1. უსიამოვნება, საწყენი რამ; what a nuisance! რა საწყენია! it's a nuisance for / to / me to have to do it ძალიან არ მინდა ამის კეთება;
2. 1) აბეზარი, თავის მომაბეზრებელი / შემაწუხებელი ადამიანი; he is a perfect nuisance საშინლად გამაღიზიანებელი პიროვნებაა; nuisance of a man მოსაწყენი / უსიამოვნო ვინმე; to make a nuisance of oneself, to make oneself a nuisance (to) ვინმესთვის თავის მობეზრება, გულის გაწყალება / გაწვრილება; go away, Jack, you are a nuisance ! წადი, ჯეკ, ნუ შემაწუხე / ხელს მიშლი! what a nuisance that child is! რა აუტანელი ბავშვია!
2) ხელისშემშლილი ან ზიანის მომტანი რამ, დაბრკოლება, სირთულე; გაღიზიანების წყარო; flies and mosquitoes are a nuisance ბუზები და კოღოები ადამიანს მოსვენებას არ აძლევენ / მეტისმეტად აბეზარი მწერებია; long skirts are a nuisance გრძელი ქვედატანი საშინლად / ერთობ მოუხერხებელია;
3. იურ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (ჩვეულ. public nuisance); commit no nuisance! ა) დაიცავით წესრიგი / სისუფთავე! ნუ დაანაგვიანებთ! ბ) ნუ შეჩერდებით! to constitute a nuisance ʘ საზოგადოებრივი წესრიგის ნორმებს არღვევს (ითქმის ხმაურის, გამონაბოლქვის, წარმოების ნარჩენებისა და ა.შ. შესახებ); to remove a nuisance საზოგადოებრივი წესრიგისათვის ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა;
⌇ nuisance raid [operations] სამხ. შემაწუხებელი საჰაერო თავდასხმა [მოქმედებები]; nuisance tax სააქციზო გადასახადი, რომლითაც ძირითადად მომხმარებელი ზარალდება; nuisance value სპეც. მავნეობის ინდექსი.