1. 1) ვისიმე შესაფერისი ვინმე; ტოლი, სწორი; he has no match მას ბადალი არა ჰყავს / არ მოეძებნება;
2) ღირსეული მეტოქე / მოწინააღმდეგე; to be a match for smb. ʘ ვისიმე ღირსეული მეტოქეა; to prove oneself more than a match for smb. ʘ ვინმესთან შედარებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა / უფრო ძლიერ მოწინააღმდეგედ წარმოაჩინა თავი; you are no match for him თქვენ მას ვერ გაუმკლავდებით / ვერ მოერევით; სად შეგიძლიათ მასთან გაჯიბრება?! to find [to meet] one's match ʘ ღირსეული მოწინააღმდეგე იპოვა [ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდა];
3) ფორმით, გარეგნულად, ფერით და ა.შ. რისამე შესაფერისი რამ; a perfect match of colours საუცხოოდ შერჩეული ფერები; to be a good [bad] match ʘ უხდება [არ უხდება] რაიმეს, კარგად [ცუდად] ეხამება რაიმეს; her purse and shoes were a good match მისი ჩანთა და ფეხსაცმელი კარგად ეხამებოდა / უხდებოდა ერთმანეთს;
2. მატჩი, შეჯიბრება; football [tennis] match საფეხბურთო [საჩოგბურთო] მატჩი; wrestling [boxing] match შეჯიბრება ჭიდაობაში [კრივში]; chess match საჭადრაკო ტურნირი; a singles [a doubles] match ერთეულთა [წყვილთა] თამაში (ჩოგბურთი); to win the match მატჩის / შეჯიბრების მოგება;
3. მოძვ. 1) ქორწინება; to make a match ა) დაქორწინება; ცოლის შერთვა; გათხოვება; ბ) ვინმესთვის ვისიმე გარიგება; ერთმანეთზე დაქორწინება [იხ. აგრ. 4 2)]; she made a good match ქალი კარგად გათხოვდა; კარგი ქმარი შეხვდა; by match ქორწინების შედეგად;
2) პარტია; ამა თუ იმ თვალსაზრისით მისაღები ან მიუღებელი საქორწინო ან დაქორწინებული პირი; he is a good match ის ყოვლად მისაღები / სასურველი სასიძოა; she is a poor match ქალი ოჯახისათვის მისაღები საპატარძლო არ არის / ვაჟის შესაფერისი არ არის;
4. 1)
მოძვ. შეთანხმება, გარიგება; (it is) a match! გადაწყვეტილია! მოვრიგდით! (
ჩვეულ. ითქმის შეთანხმების მიღწევის შემდეგ);
2) სანაძლეო; to make a match სანაძლეოს დადება, დანაძლევება [იხ. აგრ. 3 1)].