1. ამა თუ იმ ადგილას დაბადებული ადამიანი; a native of Canada კანადაში დაბადებული, წარმოშობით კანადელი; 
2. ამა თუ იმ ადგილას მუდმივად ან დიდხანს მცხოვრები ადამიანი; მკვიდრი; are you a native of this village? ამ სოფლის მკვიდრი ხართ? დიდი ხანია ამ სოფელში ცხოვრობთ? he speaks English like a native ინგლისურად ნამდვილი ინგლისელივით ლაპარაკობს; 
3. აბორიგენი, ადგილობრივი ბინადარი (განსაკ. იხმ. არაცივილიზებული ქვეყნების მოსახლეობასთან მიმართებით); 
4. ადგილობრივი / აბორიგენი მცენარე 
ან ცხოველი; the kangaroo is a native of Australia კენგურუ ავსტრალიის აბორიგენი ცხოველია; 
5. ავსტრალ. ადგილობრივი / ავსტრალიაში დაბადებული თეთრკანიანი; 
6. (აგრ. Native) აფრ. წმინდა სისხლის მკვიდრი ზანგის ოფიციალური სახელწოდება; 
7. ამა თუ იმ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანი (ასტროლოგიაში); 
8. ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ხელოვნურად გამრავლებული ხამანწკა; 
9. ისტ. მონად დაბადებული ადამიანი; 
10. დიალ. მშობლიური მხარე, სამშობლო.