1. 1) რიცხვი, რაოდენობა; in number რიცხობრივად, რაოდენობრივად; they are twenty in number ოცნი არიან; we were few in number ჩვენ ცოტანი ვიყავით; to the number of უპირატ. ოფიც. რაოდენობით, ოდენობით; they volunteered to the number of 10,000 მოხალისედ ათიათას კაცამდე ჩაეწერა; a large / a great / number დიდი რაოდენობა, სიმრავლე; a large number of people უამრავი / აუარებელი ხალხი; a limited number of cars is available გასაყიდად მიღებულია ავტომანქანების შეზღუდული / მცირე რაოდენობა; quite a number of people საკმაოდ ბევრი ხალხი; out of / without, beyond / number ურიცხვი, უთვალავი, აურაცხელი; times without number უამრავჯერ, მრავალჯერ; any number ა) ნებისმიერი რაოდენობა; ბ) ბევრი, მრავალი; I have shown him any number of kindnesses არაერთხელ გამომიჩენია ყურადღება მის მიმართ, არაერთხელ გამიწევია მისთვის დახმარება; number of copies პოლიგრ. ტირაჟი (გამოცემისა);
2) გარკვეული რაოდენობა, მთელი რიგი; a number of accidents always occur on slippery roadways მოლიპულ გზატკეცილზე ყოველთვის ხდება უბედური შემთხვევები; a number of books is missing from the library ბიბლიოთეკიდან საკმაოდ ბევრი წიგნი დაიკარგა; a number of people ა) ზოგიერთი, ზოგი ადამიანი; ბ) pl დიდი რაოდენობა, მრავალრიცხოვნობა, სიმრავლე; numbers of people came to see the exhibition გამოფენის სანახავად უამრავი ხალხი მოვიდა; in numbers ა) დიდი რაოდენობით, მრავლად; ბ) რიცხობრივი უპირატესობით; to win by (force of ) numbers გამარჯვების მოპოვება რიცხობრივი უპირატესობის წყალობით; in superior numbers სამხ. რიცხობრივი უპირატესობით; to be overpowered by numbers, to yield to numbers მოწინააღმდეგის რიცხობრივი სიჭარბის გამო დამარცხება / უკუქცევა; given equal numbers we should be stronger რიცხობრივი თანაბრობის შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ; livestock numbers საქონლის სულადობა;
2. 1) რიგითი ნომერი; the number of a house [a page, a taxi, a room] სახლის [გვერდის, ტაქსის, ოთახის] ნომერი; to take the driver's number ტაქსის ნომრის ჩაწერა; index number ა) ეკონ. ინდექსი; ბ) ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი; registration number სარეგისტრაციო / საინვენტარო ნომერი; reference number ოფიც. მითითების / მოხსენიების ნომერი; შეკვეთის ნომერი; code / key / number ტელ. სატელეგრაფო კოდი / კოდის ნომერი; wrong number! სხვაგან მოხვდით! ნომერი შეგეშალათ! (ტელეფონზე პასუხისას); atomic number ატომური ნომერი (ქიმიური ელემენტისა); call number შიფრი (წიგნისა, რუკისა); number of the piece crew სამხ. საქვემეხო ჯგუფეულის ნომერი;
2) სახლის / ოთახის ნომერი (იხმ. შემოკლ. ფორმით No.); he lives at No. 18 იგი ცხოვრობს
18 სახლში; he lives in No. 4 მეოთხე ნომერში ცხოვრობს (სასტუმროში);
3. ნაბეჭდი გამოცემა, გამოშვება; ნომერი (გაზეთისა, ჟურნალისა და ა.შ.); the current number of a magazine ჟურნალის ბოლო ნომერი; a novel issued in numbers ცალკეულ ნაწილებად / ნაკვეთებად გამოცემული რომანი; back number ა) ძველი ნომერი (გაზეთისა და მისთ.); ბ) მოძველებული / დრომოჭმული / ძველმოდური რამ; გ) ცხოვრებას ჩამორჩენილი / ძველი ყაიდის ადამიანი; ვინც თავისი დრო მოჭამა; to feel oneself a back number ʘ გრძნობს, რომ ცხოვრებას ჩამორჩა;
4. ამა თუ იმ სანახაობის, პროგრამისა და ა.შ. ნომერი, გამოსვლა;
5. საუბ. 1) ამა თუ იმ ნიშან-თვისებით / თავისებურებით გამორჩეული ვინმე ან რამე; this hat is a smart number ეს ქუდი მეტად კოხტა რამ არის; he is a sly number დიდი ეშმაკი ვინმეა;
2) ახალგაზრდა ქალი; blonde number ქერათმიანი ლამაზმანი;
6. pl ამერ. ერთგვარი ლატარია, ჩვეულ. არალეგალური, რომელიც ციფრების კომბინაციაზეა დამყარებული და ცხრილების და მისთ. სახით რეგულარულად ქვეყნდება გაზეთებში (აგრ. numbers game / pool, racket /);
7. სლ. ნარკოტიკი; number 3 კოკაინი; number 8 ჰეროინი; number 13 მორფინი;
8. pl სახმობი ნიშანი, ამოსაცნობი სიგნალები;
9. მათ. 1) რიცხვი; ციფრი; binary number ბინარული / ორობითი რიცხვი; broken number წილადი, წილადის რიცხვი; intact / whole / number მთელი რიცხვი; Roman numbers რომაული ციფრები; artificial numbers ლოგარითმები;
2) pl არითმეტიკა (აგრ. science of numbers); he has skill in numbers არითმეტიკაში ძლიერია, ანგარიში ეხერხება;
10. გრამ. რიცხვი; plural number მრავლობითი რიცხვი;
11. სპეც. მაჩვენებელი, რიცხვი; gloss number ფეიქრ. ბზინვარების მაჩვენებელი; acid number მჟავური რიცხვი; solubility number ხსნადობის კოეფიციენტი; elevation number სიმაღლის ნიშნული; scale number რიცხვითი მასშტაბის მნიშვნელი; number of dimension განზომილება; number in a scale მეტეორ. ბალი (ქარის სიჩქარისა / ძალისა);
12. 1) ლექსთ., მუს. მეტრი, ზომა; რიტმი;
2) pl პოეტ. ლექსი; mournful numbers სევდიანი სტროფები;
⌇ number board კინ. ტკაცუნა (ფილმის სახელწოდებით, კადრის ნომრით და ა.შ.); number(s) runner ამერ. ფსონების ამკრეფი ლატარიაში [იხ. 6];
◇ number one, No. 1 ა) მთავარი, პირველი; პირველხარისხოვანი, საუკეთესო; number one boy ბოსი, უფროსი; "უფროსობა"; enemy No. 1 მთავარი მოწინააღმდეგე, უპირველესი მტერი; these poems are No. 1 ამერ. საუცხოო / მაღალმხატვრული ლექსებია; ბ) საკუთარი პერსონა, საკუთარი "მე"; to take care of / to look after / number one საკუთარ თავზე / პირად ინტერესებზე ზრუნვა; გ) ზღვ. სლ. გემის მეთაურის პირველი თანაშემწე; დ) ბავშვ., ევფ. "პატარა", შარდი; მოშარდვა; number two, No. 2 ა) ბავშვ., ევფ. "დიდი", განავალი; კუჭში გასვლა; ბ) საუბ. პროვინციული ქალაქი; გ) საუბ. მეორე პირი; თანამდებობით, რანგით და ა.შ. მეორე ადამიანი (დაწესებულებაში, დეპარტამენტში და ა.შ.); Number Ten, No. 10 (Downing Street) ა) პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია (ლონდონში დაუნინგ-სტრიტის 10-ში); ბ) დაუნინგ-სტრიტი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა / მინისტრთა კაბინეტი; გ) პრემიერ-მინისტრის პოსტი (ჩვეულ. დიდი ბრიტანეთისა); smb.'s number is / goes / up, smb.'s number has gone / has come / up ა) ვისიმე საქმე წასულია; სასიკვდილოდაა განწირული; ბ) ვისიმე საქმე ცუდადაა; ცუდ / სავალალო მდგომარეობაშია; to lose the number of one's mess სამხ. სლ. ʘ "კმაყოფიდან მოიხსნა"; დაიღუპა, მოკლეს; to get / to take / smb.'s number ამერ. სლ. ვინმეზე სწორი წარმოდგენის შექმნა, ვისიმე განზრახვის და ა.შ. ზუსტად მიხვედრა / ამოცნობა; ვისიმე სუსტი მხარეების გაგება; to have smb.'s number on it ʘ ვინმეს მოსაკლავადაა გამიზნული (ითქმის ტყვიის და ა.შ. შესახებ); to do a number on smb. ვისიმე გაბრიყვება, ვინმესთვის თავგზის აბნევა; ვისიმე მასხრად აგდება / დაცინვა; to do a number on smb.'s head ვინმესთვის თავგზის აბნევა, ვისიმე გასულელება; opposite number იხ. opposite II 4; Number of the Beast ბიბლ. მხეცის რიცხვი (666); he is not of our number ჩვენს წრეს არ ეკუთვნის; in round numbers დაახლოებით, მიახლოებით; მოკლედ რომ ვთქვათ.