1. ნივთიერება; მასალა; radioactive matter რადიოაქტიური ნივთიერება; colouring matter საღებავი ნივთიერება, საღებარი; grey matter ა) თავის ტვინის რუხი ნივთიერება; ბ) საუბ. ჭკუა, გონება, "ტვინი";matter in suspension ნივთიერება შეტივტივებულ / შეწონილ მდგომარეობაში;
2. ჩირქი;
3. ფილოს. მატერია; the indestructibility of matter მატერიის მუდმივობა / მოუსპობადობა;
4. 1)
წიგნში, სტატიაში და ა.შ. გამოყენებული მასალა; there is not much reading matter in this illustrated weekly ამ ილუსტრირებულ ყოველკვირეულ ჟურნალში წასაკითხი ბევრი არაფერია; the book contains much useless matter ამ წიგნში ბევრი უსარგებლო ინფორმაციაა;
2) შინაარსი (წიგნისა და ა.შ.); form and matter ფორმა და შინაარსი;
3) არსი, საგანი, თემა (კამათისა, მსჯელობისა, სასამართლო განხილვისა და ა.შ.); matter of dispute კამათის / დისკუსიის თემა / საგანი; matter for discussion მსჯელობის / განხილვის თემა / საგანი;
5. 1) საქმე; საკითხი; business matters საქმეები; ამა თუ იმ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; money matters ფულთან დაკავშირებული საკითხები; small matter უბრალო / უმნიშვნელო / წვრილმანი რამ; (it is) no laughing matter (ეს) სახუმარო საქმე არ არის; (ეს) საკმაოდ რთულია; that is (quite) another matter ეს (სულ) სხვა საქმეა / ამბავია; a matter of common knowledge საყოველთაოდ ცნობილი რამ; a matter of conscience სინდისის საქმე; a matter of form ა) ფორმის საკითხი; ბ) ფორმალობა; a matter of great importance დიდად მნიშვნელოვანი საქმე; მეტად მნიშვნელოვანი საკითხი; matter of law ა) სამართლის საკითხი; ბ) დავა, პროცესი; a matter of life and death სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი; უაღრესად სერიოზული საკითხი; a matter of opinion საკამათო საკითხი; it is a matter of taste ეს გემოვნების ამბავია; ზოგს რა მოსწონს და ზოგს — რა; it is a matter of habit ეს ჩვევის ამბავია; an easy matter ადვილი / იოლი საქმე; it is no easy matter ეს ადვილი / იოლი საქმე არ არის; in matters of religion რელიგიის საკითხებში; we'll deal with this matter tomorrow ამ საქმეს / საკითხს ხვალ განვიხილავთ; it is simply a matter of time ეს უბრალოდ დროის ამბავია / საქმეა;
2) (the matter) უსიამოვნო რამ, უსიამოვნება; what's the matter? რაშია საქმე? რა მოხდა? what's the matter with him? რა მოუვიდა? რა დაემართა? [იხ. აგრ. ◇]; as if nothing was the matter თითქოს არაფერი მომხდარიყო;
6. (of, for) საბაბი, მიზეზი, საფუძველი; a matter of congratulation მილოცვის საბაბი; it is a matter for regret დასანანია, რომ ...; there is no matter for complaint ჩივილის / წუწუნის საფუძველი არ არსებობს, საწუწუნო არაფერია;
7. კრებ. სპეც. საფოსტო გზავნილები; first-class matter ამერ. დაბეჭდილი / დალუქული წერილები; second-class matter ამერ. ფოსტით გასაგზავნი პერიოდული გამოცემები; third-class matter ამერ. ფოსტით გასაგზავნი ნაბეჭდი გამოცემები;
8. იურ. 1) განცხადება / მტკიცება, რომელიც დამამტკიცებელი ფაქტების წარდგენას საჭიროებს; a matter in deed დოკუმენტურად დამტკიცებული ფაქტი;
2) სადავო საკითხი / პუნქტი; დავის საგანი;
9. პოლიგრ. 1) ხელნაწერი, ორიგინალი / დედანი;
2) ანაწყობი; დაბეჭდილი / აწყობილი მასალა;
◇ (it is, it makes) no matter ამას მნიშვნელობა არა აქვს; no matter! არა უშავს! (it is) no such matter არაფერი ამის მსგავსი! არაფერიც! what matter? რა მნიშვნელობა აქვს ამას? in the matter of რაიმესთან დაკავშირებით; in the matter of studies რაც შეეხება მეცადინეობას, მეცადინეობასთან დაკავშირებით; a matter of დაახლოებით, -ოდე, რაღაც ...; a matter of a ten miles სულ რაღაც ათიოდე მილის მანძილი; a matter of a few days სულ რამდენიმე დღის საქმე / ამბავი; a matter of five pounds სულ რაღაც ხუთიოდე გირვანქა სტერლინგის საქმე; for that matter, for the matter of that ა) არსებითად, ფაქტობრივად; ბ) რაც შეეხება ამას, ამ მხრივ; no matter what მიუხედავად ყველაფრისა (რაც ითქვა, მოხდა და ა.შ.); რაც არ უნდა ითქვას, მოხდეს და ა.შ.; no matter how როგორც არ უნდა …; no matter where სადაც არ უნდა …; as matters stand და მაინც; არსებულ / შექმნილ ვითარებაში / პირობებში; to carry matters too far ʘ მეტისმეტი მოუვიდა; to take matters easy ʘ გულთან ახლოს არ მიაქვს რაიმე; ადვილად უყურებს რაიმეს; to make matters worse ʘ ყველა უსიამოვნებასთან ერთად …; not to mince matters სათქმელის პირდაპირ / უბოდიშოდ / მიუკიბ-მოუკიბავად თქმა; what is the matter with this [with him, with the book, with the idea]? რა სჭირს ამას [მას, წიგნს, იდეას] დასაწუნი? რას უწუნებთ ამას [მას, წიგნს, იდეას]? [იხ. აგრ. 5 2)].