; to be in office, to hold office ა) ხელისუფლების სათავეში ყოფნა (ითქმის პარტიის შესახებ); ბ) მთავრობის / მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ყოფნა [იხ. აგრ. 1)]; to take / to enter upon / office ხელისუფლების სათავეში მოსვლა / მოქცევა [იხ. აგრ. 1)]; to put smb. in office ვისიმე ხელისუფლების სათავეში მოყვანა;
2. 1) ოფისი, დაწესებულება; head office სათავო / ცენტრალური ოფისი; a doctor's office ამერ. ექიმის კაბინეტი; a dentist's office ამერ. კბილის ექიმის კაბინეტი; a lawyer's office ადვოკატის ოფისი; editorial office რედაქცია, რედაქციის ოფისი; publishing office გამომცემლობა; post office ფოსტა, საფოსტო განყოფილება; inquiry office ცნობათა ბიურო; contact the manager's office for that information ამ ცნობისათვის მენეჯერის ოფისს მიმართეთ; recruiting office გასაწვევი პუნქტი; our London office ჩვენი განყოფილება / ოფისი ლონდონში; Fire office ხანძრისაგან დაზღვევის კომპანია; Life office სიცოცხლის დაზღვევის ოფისი; to work at an office დაწესებულებაში მუშაობა; to be in an office ʘ მსახურობს, თანამშრომელია, მოხელეა, კლერკია და მისთ.;
2) სამსახურებრივი ოთახი, კაბინეტი; private office პირადი კაბინეტი; the chairman's office is to the left თავმჯდომარის კაბინეტი მარცხნივაა;
3. (the office) კრებ. ოფისის / დაწესებულების მუშაკები / თანამშრომლები; კლერკები, მოხელეები;
4. (Office) 1) სამინისტრო, უწყება; War Office
ამერ. სამხედრო სამინისტრო; Foreign Office საგარეო საქმეთა სამინისტრო; ფორინ-ოფისი (
დიდ ბრიტანეთში);
2) სამმართველო, განყოფილება, ბიურო; International Labour Office შრომის საერთაშორისო ბიურო; Record Office სახელმწიფო არქივი;
5. pl 1) დამხმარე სათავსები (საკუჭნაოები, სამრეცხაოები და მისთ.);
2) საჯინიბოები, ბეღლები, ბოსლები და მისთ. (ფერმაში);
6. აგრ. pl საპირფარეშო, ტუალეტი (ხშ. usual offices);
7. მოვალეობა, ვალდებულება; ფუნქცია; ამოცანა; როლი; the office of host [of chairman] მასპინძლის [თავმჯდომარის] მოვალეობანი; consular office კონსულის ფუნქციები / მოვალეობანი;
8. ვინმესთვის გაწეული სამსახური; ვისიმე მიმართ გამოჩენილი ყურადღება; დახმარება; good offices კეთილი სამსახური; შუამავლობა; ill offices ცუდი / დათვური სამსახური;
9. რელიგიური წეს-ჩვეულება / რიტუალი; ღვთისმსახურება; last offices დაკრძალვის / დამარხვის რიტუალი; Office of Baptism ნათლობის რიტუალი; Office for the Dead სულის მოსახსენებელი მესა; Office of the Mass მესა; to say one's office საღამოს ან დილის ლოცვის კითხვა;
10. (the office) საუბ. გადაკრული სიტყვა, მინიშნება; ფარული სიგნალი / შეტყობინება, გაფრთხილება; to give [to take] the office სიტყვის გადაკვრა, რაიმეზე მინიშნება [გადაკრული სიტყვის / ქარაგმის გაგება / მიხვედრა]; ინფორმაციის / ცნობების მიწოდება / მიცემა [მიღება] ან სიგნალის / ნიშნის მიცემა [მიღება];
⌇ office building ამერ. დიდი ადმინისტრაციული შენობა, სადაც რამდენიმე ოფისია განთავსებული; office call სამხ. ნაწილის ან შტაბის სახმობი სიგნალი; office expenses ოფისის ხარჯები; office hours ა) დაწესებულების სამუშაო საათები; ბ) მიღების საათები; his office hours are from 12 to 14 მიღება 12-დან 14 საათამდე აქვს; office furniture საოფისე ავეჯი / მოწყობილობა; office staff ოფისის პერსონალი / შტატი; office work კაბინეტური სამუშაო; სამუშაო, რომელიც ოფისში სრულდება;
◇ Holy Office ისტ. წმინდა პალატა (ინკვიზიციის ოფიციალური სახელწოდება).