არსებითი და ზედსართავი სახელებისაგან აწარმოებს ახალ სიტყვებს
1. ფუძით გამოხატული მნიშვნელობის საპირისპირო მნიშვნელობით: non-acceptance მიუღებლობა, არმიღება; non-attendance გაცდენა; გამოუცხადებლობა; nonconformist ნონკონფორმისტი; დისიდენტი; სექტანტი; non-aggressive არააგრესიული; non-productive არასაწარმოო; არაპროდუქტიული; non-syllabic ასილაბური, მარცვლის შექმნის უნარის არმქონე;
2. მნიშვნელობით, რომელიც მიუთითებს ფუძით გამოხატული თვისების უქონლობას: non-human ადამიანს / ადამიანთა მოდგმას რომ არ ეკუთვნის; არაადამიანური; non-American არაამერიკული; არაამერიკელი; non-contentiously დავის / კამათის გარეშე;
3. მნიშვნელობით: ცუდი ხარისხისა; non-writer ვაი-მწერალი; non-book ხალტურული / იაფფასიანი წიგნი.