1. 1) წარმოდგენა; to have no notion (of ) ʘ წარმოდგენა არა აქვს, არ იცის; he has no notion of obedience არავითარი წარმოდგენა არა აქვს მორჩილებაზე; გაუგონარია, ურჩია; he has no notion of discipline უდისციპლინოა, არ იცის, რა არის დისციპლინა; to form a true [wrong] notion (of ) სწორი [მცდარი] წარმოდგენის შექმნა (რისამე შესახებ); I haven't the first / the faintest / notion about it ოდნავი / იოტისოდენა წარმოდგენაც კი არა მაქვს ამის შესახებ;
2) ფანტაზია, მცდარი წარმოდგენა; ახირება, კაპრიზი; a head full of silly notions სისულელეებით გამოტენილი თავი; as the notion takes him როგორც მოეხასიათება; რასაც უკარნახებს მისი საკუთარი ფანტაზია;
2. 1) შეხედულება, აზრი; თვალსაზრისი, რწმენა; the common notion საყოველთაოდ მიღებული აზრი / შეხედულება; my husband got the notion of selling our house ჩემს ქმარს აზრად მოუვიდა ჩვენი სახლის გაყიდვა; to have a notion that … ʘ მიაჩნია / სჯერა, რომ ...; notion of compulsion მედ. აკვიატებული აზრი;
2) ფილოს. ცნება; იდეა; პრინციპი;
3. pl ამერ. გალანტერეა; სხვადასხვა წვრილმანი ნივთი (ითქმის ძაფების, ქინძისთავებისა და მისთ. შესახებ);
4. გამოგონება; მახვილგონივრული / მარჯვედ მოფიქრებული მოწყობილობა / ხელსაწყო; machines for flying in the air and other wonderful notions საფრენი აპარატები და სხვა საოცარი გამოგონებები;
5. კლასი, კატეგორია (უპირატ. შესიტყვებაში under the notion (of ) ამა თუ იმ კატეგორიაში);
6. უეცრად გაჩენილი სურვილი / განზრახვა; she had / took / a sudden notion to visit all her relatives ყველა ნათესავის მონახულების უეცარი სურვილი აღეძრა; I have / take / no notion of going yet წასვლას ჯერ სულაც არ ვაპირებ;
7. მოძვ. ჭკუა, გონება; რისამე წვდომის / გაგების უნარი; his notion weakens (Shakespeare) ჭკუა-გონება აერია;
⌇ notion(s) department ამერ. საგალანტერეო განყოფილება, გალანტერეა.