(
met)
1. 1) შეხვედრა (˂შე˃ხვდება); to meet smb. in the street [in the theatre] ვინმეს ქუჩაში [თეატრში] შეხვედრა; to meet smb. unexpectedly ვინმეს მოულოდნელად შეხვედრა; I was met well [cordially] კარგად [გულთბილად] შემხვდნენ;
2) ʘ ერთმანეთს ხვდებიან / ნახულობენ, ერთმანეთის სანახავად დადიან; we often [seldom] meet ხშირად [იშვიათად] ვხვდებით ერთმანეთს; we have met before ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს; I hope we shall meet again იმედი მაქვს, რომ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს; I hope to meet you soon იმედი მაქვს, მალე შეგხვდები / გნახავ; (good-bye) until / till / we meet again მომავალ / შემდეგ შეხვედრამდე! she is too young to be meeting young men ბიჭებთან შეხვედრა მისთვის (გოგონასათვის) ჯერ ადრეა; she still meets him ქალი კვლავაც ხვდება მას;
3) დახვედრა (˂და˃ხვდება); to meet smb. at the station ვინმეს სადგურზე დახვედრა; to meet a bus [a train, a plane] ავტობუსს [მატარებელს, თვითმფრინავს] დახვედრა; I was met by my father მამა დამხვდა;
2. შეკრება (˂შე˃იკრიბება), თავის მოყრა, შეყრა (აგრ. გადატ.); to meet in consultation საკონსულტაციოდ შეკრება; when will Parliament meet? როდის შეიკრიბება პარლამენტი? many virtues met in him მის პიროვნებაში ბევრი ღირსება იყო თავმოყრილი;
3. 1) შეკვრა (˂შე˃იკვრება), შემოწვდომა; my waistcoat won't meet ჟილეტი არ მეკვრება / წელზე არ მწვდება;
2) შეხება (˂შე˃ეხება), ურთიერთშეხება; their hands met მათი ხელები ერთმანეთს შეეხო; her hand met his face in a resounding slap კარგა მაგარი სილა გააწნა;
4. 1) გადაკვეთა (
˂გადა
˃კვეთს); here the road meets the railway ამ ადგილას გზა რკინიგზის ხაზს კვეთს;
2) შერთვა (˂შე˃ერთვის), ʘ უერთდება (ითქმის მდინარის შესახებ); where the Rio Negro meets the Amazon სადაც რიუ-ნეგრუ ამაზონს ერთვის;
5. გაცნობა (˂გა˃იცნობს, ˂გა˃ეცნობა); we met in Paris ჩვენ ერთმანეთი პარიზში გავიცანით; I want you to meet Mr. Smith მინდა მისტერ სმითი გაგაცნოთ; meet Mr. Smith გაიცანით მისტერ სმითი; pleased to meet you სასიამოვნოა / მოხარული ვარ, რომ გაგიცანით;
6. 1) (ხშ. with) რისამე პირადად განცდა (განიცდის) / გამოვლა / გადატანა, რისამე საკუთარ თავზე გამოცდა; to meet danger courageously ʘ ვაჟკაცურად გაუსწორა თვალი საფრთხეს; წარბიც არ შეუხრია საფრთხის წინაშე; to meet (with) difficulties ʘ სიძნელეებს / დაბრკოლებებს აწყდება; to meet with many misfortunes ბევრი უბედურების გადატანა; ʘ ბევრი რამ გადახდა თავს; to meet with an accident ავარიაში / კატასტროფაში მოყოლა; ʘ ავარია / კატასტროფა განიცადა; to meet with a fall დაცემა, დავარდნა; to meet with losses ზარალის ნახვა, დაზარალება; to meet with a squall გრიგალში / ქარიშხალში მოყოლა; ʘ გრიგალს / ქარიშხალს გაუძლო / გადაურჩა;
2) (ჩვეულ. with) წაწყდომა (˂წა˃აწყდება); შეჩეხება; to meet with resistance ʘ წინააღმდეგობას წააწყდა; we met with obstacles დაბრკოლებებს / სიძნელეებს გადავეყარეთ; to meet with a refusal უარის მიღება; to meet with smb.'s approval ვისიმე მოწონების დამსახურება; it is to be met (with) everywhere ამგვარ რაიმეს ყველგან შეხვდება / წააწყდება ადამიანი;
7. ʘ აკმაყოფილებს; პასუხობს, შეესაბამება; to meet a requirement ʘ მოთხოვნას / პირობას აკმაყოფილებს; it does not meet my requirements ეს ჩემს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს / არ პასუხობს; to meet the case ʘ საკმარისია, დამაკმაყოფილებელია, მოთხოვნებს პასუხობს / აკმაყოფილებს; to meet the situation სიტუაციის / ვითარების მიხედვით მოქმედება; that does not meet our difficulties ეს ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს; to meet smb.'s wants ვისიმე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; your desires have been met თქვენი სურვილები შესრულებულია;
8. ვალის და ა.შ. გადახდა (˂გადა˃იხდის); ანაზღაურება, დაფარვა; to meet expenses ხარჯების ანაზღაურება / დაფარვა; to meet a bill ანგარიშის გასწორება; he has many expenses to meet დიდ ხარჯებს ეწევა;
9. ვისიმე არგუმენტების და ა.შ. უკუგდება (უკუაგდებს), უარყოფა; to meet objections საწინააღმდეგო აზრის გაბათილება; to meet criticisms კრიტიკის მოგერიება;
10. დუელში მონაწილეობა (მონაწილეობს);
11. ზღვ. საჭით (სვლის) შენელება (˂შე˃ანელებს) აგრ. to meet the helm; meet her! შეანელეთ! (მესაჭისათვის გაცემული ბრძანება);
▭ to meet together შეკრება (˂შე˃იკრიბებიან), თავის მოყრა, შეყრა;
◇ there is more in it than meets the eye უფრო საინტერესოა, მნიშვნელოვანია და ა.შ., ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს; to meet smb.'s eye ა) ʘ თვალში მოხვდება / ეცემა; what a sight met my eyes! რა სანახაობა გადაიშალა ჩემს თვალწინ! ბ) ვინმესთვის თვალებში შეხედვა / თვალის გასწორება; I dared not meet his eye მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი; გ) ვისიმე მზერის დაჭერა; to meet smb.'s ear ა) რისამე გაგონება; ბ) ʘ ვისიმე ყურამდე მიაღწევს რაიმე; to meet one's death ʘ აღესრულა, მოკვდა; to meet smb. half-way დათმობაზე / კომპრომისზე წასვლა; to meet trouble half-way წინდაწინ წუხილი / ღელვა / ნერვიულობა; to meet one's Waterloo ʘ გამანადგურებელი დამარცხება იწვნია; გაცამტვერდა; extremes meet ≅ უკიდურესობათა / რისამე უკიდურეს გამოვლინებათა თანაარსებობა შესაძლებელია; well met! მოძვ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! მოხარული ვარ, რომ გხედავთ!