გამოხატავს
1. 1) ვალდებულებას, მოვალეობას, აუცილებლობას: we must obey the laws კანონებს უნდა დავემორჩილოთ; I must go უნდა წავიდე; you mustn't do that ეს არ უნდა გააკეთო(თ); do it if you must თუ აუცილებელია, გააკეთე(თ) ეს; you must come earlier tomorrow ხვალ უფრო ადრე უნდა მოხვიდე(თ); he told us we must be ready at nine მან გვითხრა, რომ ცხრა საათისათვის მზად უნდა ვიყოთ; if you must, you must თუკი ვალდებული ხართ, უნდა გააკეთოთ; must you go so soon? — Yes, unfortunately I must ნუთუ ასე მალე უნდა წახვიდეთ? — დიახ, სამწუხაროდ ასეა! this is a plant that must have continued attention ეს ისეთი მცენარეა, რომელიც მუდმივ მოვლას მოითხოვს; we must see what can be done about it უნდა მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება; why must you be always meddling? ყოველთვის რატომ უნდა ერეოდე(თ) სხვის საქმეში? you must know that it is not true ა) უნდა იცოდე(თ), რომ ეს არ არის მართალი; ბ) უნდა გითხრა(თ), რომ ეს არ არის მართალი; I must away ელიპს. მოძვ. უნდა წავიდე;
2) დაჟინებულ თხოვნას / რჩევას: I must ask you not to do that any more ძალიან გთხოვთ, ასეთი რამ აღარ გაიმეოროთ; I must ask you to retract that გთხოვთ, თქვენი სიტყვები უკან წაიღოთ; you simply must visit the exhibition თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ ამ გამოფენაზე; you must stay till tomorrow, you simply must! აუცილებლად უნდა დარჩეთ ხვალამდე! you mustn't mind what a sick person says არ უნდა გეწყინოთ ავადმყოფი კაცის ნათქვამი;
3) აკრძალვას (უარყოფით წინადადებებში): you must not touch this book! ამ წიგნს ხელი არ ახლო(თ)! you must not speak so loud here აქ არ შეიძლება ასე ხმამაღლა ლაპარაკი; cars must not be parked in front of this gate ამ ჭიშკრის წინ მანქანების დგომა აკრძალულია;
2. გაუთვალისწინებელ და ჩვეულ. სამწუხარო შემთხვევითობას: just when we were ready to go away for the holidays, the baby must catch measles დასასვენებლად რომ დავაპირეთ წასვლა, სწორედ მაშინ დაემართა ბავშვს წითელა; as we were starting what must he do but cut his finger! წასვლა რომ დავაპირეთ, სწორედ მაშინ გაიჭრა თითი! at a time when everybody was in bed, he must turn on the wireless როდესაც ყველა დასაძინებლად დაწვა, რადიო სწორედ მაშინ ჩართო;
3. 1) ვარაუდს (მარტივ ინფინიტივთან ერთად — განეკუთვნება აწმყო დროს, პერფექტულ ინფინიტივთან ერთად — ნამყო დროს; იხმ. მხოლოდ მტკიცებით წინადადებებში): he must be there now ახლა იქ უნდა იყოს; if he says so it must be true თუკი ასე ამბობს, მართალი უნდა იყოს; as you must know, it is quite untrue ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება; this must be what he means ალბათ ამას გულისხმობს; he must have made a mistake ალბათ შეცდომა დაუშვა; he must have seen it მას ეს ნანახი უნდა ჰქონდეს;
2) განუხორციელებელ შესაძლებლობას წარსულში (იხმ. პერფექტულ ინფინიტივთან მხოლოდ პირობით წინადადებებში): if he had looked, he must have seen the lights of the approaching train რომ გაეხედა, აუცილებლად დაინახავდა მოახლოებული მატარებლის შუქს;
◇ I must say უნდა ვთქვა; I must say, I'm rather surprised უნდა გითხრა(თ), რომ ძალზე გაკვირვებული ვარ; he is right, I must say უნდა ვაღიარო, რომ ის მართალია; needs must იხ. needs.