1. 1) აცდენა (ააცდენს), დაცილება; to miss one's aim / the target / მიზანში ვერმოხვედრება; his blow missed the mark მისი დარტყმა მიზანს ასცდა [შდრ. აგრ. 2)]; that's the third time you've missed უკვე მესამედ ააცდინე(თ) მიზანს; the bullet missed me by a hair's breadth ბეწვზე გადავურჩი ტყვიას;
2) გადატ. მიზნის ვერმიღწევა (ვერ ˂მი˃აღწევს); to miss one's / the / mark ა) ʘ მიზანს ვერ მიაღწია; ბ) ʘ მოთხოვნებს ვერ პასუხობს / არ შეესაბამება [შდრ. აგრ. 1)];
2. 1) ხელის გაშვება (˂გა˃უშვებს), ვერდაჭერა; to miss a ball სპორტ. ბურთის ვერდაჭერა / გაშვება; he tried to catch the ball but missed it იგი ეცადა ბურთის დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო; he missed his hold of the cord თოკი ხელიდან გაუსხლტა;
2) ფეხის დაცდენა (დაუცდება); ʘ თავი ვერ შეიმაგრა; he missed his footing თავი ვერ შეიმაგრა, ფეხი დაუცდა; she missed the step and fell ქალს კიბეზე ფეხი დაუცდა და წაიქცა;
3. 1) გამორჩენა (˂გამო˃რჩება); გვერდით ჩავლა; ვერშემჩნევა, ვერდანახვა; I missed the house სახლს ავსცდი / ჩავუარე; to miss one's way გზის დაბნევა, გზის არევა; I missed him მე მას ავსცდი / ვერ შევხვდი [იხ. აგრ. 7]; to miss the flags ʘ ალმებს შორის ვერ გაიარა, "კარს" ასცდა (სლალომი);
2) გადატ. ხელიდან გაშვება (˂გა˃უშვებს); to miss an opportunity [one's chance] შესაძლებლობის [შანსის] ხელიდან გაშვება; an opportunity not to be missed შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება; you haven't missed much ბევრი არ დაგიკარგავს;
3) ვერგაგონება (ვერ გაიგონებს); ვერმოსმენა; I missed the first part of his speech მისი გამოსვლის პირველი ნაწილი ვერ მოვისმინე / გამოვტოვე; I missed most of the words თითქმის ვერაფერი გავიგონე;
4) ვერგაგება (ვერ ˂გა˃იგებს), ვერმიხვედრა; to miss the point რისამე არსის ვერგაგება; you've missed the whole point of the argument [of the story] თქვენ ვერ გაიგეთ კამათის [მოთხრობის] არსი;
4. 1) გამოტოვება (
˂გამო
˃ტოვებს), გაცდენა; to miss classes [lessons] მეცადინეობების [გაკვეთილების] გაცდენა; he missed his breakfast არ უსაუზმია; I would not have missed his lecture [his speech, this performance, this film] for anything (for the world) არაფრის გულისათვის არ გამოვტოვებდი მის ლექციას [მის მოხსენებას, ამ წარმოდგენას, ამ ფილმს];
2) დაგვიანება (˂და˃აგვიანებს); ʘ ვერ მიუსწრებს; to miss the train [the bus, the boat] მატარებელზე [ავტობუსზე, გემზე] დაგვიანება [იხ. აგრ. ◇]; I have missed my turn ჩემი რიგი გავუშვი; you've just missed him! დაგაგვიანდათ, ეს-ესაა გავიდა; to miss one's entrance სცენაზე გასვლის გამოტოვება;
5. (კითხვისას / წერისას) სიტყვების / ასოების გამოტოვება (˂გამო˃ტოვებს) აგრ. to miss out; to to miss (out) a word სიტყვის გამოტოვება;
6. 1) ვისიმე არყოფნის ან რისამე დაკარგვის აღმოჩენა (აღმოაჩენს); when did you miss your purse? როდის შეამჩნიეთ, რომ საფულე დაკარგეთ? he missed money from his cash-box მან აღმოაჩინა, რომ სალაროში ფული აკლდა; it will never be missed ამას არასდროს არავინ არ მოიკითხავს; ვერავინ ვერ აღმოაჩენს დანაკლისს; he wouldn't be missed მის არყოფნას ვერც კი შეამჩნევენ; მას არავინ არ მოიკითხავს;
2) ʘ აკლია; დაკარგულია; the second volume was missing მეორე ტომი აკლდა / ადგილზე არ იდო;
7. მონატრება (˂მო˃ენატრება), ვისიმე არყოფნის განცდა; I missed him მე იგი მენატრებოდა [იხ. აგრ. 3 1)];
8. გადარჩენა (გადარჩება), რაიმესთვის თავის დაღწევა; he just missed being killed მოკვლას ბეწვზე გადაურჩა; he just missed being struck by the stone კინაღამ ქვა მოხვდა;
9. = misfire II 2;
10. : to miss stays ზღვ. ʘ ოვერშტაგით მობრუნება ვერ შეძლო;
◇ to miss the boat / the bus / შესაძლებლობის / ხელსაყრელი შემთხვევის ხელიდან გაშვება [იხ. აგრ. 4 2)]; to miss fire ა) = misfire II 1 1); ბ) გადატ. მარცხის განცდა; ʘ მიზანს ვერ მიაღწევს, ხელი მოეცარება.