(meant)
1. განზრახვა (განიზრახავს), დაპირება; to mean to do smth. რისამე გაკეთების განზრახვა / დაპირება; I mean to succeed წარმატებას უნდა მივაღწიო; he means to go წასვლას აპირებს; I meant to write ვაპირებდი დამეწერა; what do you mean to do? რის გაკეთებას აპირებთ? do you mean to stay long? დიდხანს აპირებთ აქ დარჩენას? I did not mean to do it ამის გაკეთება არ განმიზრახავს; ამის გაკეთებას არ ვაპირებდი; I did not mean to offend you თქვენი წყენინება არ მინდოდა / გულში არ გამივლია / არც მიფიქრია; I don't mean to put up with it არ ვაპირებ შევეგუო ამას; without meaning it ისე, რომ გულში არ ჰქონია; ისე, რომ არც უფიქრია; to mean mischief იხ. mischief 2; to mean well [ill] (by / to / smb.) ʘ სიკეთე [ცუდი] უნდა (ვინმესთვის); he means (you) no harm მას თქვენთვის ცუდი არ უნდა; თქვენ იგი ცუდს არ გისურვებთ;
2. გულისხმობა (გულისხმობს); do you mean him? მას გულისხმობთ? იგი გყავთ მხედველობაში? what do you mean by that / by it / ? ა) ამით რისი თქმა გსურთ? რას გულისხმობთ? ბ) რატომ იქცევით ასე? what do you mean by laughing at me? რაშია საქმე, რატომ დამცინით? what exactly do you mean? მაინც რას გულისხმობთ / რა გაქვთ მხედველობაში? this is what I mean აი, რა მაქვს მხედველობაში / რას ვგულისხმობ / რისი თქმა მსურს; I did not mean that ა) მე ეს არ მქონია მხედველობაში, მე ეს არ მინდოდა; ბ) მე ამის თქმა არ მინდოდა; ეს ის არ არის, რისი თქმაც მსურდა; I never say what I don't mean ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ; არასდროს ვამბობ იმას, რასაც არ ვფიქრობ; do you think he means what he says? როგორ ფიქრობთ, სერიოზულად ამბობს ამას? როგორ ფიქრობთ, იმას ამბობს, რასაც ფიქრობს? he certainly meant what he said სწორედ ის თქვა, რასაც ფიქრობდა; you don't mean it! თქვენ ხუმრობთ! ნუთუ სერიოზულად ამბობთ ამას! I mean it ამას სერიოზულად ვამბობ; არ ვხუმრობ; this picture is meant for him ვარაუდობენ, რომ ეს მისი პორტრეტია [იხ. აგრ. 3];
3. ʘ განკუთვნილია ვინმესთვის; to mean smth. for smb. ʘ რაიმე ვინმესთვისაა განკუთვნილი; I mean this present for you ეს საჩუქარი თქვენთვის მინდა; I meant this remark for a joke ვიხუმრე; ეს მე ხუმრობით ვთქვი; this picture is meant for him ეს სურათი მისთვისაა განკუთვნილი [იხ. აგრ. 2]; this remark was meant for you ეს შენიშვნა თქვენ გეხებოდათ / თქვენს გასაგონად იყო ნათქვამი; he was meant to be / for / a soldier მას ჯარისკაცად უპირებდნენ განწესებას;
4. 1)
ʘ ნიშნავს; გულისხმობს; გამოხატავს; this word means... ეს სიტყვა ნიშნავს ...;
2) ʘ ნიშნავს, მოასწავებს, რისამე მანიშნებელია; the conflict probably means war ეს კონფლიქტი შესაძლოა ომს მოასწავებდეს; ამ კონფლიქტს შეიძლება ომი მოჰყვეს; what does all this mean? რას ნიშნავს / მოასწავებს ეს ყოველივე? I know what happiness means მე ვიცი, რა არის ბედნიერება;
3) (to) ʘ რაიმეს ნიშნავს ვინმესთვის; მნიშვნელობა აქვს ვინმესთვის; to mean much [little] to smb. ბევრს [ცოტას] ნიშნავს ვინმესთვის; your friendship means a great deal to me თქვენთან მეგობრობა ბევრს ნიშნავს ჩემთვის; money means little to me ფული ცოტას ნიშნავს ჩემთვის; the name means nothing to me ეს სახელი არაფერს მეუბნება / არ მეცნობა.