1. საგანი; ნივთი; distant object შორეული / შორს მდებარე საგანი; minute object პაწაწინა / ძალზე მცირე ზომის საგანი; the names of these objects ამ საგანთა სახელწოდებები;
2. ობიექტი, საგანი; an object of thought / of consideration / განსჯის საგანი; an object of pity [of contempt, of admiration] სიბრალულის [სიძულვილის, აღტაცების] საგანი / ობიექტი;
3. მიზანი; სასურველი შედეგი; the object of one's life [efforts] ვისიმე ცხოვრების [ძალისხმევის] მიზანი; an object for a walk სეირნობის მიზანი; to be the object of the exercise ʘ საგნის არსს წარმოადგენს; მიზნად ისახავს; to have no object in life ცხოვრებაში მიზნის უქონლობა; to achieve / to attain, to gain, to secure / one's object საკუთარი მიზნის მიღწევა; ʘ თავისი გაიტანა; to fail in one's object ʘ სასურველ შედეგს / მიზანს ვერ მიაღწია; what's the object of doing that? ეს რისთვის / რა მიზნით კეთდება?
4. გრამ. დამატება; direct [indirect, prepositional] object პირდაპირი [ირიბი, წინდებულიანი] დამატება;
5. ფილოს. ობიექტი (სუბიექტის საპირისპიროდ);
6. საუბ. უცნაური / უჩვეულო ან სასაცილო ვინმე ან რამე; a nice object he looked with a black eye! კარგი სანახავი კი იყო ჩალურჯებული თვალით!
◇ no object არამნიშვნელოვანი, არაარსებითი, პრობლემას რომ არ წარმოადგენს (ითქმის ხარჯების, მანძილის და ა.შ. შესახებ); distance [time] (is) no object მანძილს [დროს] მნიშვნელობა არა აქვს (გადაზიდვისას, მგზავრობისას და ა.შ.); money (is) no object იხ. money ◇.