1. 1) დაკვირვება, ყურადღებით თვალყურის / თვალის დევნება; to keep under observation ა) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოლა, მეთვალყურეობა; ბ) თვალთვალის დაწესება, თვალთვალი; to escape observation შეუმჩნევლად / უყურადღებოდ დარჩენა; თვალთვალისაგან თავის დაღწევა; observation and correction of fire სამხ. ცეცხლის კორექტირება;
2) შესწავლა, დაკვირვება; observation of natural phenomena ბუნებრივი მოვლენების შესწავლა; he was sent to the hospital for observation საავადმყოფოში დააწვინეს გამოსაკვლევად;
3) ზღვ. ობსერვაცია;
2. დაკვირვებულობა, დაკვირვების უნარი; a man of keen observation ძალზე დაკვირვებული / მახვილი თვალის მქონე ადამიანი;
3. ჩვეულ. pl დაკვირვების შედეგად მიღებული ცნობები / მონაცემები; დაკვირვების შედეგები; have your observations led to any new discoveries? თქვენმა დაკვირვებებმა რაიმე ახალ აღმოჩენებამდე ხომ არ მიგიყვანათ? observations on the habits of ants დაკვირვებები ჭიანჭველების ქცევაზე;
4. აზრის გამოთქმა;
სიტყვიერი ან წერილობითი შენიშვნა / კომენტარი; to make an observation on smth. რაიმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება; რისამე საფუძველზე დასკვნის გამოტანა; he didn't make a single observation during the whole dinner მთელი სადილის განმავლობაში სიტყვა არ დასცდენია / ხმა არ ამოუღია;
5. მოძვ., იშვ. კანონის, წეს-ჩვეულებისა და მისთ. დაცვა, შესრულება; observation of laws კანონების დაცვა;
6. სამხ. თვალთვალით დაზვერვა; ახლო დაზვერვა;
⌇ observation aircraft ავ. ა) სადაზვერვო თვითმფრინავი; ბ) არქ. მაკორექტირებელი თვითმფრინავი; observation area სამხ. თვალთვალის / დაკვირვების რაიონი; observation battalion სამხ. საარტილერიო დაზვერვის ბატალიონი; observation camp სამხ. საკარანტინო ბანაკი ახალწვეულთათვის; observation data დაკვირვების მონაცემები; observation flight სამხ. სადაზვერვო ფრენა; observation mission სამხ. თვალთვალის / ახლო დაზვერვის ამოცანა; observation patrol სამხ. მოძრავი პატრული; observation point ა) სამხ. სათვალთვალო საგუშაგო; ბ) საყურებლად / დასათვალიერებლად ხელსაყრელი ადგილი; observation port სამხ. სათვალთვალო საჭვრეტი; observation satellite სამხ. სადაზვერვო თანამგზავრი; observation station სამხ. სათვალთვალო პუნქტი.