1. much I-ისა და many-ს compar ;
2. 1) რაოდენობით, სიძლიერით, ხარისხით და ა.შ. უფრო მეტი; to have [to show] more patience [craft, ability, knowledge] than ... უფრო მეტი მოთმინების [ოსტატობის, უნარის, ცოდნის] ქონა [გამოვლენა], ვიდრე ...; she never seemed more in years than her friends არასოდეს არ ჩანდა / გამოიყურებოდა თავის ამხანაგებზე მეტი ასაკისა; there were more accidents უბედური შემთხვევები უფრო და უფრო გახშირდა; there is more truth in it than you think ამაში უფრო მეტი სიმართლეა, ვიდრე თქვენ გგონიათ;
2) მეტი (რიცხვებთან მიმართებაში); ten is two more than eight ათი რვაზე ორით მეტია;
3. დამატებითი, კიდევ; one [two, three] more კიდევ ერთი [ორი, სამი]; I have got two more tickets კიდევ ორი ბილეთი მაქვს; we have plenty [some, a little] more food კიდევ ბევრი [ცოტა, ცოტაოდენი] საჭმელი გვაქვს; do you want any more (tea)? კიდევ ხომ არ ინებებთ (ჩაის)? I want some more ცოტა კიდევ მინდა; I want no more მეტი არ / აღარ მინდა; what more do you want? კიდევ / მეტი რაღა გინდა(თ)?
4. არსებ. მნიშვნ. 1) მეტი რაოდენობა; they are more ისინი მეტნი არიან; ისინი უფრო მრავალრიცხოვანნი არიან; more of us are going ჩვენ უფრო მეტნი მივდივართ [
იხ. აგრ. 2)];
2) დამატებითი რაოდენობა; დანამატი; to be fifty and more ʘ ორმოცდაათს გადააბიჯა; children of twelve years old and more თორმეტი წლისა და უფრო მეტი ასაკის ბავშვები; I cannot give more მეტის მოცემა არ შემიძლია; we can do no more მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ; more cannot be said მეტი აღარაფერი ითქმის; მეტს ვერაფერს დავუმატებთ (ნათქვამს); (say) no more ნუღარაფერს იტყვი, საკმარისია; I needn't say more, I need say no more მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, მეტს ვერაფერს დავუმატებ; more of us are going კიდევ რამდენიმე კაცი მიდის ჩვენგან [იხ. აგრ. 1)];
◇ the more's the pity მით უფრო დასანანია / გულდასაწყვეტია; რა საწყენია; მით უარესი; without more ado მოძვ. აღარ გვინდა მეტი გაჯანჯლება; ნუ გავაჭიანურებთ; მოვეშვათ ცერემონიებს; what is more, and more უფრო მეტიც; და კიდევ (რაც ძალზე მნიშვნელოვანია); hope to see more of you იმედია, უფრო ხშირად გნახავთ; we saw no more of him იგი მეტი აღარ გვინახავს; that is more than I can tell / say / ეს ჩემს ცოდნას აღემატება; ეს უკვე აღარ ვიცი; there's more to come ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, კიდევ მოსალოდნელია გაგრძელება; more is meant than meets the eye / the ear / საქმე ასე მარტივად არ არის; უფრო მეტია ნაგულისხმები, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს; of which more anon მოძვ. ამას კვლავ მივუბრუნდებით / დავუბრუნდებით.