1. 1) ნიშანი; punctuation marks სასვენი ნიშნები; question mark კითხვის ნიშანი; exclamation mark ძახილის ნიშანი; mark of accent მახვილი, მახვილის ნიშანი; mark of cadency ჰერალდ. გვარის / ოჯახის უმცროსი წევრის განმასხვავებელი ნიშანი გერბში; John Smith — his mark ჯონ სმითის ხელმოწერის ნაცვლად დასმული ჯვარი;
2) ლაქა; there were dirty marks on her trousers ქალს შარვალზე ჭუჭყიანი ლაქები ჰქონდა;
2. 1) შტამპი / შტემპელი, ბეჭედი (ანაბეჭდი);
2) დაღი, დამღა; საფაბრიკო მარკა; სავაჭრო / სასაქონლო ნიშანი;
3) შტემპელი, ბეჭედი (ხელსაწყო);
3. ორიენტირი; საორიენტაციო ნიშანი / ნაჭდევი; the tower was a mark for fliers კოშკი მფრინავებისათვის ორიენტირს წარმოადგენდა; he went by marks left on the trees იგი გზას ხეებზე გაკეთებული ნაჭდევების მეშვეობით იკვლევდა;
4. 1) კვალი, ნიშანი; დაღი; marks of illness [of fatigue] ავადმყოფობის [დაღლილობის] კვალი; to leave / to make / a mark კვალის დატოვება; დაღის დასმა; your association with him has left its mark on you მასთან ურთიერთობას თქვენთვის უკვალოდ არ ჩაუვლია; Margaret Thatcher made an unforgettable mark on British politics მარგარეტ თეტჩერმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ბრიტანეთის პოლიტიკაში; sorrow left its mark on her face მწუხარებამ
ქალს სახეზე
გარკვეული დაღი დაასვა; his writings bear marks of haste მის ნაწარმოებებს ეტყობა, რომ ნაჩქარევადაა დაწერილი; the years of hardship and poverty had left their mark on her გაჭირვებისა და სიღატაკის წლებმა დაღი დაასვეს
ქალს; and the Lord set a mark on Cain
ბიბლ. დაადო უფალმა ნიშანი კაენს;
2) ნაიარევი, ნაჭრილობევი;
3) ხალი (აგრ. mother's mark); they identified her by the mark on her arm ქალი მკლავზე ხალით იცნეს / ამოიცნეს; a horse with a white mark on its head თავზე თეთრხალიანი ცხენი;
5. 1) ნიშნული, ხაზი; check mark ა) ნიშანი "P" (აღნიშვნა სიაში, გეგმაში და ა.შ.); ბ) სპორტ. საკონტროლო ნიშნული / ხაზი; the mark on the scale სკალის ნიშნული; high-water mark ა) ზღვ. წყლის მაღალი დონის ნიშნული; მოქცევის უმაღლესი წერტილი; ბ) გადატ. რისამე უმაღლესი დონე; უმაღლესი წერტილი, მწვერვალი; low-water mark ა) ზღვ. წყლის დაბალი დონის ნიშნული; მიქცევის უდაბლესი წერტილი; ბ) გადატ. ყველაზე დაბალი წერტილი, ყველაზე დაბალი დონე [შდრ. აგრ. ◇]; the mark on the sounding-line ზღვ. ლოტის თოკის ნიშანი / სიღრმის მაჩვენებელი; Plimsoll's mark ზღვ. სატვირთო მარკა, პლიმსოლის მარკა;
2) სპორტ. სტარტი, სასტარტო ხაზი; to get off the mark სტარტის აღება; to toe the mark სასტარტო ხაზზე დადგომა [იხ. აგრ. ◇]; on your marks! სტარტზე / ადგილებზე დადექ!
3) სპორტ. ფინიში, ფინიშის ხაზი;
6. ისტ. 1) ზღვარი, საზღვარი; მარკა (სასაზღვრო ზონა);
2) მარკა, გლეხური თემი შუა საუკუნეების გერმანიაში;
7. ნორმა; სტანდარტი; დონე; to be above the mark ʘ მიღებულ / დადგენილ ნორმას აღემატება, მიღებულ / დადგენილ ნორმაზე მაღლაა; to be below / beneath / the mark ა) ʘ მიღებულ / დადგენილ ნორმაზე ქვევითაა, მიღებულ / დადგენილ ნორმას არ შეესატყვისება; ბ) გადატ. ʘ არ არის სათანადო დონეზე; თავის სიმაღლეზე არ დგას; to be near the mark ა) დადგენილ ნორმასთან / მიღებულ სტანდარტთან მიახლოება; ბ) ʘ თითქმის ზუსტია (შეფასებებში და ა.შ.); to be within the mark ʘ დადგენილი ნორმის ფარგლებშია; to be up to the mark ა) ʘ სათანადო დონეზეა; ბ) გადატ. კარგად / ჯანმრთელად ყოფნა; he doesn't feel quite up to the mark უქეიფოდაა, თავს კარგად ვერ გრძნობს; to overstep the mark, to go beyond the mark საზღვარს გადაცილება, წრეს გადასვლა;
8. ნიშანი, ქულა; შეფასება (ცოდნისა, ქცევისა); bad mark ა) ცუდი ყოფაქცევის აღმნიშვნელი ნიშანი; ბ) გადატ. რაც ვისიმე სასარგებლოდ არ მეტყველებს, რაც ვინმეზე ცუდად მეტყველებს; good mark ა) სანიმუშო ყოფაქცევის აღმნიშვნელი ნიშანი; ბ) გადატ. რაც ვისიმე სასარგებლოდ მეტყველებს; good [bad] mark in English კარგი [ცუდი] ნიშანი / შეფასება ინგლისურ ენაში; the highest mark უმაღლესი ქულა / ნიშანი / შეფასება; to get a good [bad] mark at an examination გამოცდაზე კარგი [ცუდი] ნიშნის / შეფასების მიღება;
9. მიზანი, სამიზნე, ნიშანი; to hit the mark ა) მიზანში მორტყმა / მოხვედრება (აგრ. გადატ.); ბ) დასახული მიზნის მიღწევა; to miss the mark მიზანს აცდენა / დაცილება (აგრ. გადატ.); to overshoot [to undershoot] the mark სამხ. გადაცილებით / გადაცდენით [მიუწვდენლობით] სროლა; far from / wide of, short of, beside / the mark ა) მიზნის აცილებით, აცდენით; ბ) გადატ. არასწორად, მცდარად; უადგილოდ; I don't think I am far from the mark არა მგონია, რომ ჭეშმარიტებისაგან შორს ვიყო; your guess is beside the mark სწორად ვერ გამოიცანით; your calculation is beside the mark თქვენ არასწორად გა˂მო˃თვალეთ; off the mark არასწორად, მცდარად; უადგილოდ; an answer off the mark არასწორი / უადგილო პასუხი; you are right off the mark თქვენ ცდებით; he was afraid to become a mark for talkers ეშინოდა, მითქმა-მოთქმის საგანი არ გამხდარიყო;
10. ნიშანი, მაჩვენებელი; a mark of intelligence [of ignorance, of good will, of respect, of resentment] ჭკუის / ინტელექტის [უმეცრების / უვიცობის, კეთილგანწყობილების / კეთილმოსურნეობის, პატივისცემის, აღშფოთების / გულისწყრომის] ნიშანი / მაჩვენებელი; as a mark of my esteem ჩემი თქვენდამი პატივისცემის ნიშნად; politeness and consideration for others are marks of a good upbringing თავაზიანობა და სხვების მიმართ გულისხმიერება კარგი აღზრდის მაჩვენებელია; to bear the mark(s) of smth. რისიმე ნიშნების ქონა / გამოვლენა;
11. სახელი, სახელგანთქმულობა; მნიშვნელოვნობა; a man of mark სახელგანთქმული / გამოჩენილი ადამიანი; ცნობილი პიროვნება; of great mark სახელგანთქმული, ცნობილი; of little mark ნაკლებად ცნობილი, უმნიშვნელო; nothing worthy of mark occurred in your absence თქვენს აქ არყოფნაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა; to make one's mark წარმატების / გავლენის მოპოვება; თავის გამოჩენა რაიმეში; the books that have made their mark with the public წიგნები, რომელთაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მკითხველზე;
12. სპორტ. სლ. გულის კოვზი;
13. ვულგ. რაც ვისიმე საჭიროებას აკმაყოფილებს ან გემოვნებას შეესაბამება;
14. ცხენის კბილების მოცვეთა, რომლის მიხედვითაც მისი ასაკის განსაზღვრა შეიძლება (აგრ. mark of the mouth);
◇ easy / ამერ. soft / mark ა) იოლად მოპოვებული რამ; ბ) მიმნდობი / მიამიტი / გულუბრყვილო ადამიანი; to toe the mark წესებს დამორჩილება; ვინმეს დამორჩილება [იხ. აგრ. 5 2)]; to be at low-water mark ა) უფულოდ ყოფნა; ბ) გასაჭირში ან მძიმე მდგომარეობაში ყოფნა [შდრ. აგრ. 5 1)].