1. მწვავე / უკიდურესი აუცილებლობა / საჭიროება; of / by / necessity აუცილებლობის / საჭიროების გამო [შდრ. აგრ. 2]; to do smth. of / by / necessity, to be under the necessity of doing smth. რისამე იძულებით / საკუთარი სურვილის წინააღმდეგ კეთება; in case of necessity აუცილებელ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ; there is no necessity არავითარი აუცილებლობა / საჭიროება არ არის; the necessity of surrender კაპიტულაციის აუცილებლობა / გარდაუვალობა; a necessity for action მოქმედების აუცილებლობა; it is a necessity to me ეს ჩემთვის აუცილებლობას წარმოადგენს, უამისოდ არ შემიძლია; the necessities of the army ჯარის საჭიროებანი;
2. გარდაუვალობა, რისამე თავიდან აცილების / არიდების შეუძლებლობა; logical necessity ლოგიკურად გარდაუვალი დასკვნა; ლოგიკური აუცილებლობა; to bow / to submit / to necessity გარდაუვალობის წინაშე ქედის მოხრა, ბედს დამორჩილება / დაყაბულება; of necessity აუცილებლად, უდავოდ [შდრ. აგრ. 1]; it must of necessity be discovered ეს უსათუოდ უნდა იქნეს გამოკვლეული;
3. პირველადი დანიშნულების საგანი (აგრ. prime necessity); food and warmth are (the bare) necessities სიცოცხლისათვის (სულ ცოტა) საკვები და სითბოა აუცილებელი;
4. გაჭირვება, უსახსრობა, სიღარიბე; to be in great / dire / necessity სიღატაკეში ცხოვრება;
ʘ მატერიალურად ძალიან უჭირს;
5. ფილოს. 1) აუცილებლობა; necessity and chance აუცილებლობა და შემთხვევითობა;
2) მიზეზობრივი განპირობებულობა; doctrine of necessity დეტერმინიზმი;
◇ to make a virtue of necessity თავის ისე დაჭერა / მოჩვენება, თითქოს ვინმე საკუთარი ნებით მოქმედებს (სინამდვილეში კი ეს აუცილებლობითაა გამოწვეული); necessity is the mother of invention ანდ. გაჭირვება გამოგონების დედაა; ≅ გასაჭირი ბრძენზე ბრძენიაო; necessity knows / has / no law ანდ. გაჭირვება კანონს არ დაგიდევს; ≅ გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.