Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

nor¹ conjunction
[nɔ:(r)]
Print

1. 1) შემოჰყავს რთული თანწყობილი წინადადების მეორე ნაწილი, როდესაც პირველ ნაწილში უარყოფაა (და) არც, არც კი, საერთოდ არ; I don't know, nor do I care არ ვიცი და არც მაინტერესებს, სულ არ მადარდებს; I will not apologize, nor do I admit that I am wrong ბოდიშს არ მოვიხდი, სულაც არ ვთვლი თავს დამნაშავედ; we did not take any notice of him, nor speak to him მას არავითარ ყურადღებას არ ვაქცევდით, არც კი დავლაპარაკებივართ; he promised not to interfere, nor did he იგი შეგვპირდა, რომ არ ჩაერეოდა და არც ჩარეულა;

2) იხმარება დამოუკიდებელი წინადადების წინ, რომელიც მოსდევს უარყოფით წინადადებას თან … არც, თანაც … არ; his clothes were not of the latest pattern. Nor did they fit particularly well მისი ტანსაცმელი არ იყო უკანასკნელ მოდაზე შეკერილი. თან ტანზეც არ ადგა კარგად;

2. შემოჰყავს რთული თანწყობილი წინადადების მეორე ნაწილი, როდესაც პირველი ნაწილი უარყოფას არ შეიცავს -ც არ, არც …; they have left the place, nor shall we stay ისინი წავიდნენ, ჩვენც არ დავრჩებით;

3. როგორც not-ის, neither-სა და მისთ. კორელატს შემოჰყავს წინადადების ერთგვარი წევრები (და) არც, -ც არ; not a piece of bread, nor a drop of water არც ერთი ნაჭერი პური, არც ერთი წვეთი წყალი; the job cannot be done by you nor (by) me nor (by) anyone else ამ სამუშაოს ვერც შენ, ვერც მე და ვერც სხვა ვინმე ვერ შეასრულებს; he neither drinks, smokes, nor eats meat არ სვამს, არ ეწევა და ხორცსაც არ ჭამს; he had no time, nor wish to help them მათ დასახმარებლად მას არც დრო ჰქონდა და არც სურვილი;

nor … nor nor²

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0543