1. 1) არსად (ადგილმდებარეობის მნიშვნელობით); he was nowhere to be found იგი ვერსად იპოვეს; nowhere near არსად მახლობლად / ახლომახლო; შორს, ახლოსაც კი არ [იხ. აგრ. ◇]; five dollars goes nowhere now ახლა ხუთ დოლარად ძნელად თუ იყიდი რამეს, ახლა ხუთ დოლარად ვერსად ვერაფერს შეიძენ;
2) არსად (მიმართულების მნიშვნელობით); where did you go? — Nowhere სად წახვედით? — არსად; they have nowhere to go მათ არსად არა აქვთ წასასვლელი;
2. არსებ. მნიშვნ. 1) არარსებული ადგილი; არარსებობა; from (out of ) nowhere, out of nowhere არსაიდან, არაფრისგან; უეცრად; in the last few seconds of the race, he came from nowhere and won ბოლო წამებში სრულიად უიმედო მდგომარეობიდან შეძლო რბოლის მოგება; he came from out of nowhere into national fame სრულიად უცნობმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი; two men appeared out of nowhere უეცრად საიდანღაც ორი მამაკაცი გამოჩნდა;
2) მიყრუებული / მივარდნილი ადგილი (საუბ. აგრ. the middle of nowhere, miles from nowhere);
3. ზედს. მნიშვნ. უპირატ. სლ. სრულიად უმნიშვნელო, ყოველგვარ ინტერესს მოკლებული; უვარგისი, შეუფერებელი; არარსებული;
◇ this will take you nowhere ეს თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ, ამით მიზანს / შედეგს ვერ მიაღწევთ; this will take us nowhere ეს არაფრამდე არ მიგვიყვანს, ეს არაფერს არ გვაძლევს (ითქმის უაზრო ლაპარაკის და მისთ. შესახებ); to be nowhere სლ. ა) სპორტ. სასტიკად დამარცხება; ბ) უიმედოდ ჩამორჩენა; მწარე მარცხის განცდა, ჩაფლავება (აგრ. to come in nowhere); გ) ამერ. დაბნევა, თავგზის აბნევა; სრულებით არაფრის ცოდნა; when he began to ask me questions about surgery I was just nowhere ქირურგიაზე რომ დამიწყო კითხვების დასმა, სულ მთლად დავიბენი; nowhere near სულაც არ, ოდნავადაც არ [იხ. აგრ. 1 1)]; this is nowhere near so good as that ეს იმაზე გაცილებით უარესია.