4. : to make a landing ა)
მიწაზე დაშვება (
˂და
˃ეშვება); ბ)
ნაპირზე გადასვლა; to make a mistake / a blunder / შეცდომის დაშვება;
5. 1) ჩამოყალიბება (˂ჩამო˃აყალიბებს), ფორმირება; შექმნა; to make smb.'s character ვისიმე ხასიათის ჩამოყალიბება / ფორმირება; to make one's own life ʘ ცდილობს დამოუკიდებლად ააწყოს თავისი ცხოვრება; I made him what he is მე ვაქციე იგი ასეთ ადამიანად; to make oneself კარიერის დამოუკიდებლად / სხვის დაუხმარებლად გაკეთება;
2) იშვ. ცხოველის გაწვრთნა (˂გა˃წვრთნის); he made the dog himself მან თვითონ გაწვრთნა ძაღლი;
6. ʘ თვლის, ფიქრობს, ჰგონია; what distance do you make it from here to the village? როგორ ფიქრობ(თ) / გგონია(თ), რა მანძილია აქედან (იმ) სოფლამდე? I make it five miles ვფიქრობ / ჩემი აზრით, იქამდე ხუთი მილია; how large do you make this crowd? როგორ ფიქრობ(თ) / როგორ გგონია(თ), რამდენი ხალხია აქ შეკრებილი? what time do you make it? შენი / თქვენი აზრით, რომელი საათია / რა დროა ახლა? I make it half past four ჩემი აზრით / ჩემს საათზე ხუთის ნახევარია;
7. სლ. მოპარვა (˂მო˃იპარავს);
8. საუბ. ვულგ. ვინმესთან სქესობრივი კავშირის ქონა (აქვს); to make with smb. ვინმესთან სქესობრივი კავშირის ქონა;
II ა
1. ფულის გაკეთება (˂გა˃აკეთებს) / შოვნა / გამომუშავება; to make money ფულის ˂გა˃კეთება / შოვნა; how much (money) do you make a week? რამდენს (რამდენ ფულს) იღებთ კვირაში? I made very little (money) on this ამაში ძალიან ცოტა (ფული) ავიღე / მომცეს; to make a good thing (out) of smth. რითიმე ხელის მოთბობა / გამდიდრება / სარგებლის ნახვა; he makes a £ 1000 a year (out) of his lands თავისი მამულებიდან / მიწებიდან შემოსავლის სახით წელიწადში ათასი გირვანქა სტერლინგი შე˂მო˃სდის; to make profit მოგების მიღება; to make a livelihood საარსებო სახსრების / საშუალებების მოპოვება; to make a (one's) living საარსებო სახსრების / სარჩოს მოპოვება, თავის რჩენა;
2. ʘ შეიძენს, გაიჩენს; to make friends მეგობრების შეძენა, ვინმესთან დამეგობრება; we made friends with him very quickly ჩვენ მას ძალიან მალე დავუმეგობრდით; to make enemies ʘ მტრები გაიჩინა; to make an ally of smb. ვისიმე საკუთარ მხარეზე გადმობირება; ʘ მოკავშირედ გაიხადა ვინმე;
3. 1) ხელშეკრულების, გარიგებისა და ა.შ. დადება (˂და˃დებს); to make an agreement შეთანხმების მიღწევა, შეთანხმება; to make a treaty ხელშეკრულების დადება; to make a bargain გარიგება, მორიგება, შეთანხმება; to make terms შეთანხმების მიღწევა;
2) შეხვედრის დანიშვნა (˂და˃უნიშნავს); to make a date შეხვედრის / პაემნის დანიშვნა; to make an appointment ა) შეხვედრის დანიშვნა, შეთანხმება შეხვედრის შესახებ; ბ) ვინმესთან მიღებაზე ჩაწერა;
3) დროის, ადგილისა და ა.შ. დათქმა (დაუთქვამს); when shall I see you, Monday or Tuesday? — Make it Tuesday როდის გნახავთ / შეგხვდებით — ორშაბათს თუ სამშაბათს? — სამშაბათზე შევთანხმდეთ; I shall make it for three o'clock სამი საათისათვის შევუთანხმდები / დავუთქვამ შეხვედრას;
4. ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნა (˂და˃ნიშნავს); ამა თუ იმ წოდების / ხარისხის მინიჭება; to make smb. a judge ვისიმე მოსამართლედ დანიშვნა; to make smb. a general ვინმესთვის გენერლის წოდების მინიჭება; he was made commander-in-chief იგი მთავარსარდლად დანიშნეს; to make smb. a knight ვინმესთვის რაინდობის ბოძება, ვისიმე რაინდად კურთხევა;
5. შენობის დალაგება (˂და˃ალაგებს); ოთახის, ლოგინის მოწესრიგება; to make a room ოთახის დალაგება; to make a bed ა) ლოგინის ალაგება; ბ) ლოგინის გაშლა; I'll make a bed for you on the sofa დივანზე გაგიშლით ლოგინს; I want to make order in / among / my books ჩემი წიგნების წესრიგში მოყვანა მინდა;
6. 1) მოხსენების გაკეთება (˂გა˃აკეთებს) / წაკითხვა; მოხსენებით / სიტყვით გამოსვლა; to make a speech სიტყვით / მოხსენებით გამოსვლა;
2) ხმის, ბგერის გამოცემა (გამოსცემს); ხმაურის გამოწვევა; to make a noise ა) ʘ ხმაურობს; ბ) ხმაურის ატეხა; the creature made no sound ცხოველს არანაირი ხმა არ გამოუცია;
7. 1) სკანდალის / ჩხუბის ატეხა (ატეხს); to make a row საუბ. ა) სკანდალის / ჩხუბის ატეხა; ბ) პროტესტის მძაფრად გამოხატვა; to make a scene ვინმესთვის სცენის გამართვა / მოწყობა; to make a fuss ა) აურზაურის / აყალმაყალის ატეხა; ბ) ფორიაქი, წრიალი (რისამე გამო); to make a racket ამერ. საუბ. დიდი ხმაურის / ღრიანცელის ატეხა, ყვირილის / ყაყანის დაწყება;
2) დიდი მითქმა-მოთქმის / აჟიოტაჟის გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); სენსაციის მოხდენა; to make a commotion დიდი არეულობის / მღელვარების გამოწვევა; to make a splash / a stir / საუბ. დიდი აჟიოტაჟის გამოწვევა, სენსაციის მოხდენა; to make (much) ado მოძვ. დიდი აურზაურის ატეხა (რისამე გამო);
8. სურათის გადაღება (˂გადა˃იღებს), ფოტოგრაფირება; I want to make a few pictures of this building მინდა ამ შენობის რამდენიმე ფოტო გადავიღო;
9. სამოგზაუროდ წასვლა (წავა); to make a tour [a journey] ტურნეში [სამოგზაუროდ] წასვლა; he made a tour of the whole country მან მთელი ქვეყანა შემოიარა;
10. ამა თუ იმ მანძილის გავლა (გაივლის); to make ten miles a day დღეში ათი მილის გავლა; we made only three miles that day იმ დღეს მხოლოდ სამი / სამიოდ მილი გავიარეთ; this car makes 120 kilometres an hour ეს მანქანა საათში ას ოც კილომეტრს გადის, ამ მანქანის სიჩქარე საათში ას ოცი კილომეტრია;
11. 1) ამა თუ იმ ადგილამდე მისვლა (მივა) / მიღწევა; ნავსადგურში და ა.შ. შესვლა; to make the village before dark ʘ შებინდებამდე სოფელს მიაღწია; to make the station in time ა) სადგურში დროზე მისვლა; ბ) სადგურში დროზე შემოსვლა (ითქმის მატარებლის შესახებ); to make the land ზღვ. ნაპირთან მიახლოება; ნაპირის დანახვა; to make port ნავსადგურში შესვლა; the ship will never make port in such a storm ასეთ შტორმში გემი ნავსადგურში ვერ შევა;
2) (for) მოძრაობა (˂მო˃ძრაობს) რაიმე მიმართულებით; ʘ მიდის, მიემართება სადმე / საითკენმე; to make for home ʘ შინ / სახლში მიდის, სახლისკენ / შინისკენ მიემართება; to make for the open sea ღია / გაშლილ ზღვაში გასვლა; he made for the door ა) იგი კარისკენ გაემართა; ბ) იგი კარისკენ გაქანდა;
3) მივარდნა (მივარდება), ʘ ეცემა, ეტაკება ვინმეს; the bull made for him ხარი მისკენ გავარდა;
12. სპორტ. 1) მიღწევა (˂მი˃აღწევს) მიზნისა; to make the finish ფინიშთან მისვლა;
2) გატანა (გაიტანს) ბურთისა და ა.შ.; to make the basket ბურთის კალათში ჩაგდება; he always makes a goal მას ყოველთვის გააქვს გოლი; he made two tens მან ორჯერ მოახვედრა ათიანში;
13. დაბრკოლებების დაძლევა (˂და˃სძლევს) / გადალახვა; to make a hurdle თარჯის / ბარიერის გადალახვა; to make a / the / riffle ამერ. ა) მდინარის ჭორომების წარმატებით დაძლევა; ბ) დაბრკოლებების გადალახვა / დაძლევა; წარმატების მიღწევა;
14. ბანქ. 1) კარტის გაჭრა (˂გა˃ჭრის), აყვანა; I made the trick მე გავჭერი / ავიყვანე; the ace makes ტუზი ჭრის; he made the queen კარტი ქალით გაჭრა;
2) გამოცხადება (˂გამო˃აცხადებს) კოზირისა ან თამაშისა;
3) არევა (არევს), აჭრა (დასტისა); დარიგება (კარტისა); whose turn is it to make? ვინ არიგებს?
15. ზღვ. დროის ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), ზარის რეკვა;
16. იშვ. საუზმის, სადილის, ვახშმის ჭამა (ჭამს) / მირთმევა; to make a good [substantial, light, hasty, late] breakfast [dinner, supper] კარგად [მაძღრისად, მსუბუქად, ნაჩქარევად, გვიან] საუზმობა [სადილობა, ვახშმობა] [შდრ. აგრ. I 1]; to make a meal on / of / smth. რისამე შეჭმა;
17. აწევა (აიწევს), მომატება (ითქმის წყლის შესახებ); the tide is making fast მოქცევის ტალღა სწრაფად იწევს; the water is making fast წყლის დონე სწრაფად მატულობს;
II ბ
1. 1) to make smb. do smth. ვინმესთვის რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს); ვინმესთვის რისამე გაკეთების იძულება; to make smb. cry [laugh] ʘ ვინმე აატირა [გააცინა]; I shall make him do it მე მას გავაკეთებინებ ამას / ვაიძულებ ამის გაკეთებას; I can't make you come if you refuse მე ვერ გაიძულებთ მოსვლას თქვენი ნების საწინააღმდეგოდ / თუ თქვენ ეს არ გსურთ; I can make him believe anything I choose ყველაფერს დავაჯერებ, რასაც მოვისურვებ; it makes me think you are right ეს თქვენს სიმართლეში მარწმუნებს; to make smb. understand ა) ვინმესთვის რისამე გაგებინება / შესმენა; ბ) ʘ ვინმეს რაიმე მიახვედრა / აგრძნობინა / გააგებინა;
2) : to make oneself understood ა) ʘ ვინმეს გააგებინა რისი თქმაც სურდა და ა.შ.; ბ) გასაგებად ლაპარაკი; გ) ʘ უცხო ენაზე ლაპარაკობს, აზრის გაგებინება შეუძლია; to make smth. understood ʘ გასაგებს გახდის რაიმეს; რაიმეს გააგებინებს ვინმეს; to make oneself known ა) საკუთარი თავის შესახებ ხალხის ალაპარაკება; ბ) საკუთარი თავის წარდგენა / გაცნობა ვინმესთვის; to make smth. known რისამე უწყება / შეტყობინება; რისამე გამოქვეყნება;
2. to make smth. do smth. რისამე გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); what makes the grass grow so quickly? რა იწვევს ბალახის სწრაფ ზრდას? the wind made the bells ring ქარში ზარებმა რეკვა დაიწყეს; he made the water boil მან წყალი აადუღა; the sight of food made my mouth water საჭმლის დანახვამ ნერწყვი მომგვარა; the onions made my eyes smart ხახვისგან თვალები ამეწვა;
3. to have smth. made გამოხატავს მოქმედებას, რომელიც ვისიმე ინიციატივით ხდება: I must have a new dress made for the party წვეულებისათვის ახალი კაბა უნდა შევაკერვინო;
4. to make smth., smb. + ზედსართავი სახელი: ამა თუ იმ მდგომარეობაში გადაყვანა (გადაიყვანს); რისამე / ვისიმე სხვა რაიმედ / ვინმედ გადაქცევა; to make smb. angry / mad / ვისიმე გაბრაზება; to make smb. happy ვისიმე გაბედნიერება; to make smb. rich ვისიმე გამდიდრება; to make smb. sick ა) ვინმესთვის გულის არევა; the food made me sick ამ საჭმელმა გული ამირია / მაწყინა; ბ) საუბ. ვისიმე დაღლა / გაღიზიანება, ვინმესთვის თავის მობეზრება; your questions make me sick თქვენმა შეკითხვებმა დამღალა, თქვენი შეკითხვები ყელში ამომივიდა; to make smb. drunk ა) ვინმესთვის ღვინის დალევინება, ვისიმე დათრობა; ბ) ʘ რაიმე დაათრობს / გააბრუებს ვინმეს; the fresh air made me drunk სუფთა ჰაერმა დამათრო / გამაბრუა; to make smth. available ʘ ხელმისაწვდომს გახდის რაიმეს; რისამე მიცემა ვინმესთვის; to make oneself comfortable მოხერხებულად / მყუდროდ მოწყობა / მოკალათება; to make oneself agreeable ʘ ცდილობს თავი მოაწონოს ვინმეს / ვისიმე გული მოიგოს; to make oneself clear საკუთარი აზრის მკაფიოდ / გასაგებად ჩამოყალიბება; to make public ა) რისამე გამოქვეყნება; ბ) რისამე საზოგადოებრივი / საერთო სარგებლობის საგნად ქცევა; ʘ ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის რაიმეს;
5. to make smth. of smth. რისამე რაიმედ ქცევა (აქცევს); to make a practice of smth., to make a rule of it რისამე მუდმივად კეთება, რისამე წესად ქცევა / გახდომა; to make a regular thing of smth. რისამე რეგულარულად კეთება; I make a regular thing of reading the papers გაზეთების კითხვა ჩვევად მაქვს ქცეული; to make a show of smth. რისამე ხაზგასმა / აფიშირება; to make a parade of smth. რისამე აფიშირება; რითიმე თავის მოწონება / ყოყოჩობა; to make a religion of smth. რაიმესგან კერპის შექმნა, რისამე გაფეტიშება; to make a hash / a mess, a muddle / of smth. რისამე არევ-დარევა; რაიმეში არეულ-დარეულობის / ქაოსის შეტანა; to make a hell of smb.'s life ვინმეს ცხოვრების ჯოჯოხეთად გადაქცევა;
6. 1) to make smth. of smb. ვინმეს ამა თუ იმ სახით წარმოჩენა (წარმოაჩენს) / წარმოდგენა; to make a laughing-stock of smb. ვინმეს გამასხარავება; ʘ ვინმეს ქვეყნის სასაცილოდ გახდის; he is not as bad as you make him არც ისეთი ცუდი პიროვნებაა, როგორსაც თქვენ ხატავთ; he is not the fool you make him არც ისეთი სულელია, როგორსაც თქვენ გვიხატავთ;
2) to make smth. of oneself საკუთარი თავის ამა თუ იმ სახით წარმოჩენა (წარმოაჩენს); to make a pig of oneself ა) ღორულად მოქცევა; ბ) ღორმუცელობა, გამოსკდომა; to make a beast of oneself უმსგავსად / უხამსად / პირუტყვივით მოქცევა; to make an exhibition / a spectacle, a sight / of oneself ა) საკუთარი თავის ცუდად გამოჩენა, საკუთარ ნაკლოვანებათა საქვეყნოდ წარმოჩენა; ბ) ʘ თავს სასაცილოდ იხდის, თავს იმასხარავებს; to make a nuisance of oneself ვინმესთვის თავის მობეზრება, გულის გაწყალება / გაწვრილება; to make an ass / a fool / of oneself სულელურად მოქცევა, თავის სულელურ მდგომარეობაში ჩაყენება / ჩაგდება;
7. to make smth. over to smb. ვინმესთვის რისამე საკუთრებაში გადაცემა (გადასცემს) / რისამე დათმობა; to make one's profit over to smb. ვინმესთვის საკუთარი შემოსავლის / მოგების გადაცემა / დათმობა; he made over most of his property to his son თავისი ქონების დიდი ნაწილი ვაჟიშვილს გადაუფორმა;
8. . to make to do smth. რისამე გაკეთების ცდა (ცდილობს); he made to reply when I stopped him ის-ის იყო პასუხის გაცემა დააპირა, რომ სიტყვა გავაწყვეტინე; she made to grab the bag ქალი გაიწია (ვისიმე ხელიდან ) ჩანთის გამოსაგლეჯად;
9. to make as though/ as if / to do smth. ʘ თავს მოაჩვენებს, თითქოს რისამე გაკეთებას აპირებს; he made as though to leave the room თავი ისე მოგვაჩვენა, თითქოს ოთახიდან გასვლას აპირებდა; he made as if he would escape თავი ისე დაიჭირა, თითქოს გაქცევას აპირებდა;
10. to make smb. free of smth. ვინმესთვის რითიმე სარგებლობის უფლების მიცემა (მისცემს); რისამე ვისიმე განკარგულებაში გადაცემა; to make smb. free of one's library ვინმესთვის საკუთარი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლების მიცემა; to make smb. free of one's house ვისიმე გულითადად მიღება შინ / სახლში; ვინმესთვის საკუთარი სახლის დათმობა;
III ა
1. როგორც საერთი ზმნა შედგენილ სახელად შემასმენელში 1) ʘ შეადგენს, უდრის, ტოლია; hundred pence make a pound ასი პენსი ერთ გირვანქა სტერლინგს უდრის; two and two make four ორჯერ ორი ოთხია; twice six makes twelve ორჯერ ექვსი უდრის თორმეტს;
2) ʘ არის, წარმოადგენს; to make one of ʘ ერთ-ერთი მათგანია; მონაწილეა; მათ რიცხვშია / შორისაა; will you make one of the party? ხომ არ შემოგვიერთდები? you make the tenth here მეათე ხარ; this makes your tenth offence ეს თქვენი მეათე დარღვევაა (წესებისა); this colour makes a perfect camouflage ეს ფერი კამუფლაჟისათვის / შესანიღბავად შესანიშნავია; cold tea makes an excellent drink in summer ცივი ჩაი ზაფხულში საუცხოო დასალევია / სასმელია;
3) გახდომა (˂გა˃ხდება), დადგომა; გადაქცევა; to make a good teacher ʘ კარგი მასწავლებელი დადგება; she could make a good mother for them ქალს შეეძლო კარგი დედობა გაეწია მათთვის; he will make her an excellent husband იგი შესანიშნავ ქმრობას გაუწევს ქალს / შესანიშნავი ქმარი იქნება მისთვის; he will make a good musician მისგან კარგი მუსიკოსი დადგება; the carpet will make your bed ნოხი საწოლის მაგივრობას გაგიწევს; this room will make a good study ამ ოთახიდან კარგი კაბინეტი გამოვა;
4) შედგენა (˂შე˃ადგენს); to make a quorum კვორუმის შედგენა; to make a House თემთა პალატაში კვორუმის უზრუნველყოფა;
2. მომდევნო არსებით სახელთან ერთად გამოხატავს აღნიშნული არსებითი სახელის შესატყვის მოქმედებას: to make a jump გადახტომა (˂გადა˃ხტება); to make a bow თავის დაკვრა; to make a move ა) ამა თუ იმ მოძრაობის გაკეთება; ბ) ადგილიდან დაძვრა; ადგომა; გამგზავრება; გადასვლა, გადასახლება; გ) სვლის გაკეთება; დ) პირველი ნაბიჯის გადადგმა (რისამე გასაკეთებლად); to make a start ა) რისამე დაწყება; to make a good start რისამე კარგად დაწყება; ბ) სადმე წასვლა / გამგზავრება; he made an early start ადრე გაემგზავრა / გაუდგა გზას; to make a stop გაჩერება, შეჩერება (გზად საითკენმე); to make inquiries გამოკითხვა; to make a call ა) ვინმესთან შევლა / ხანმოკლე ვიზიტით მისვლა; ბ) ტელეფონით დარეკვა; let me make a call first ნება მომეცით, ჯერ დავრეკო;
▭ to make after მოძვ. უკან დადევნება (დაედევნება) / გამოდევნება; ცხოველის კვალს დადევნება; in the morning we made after them დილით ჩვენ მათ დავედევნეთ;
to make against იშვ. ʘ ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ ლაპარაკობს / მეტყველებს; close analysis makes against this assertion საგულდაგულო ანალიზი მეტყველებს, რომ ეს მტკიცება საფუძველსაა მოკლებული;
to make away 1) სასწრაფოდ გაქცევა (გაიქცევა), გაპარვა; he made away right after the meeting კრების დამთავრებისთანავე გაიპარა; he made away with the money მან ფული გაიტაცა [შდრ. აგრ. 3)];
2) (with) ვისიმე მოკვლა (˂მო˃კლავს), თავიდან მოცილება; it was decided to make away with him გადაწყდა მისი თავიდან მოშორება; გადაწყდა, რომ მას უნდა გასწორებოდნენ; to make away with oneself თავის მოკვლა;
3) (with) ფულის განიავება (˂გა˃ანიავებს) / გაფლანგვა; he quickly made away with the money he had inherited მან სწრაფად გაანიავა მემკვიდრეობით მიღებული ფული [შდრ. აგრ. 1)];
to make back დაბრუნება (˂და˃ბრუნდება);
to make off გაქცევა (გაიქცევა), მიმალვა (ხშ. მოპარული ნივთებით); the robber made off ქურდი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას; to make off after smb. ვინმეს დადევნება;
to make out 1) ოფიციალური დოკუმენტის და ა.შ. შედგენა (˂შე˃ადგენს); ჩეკის და ა.შ. გამოწერა; to make out a check [a bill] ჩეკის [ანგარიშის] გამოწერა; to make out a certificate of death by heart failure [by cancer] ცნობის გაცემა ინფარქტით [კიბოსაგან] სიკვდილის შესახებ; we shall make out a list of what we need ჩვენ ჩამოვწერთ ყველაფერს, რაც გვჭირდება; to make out a grant in smb.'s name ნაჩუქრობის აქტის / სიგელის ვისიმე სახელზე შედგენა / გაფორმება;
2) გარჩევა (˂გა˃არჩევს), დანახვა; to make out a dim figure through the mist ნისლში ვისიმე სილუეტის გარჩევა;
3) გაგება (˂გა˃იგებს), გარკვევა რაიმეში; to make out the meaning of a word სიტყვის მნიშვნელობის გაგება; as far as I can make out რამდენადაც მესმის; I can't make out what he says ვერ ვხვდები, რისი თქმა უნდა;
4) თავის მოჩვენება (˂მო˃აჩვენებს); he makes out that he is badly treated თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს ცუდად ექცევიან;
5) დამტკიცება (˂და˃ამტკიცებს); the plaintiff couldn't make out his case მოსარჩელემ თავისი სარჩელის მართებულობა ვერ დაამტკიცა;
6) ამერ. საუბ. არსებობა (არსებობს), ცხოვრება; how is he making out? როგორ არის? როგორ მიდის მისი საქმეები?
7) რაიმესათვის თავის წარმატებით გართმევა (˂გა˃ართმევს); how did they make out with the problem? როგორ გაართვეს თავი ამ პრობლემას?
8) (with) ამერ. საუბ. კოცნა (კოცნის); ხვევნა, ალერსი; ʘ ერთმანეთს კოცნიან; ერთმანეთს ეხვევიან / ეალერსებიან;
to make over ამერ. გადაკეთება (˂გადა˃აკეთებს); this dress will have to be made over ამ კაბას გადაკეთება დასჭირდება;
to make up 1) შედგენა (˂შე˃ადგენს); შეკრება, შეგროვება; to make up a sum რაიმე თანხის შეგროვება; to make up a group ჯგუფის / კომპანიის შეკრება; to make up rules წესების შედგენა / შემოღება; to make up a medicine წამლის დამზადება; to make up a bundle რისამე ბოხჩად / ფუთად შეკვრა; to make up the purchases into a package შეძენილი ნივთების ერთ პაკეტში მოთავსება; these are the things which make up the joy of life ეს არის ის, რაც ცხოვრებას ახალისებს / სასიამოვნოს ხდის;
2) გამოგონება (˂გამო˃იგონებს), შეთხზვა; to make up a story რაიმე ამბის / ისტორიის მოგონება / შეთხზვა; to make up lies ტყუილების მოგონება / შეთითხნა; you are making that up შენ ამას იგონებ;
3) შერიგება (˂შე˃ურიგდება); to make it up with smb. ვინმესთან შერიგება; let's make (it) up! მოდი, შევრიგდეთ!
4) მორიგება (˂მო˃არიგებს), მოგვარება; to make up differences კამა-თისას მორიგება, უთანხმოებათა აღმოფხვრა; don't worry, he will go and make it up presently ნუ წუხხარ, ახლავე წავა და ყველაფერს მოაგვარებს;
5) ანაზღაურება (აანაზღაურებს); დანაკლისის შევსება, კომპენსირება; to make up for lost time დაკარგული დროის ანაზღაურება; to make up for smb.'s absence ვინმესთვის შემცვლელის პოვნა; to make up lost ground სპორტ. მეტოქის დაწევა, წაგებული მანძილის აღდგენა;
6) გრიმის / მაკიაჟის გაკეთება (˂გა˃უკეთებს; ˂გა˃იკეთებს); he made up the actor მან მსახიობს გრიმი გაუკეთა; she made up her face before going out შინიდან გასვლის წინ ქალმა მაკიაჟი გაიკეთა; she never makes up ქალი არასოდეს არ იღებება / მაკიაჟს არ იკეთებს;
7) მსახიობის ჩაცმა (˂ჩა˃აცმევს; ˂ჩა˃იცვამს) სცენაზე გასვლის წინ;
8) (to) პირფერობა (ეპირფერება), მლიქვნელობა, პირმოთნეობა; to make up to important people გავლენიან პირებთან მლიქვნელობა;
9) (to) რაიმესთან მისვლა (მივა), მიახლოება;
10) ტექ. აწყობა (ააწყობს), დამონტაჟება; to make up a train მატარებლის შედგენა;
11) პოლიგრ. დაკაბადონება (˂და˃აკაბადონებს), გვერდებად შეკვრა / აწყობა;
◇ to make sure / certain / that / of / რაიმეში დარწმუნება, რისამე შემოწმება; make sure that the doors are locked შეამოწმე, კარები ჩაკეტილია თუ არა; დარწმუნდი, რომ კარები ჩაკეტილია; an interesting plot makes for good reading როცა სიუჟეტი საინტერესოა, წიგნიც კარგად იკითხება; to make believe იხ. believe ◇; to make smb.'s acquaintance, to make the acquaintance of smb. ვისიმე გაცნობა; I am happy to make your acquaintance მოხარული ვარ თქვენი გაცნობით; მიხარია, რომ გაგიცანით; to make oneself at home ʘ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში; შინაურულად იქცევა; to make long hours ʘ ძალიან ბევრს მუშაობს; to make up one's mind რისამე გადაწყვეტა, რაიმე გადაწყვეტილების მიღება; to make no sign ʘ არც კი იმჩნევს; to make a face / faces / (at smb.) სახის მანჭვა / ღრეჯა; to make a wry face სახის მანჭვა; to make a long face ≅ ცხვირის ჩამოშვება; to make eyes at smb. ვინმესთვის მაცდურად ან გამომწვევად შეხედვა / ცქერა; ≅ ვინმესთვის თვალების ჟუჟუნი; to make sheep's eyes[ at smb. ვინმესთვის შეყვარებული თვალებით ყურება / ცქერა; to make a long nose /სკოლ. სლ. a snook / at smb. "ცხვირის" ჩვენება, ცხვირთან ცერისა და გაშლილი თითების მიტანა (ვისიმე გამოსაჯავრებლად); to make a figure ა) ამა თუ იმგვარი როლის თამაში; ამა თუ იმგვარი შთაბეჭდილების მოხდენა; ბ) ʘ მნიშვნელოვან როლს თამაშობს; დიდი თანამდებობა უჭირავს, დიდი პიროვნებაა (აგრ. to make a conspicuous figure); to make a little [poor, ridiculous] figure ʘ უმნიშვნელო [უბადრუკ, სასაცილო] როლს თამაშობს; to make little / light / of smth. ʘ რაიმეს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს / ყურადღებას არ აქცევს / არასერიოზულად ეკიდება; to make little account of smth. რისამე არაფრად ჩაგდება; to make much of smb., of smth. ვისიმე, რისამე დიდად დაფასება; ვისიმე, რისამე მიმართ გადაჭარბებულად დიდი ყურადღების გამოჩენა [იხ. აგრ. much I ◇]; he makes too much of his daughter ქალიშვილს ზედმეტად ანებივრებს; I can make nothing of this letter ა) ამ წერილს ვერანაირად ვერ გამოვიყენებ; ბ) სრულებით არ მესმის, რა წერია ამ წერილში; he makes nothing of my remarks ჩემს შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევს; I cannot make head or tail of this letter ამ წერილს თავი და ბოლო ვერ გავუგე; to make the most of smth. რისამე ყველაზე ხელსაყრელად / მაქსიმალურად გამოყენება; Margaret made the most of this little song მარგარეტმა ჩინებულად შეასრულა ეს პატარა სიმღერა; to make the best of smth. ა) რისამე ყველაზე ხელსაყრელად / ეფექტურად / მაქსიმალურად გამოყენება; ბ) რაიმესთან შერიგება, რისამე უდრტვინველად ატანა; to make the best of a bad bargain უბედურების / გაჭირვების / სიძნელეების ვაჟკაცურად ატანა; ბედს დამორჩილება; რისამე უდრტვინველად გადატანა; ≅ "ჭირსა შიგან გამაგრება"; to make the best of both worlds ≅ ა) ირონ. ამქვეყნიურ ტკბობას ეძლევა და საიქიო ცხონების იმედიცა აქვს; ბ) ორი ურთიერთგამომრიცხავი გარემოების ხელსაყრელად / ჭკვიანურად გამოყენება / შეთავსება; to make hay ხელსაყრელი მომენტის გამოყენება; გამდიდრება; ხელის მოთბობა [იხ. აგრ. I 1]; to make a hand წარმატების მოპოვება; სარგებლის ნახვა; to make no hand of smth. მოძვ. ʘ რისამე გაგება არ ძალუძს; to make one's pile გამდიდრება, დიდძალი ქონების დაგროვება; to make a strike ამერ. ა) მადნეულით მდიდარი საბადოს მოპოვება / პოვნა; ბ) ʘ ბედმა გაუღიმა; I made a strike ძალიან გამიმართლა / ბედმა საოცრად გამიღიმა; to make a break ა) არასწორი / მცდარი ნაბიჯის გადადგმა; ბ) უადგილო შენიშვნის მიცემა; გ) რისამე წამოცდენა / წამოროშვა / დაცდენა; to make a get-away ა) ციხიდან გაქცევა; პოლიციისაგან თავის დაძვრენა, ʘ პოლიციას დაუსხლტა; ბ) სამხ. მოწინააღმდეგისაგან თავის დაღწევა; to make a clean sweep ხელის ერთი მოსმით ყველა არასასურველი პირის დათხოვნა / ყველა უსარგებლო ნივთის გადაყრა; the boss made a clean sweep in the company — all the old directors have been replaced by new ones უფროსმა საფუძვლიანი ცვლილებები განახორციელა კომპანიაში: ყველა ძველი დირექტორი ახლით შეცვალა; to make oneself scarce ვინმეს, რაიმე ადგილს გაცლა, გარიდება; you have done enough damage for one day. make yourself scarce! საკმაო ზარალი მოგვაყენე ერთი დღისათვის. დაიკარგე აქედან! to make oneself solid with smb. ვისიმე კეთილგანწყობის / მხარდაჭერის მოპოვება; to make a hole in the water თავის დახრჩობა; to make a bid for smth. ა) ფასის წამოყენება / შეთავაზება (აუქციონზე); ბ) ʘ რისამე მიღებას / მოპოვებას ცდილობს; to make the grade ა) აღმართზე ასვლა, აღმართის დაძლევა; ბ) წარმატების მიღწევა; გ) სათანადო დონის მიღწევა; ʘ წარმატებული აღმოჩნდა; to make one's mark წარმატების / გავლენის მოპოვება; რაიმეში თავის გამოჩენა; to make time სადმე დროზე მისვლა; to make the train მატარებლისათვის მისწრება; to make good work of / with / smth. რისამე კარგად გაკეთება, რაიმე საქმისათვის თავის კარგად გართმევა; to make a job of smth. იხ. job¹ I ◇; to make a go of it ამერ. რისამე (მაგ. ქორწინების, საქმიანობის, პარტნიორული ურთიერთობისა და ა.შ.) კარგად / წარმატებულად წარმართვა; წარმატების მოპოვება; to make short work of smth. რაიმესათვის თავის სწრაფად გართმევა, რისამე სწრაფად დამთავრება; to make (a) shift ა) თავის გატანა; აუცილებელი რამეების გარეშე გაძლება; he must make shift without help სხვის დაუხმარებლად უნდა გაძლოს / გაიტანოს თავი; ბ) რაიმეთი დაკმაყოფილება, რაიმეს დაჯერება; we must make shift with the money we have ის ფული უნდა ვიკმაროთ, რაც გვაბადია; to make a good fist at / of / smth. საუბ. რაიმესთვის თავის კარგად გართმევა, რისამე კარგად შესრულება; to make a poor fist at / of / smth. საუბ. მარცხის განცდა, რისამე ვერგაკეთება; to make smb.'s / the / blood boil ვისიმე გაცეცხლება / გაცოფება; ვისიმე დიდად აღშფოთება; his words made my blood boil მისმა სიტყვებმა გამაცოფეს; to make smb.'s flesh creep ვინმესთვის შიშის ჟრუანტელის მოგვრა, ვისიმე შეძრწუნება; to make smb.'s blood run cold ვისიმე შეძრწუნება; ʘ შიშისაგან ძარღვებში სისხლი გაეყინა; to make smb.'s hair curl / stand on end / ვისიმე ძლიერ შეშინება, ვინმესთვის შიშისაგან თმის ყალყზე დაყენება; to make smb.'s brain reel ვისიმე გაოცება / განცვიფრება; ვინმესთვის თავბრუს დახვევა; to make the dust / feathers, fur / fly ა) ალიაქოთის ატეხა; ჩხუბის / უსიამოვნების გამოწვევა; ბ) ვისიმე შეხურება, გაჯორვა, დატუქსვა; გ) ენერგიულად მოქმედება; to make it hot for smb. ა) ვისიმე გამოლანძღვა, ვინმესთვის შავი დღის დაყრა; I shall make it hot for him! მაგას ვუჩვენებ სეირს! შავ დღეს დავაყენებ / დავაყრი! ბ) ვისიმე ცუდ დღეში ჩაყენება; ვინმესთვის აუტანელი პირობების შექმნა; his enemies made the place too hot for him მტრებმა მისი იქ ცხოვრება გაუსაძლისი / აუტანელი გახადეს, მტრებმა დაატოვებინეს ის ადგილი / აიძულეს მოშორებოდა იქაურობას; to make things lively for smb. საუბ. ხუმრ. ვინმესთვის შავი დღის დაყრა; to make a time / a day / of it ა) დღის / დროის მშვენივრად / მხიარულად გატარება; ბ) მთელი დღის ამა თუ იმ საქმიანობაში გატარება; to make a night of it მთელი ღამის ქეიფსა და დროსტარებაში გატარება; to make good cheer ქეიფი, დროსტარება, მხიარულება; to make a stab at smth. ʘ რისამე გაკეთებას ცდილობს; to make a shot ʘ რისამე გამოცნობას ცდილობს; ცდილობს ვარაუდი გამოთქვას; to make a bad shot რისამე ვერგამოცნობა / ვერმიხვედრა; შეცდომის დაშვება; to make a good shot სწორად / ზუსტად გამოცნობა / მიხვედრა; to make the b]bull's-eye ა) მიზანში მორტყმა; ბ) წარმატების / დასახული მიზნის მიღწევა; to make no question of smth. რისამე სავსებით დაშვება / დასაშვებად მიჩნევა; ʘ რაიმეში ეჭვიც არ ეპარება; to make no scruple to do smth. მშვიდი სინდისით რისამე კეთება; ʘ სინდისი არ ქენჯნის რისამე კეთებისას, რისამე კეთება არ ესირცხვილება; to make no bones about / of / smth. ა) რისამე თამამად / გაბედულად თქმა ან კეთება; ბ) ხელის არშეშლა; წინააღმდეგობის არშექმნა; to make (both / two / ) ends meet ʘ ≅ მისი შემოსავალი ხარჯებს სწვდება; იმდენსავე ხარჯავს, რამდენსაც იღებს; to make the hat go round შეწირულებათა მოკრება / შეგროვება; to make a long story short, to make short of long ერთი სიტყვით, მოკლედ რომ ვთქვათ; to make odds even გათანაბრება; she doesn't come to see us, so if we don't go to see her it'll make odds even ის არ დადის ჩვენს სანახავად, ასე რომ, თუ არც ჩვენ მოვინახულებთ, ბარიბარში ვიქნებით; to make the pot boil ლუკმაპურის ფულის შოვნა; to make the cup run over ა) მოთმინების ფიალის ავსება; ბ) ʘ უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც უბედურება, კატასტროფა და ა.შ. გამოიწვია; to make smb. turn in his grave საფლავში ვისიმე გადაბრუნება; to make a (poor) fight of it (სუსტი) წინააღმდეგობის გაწევა; to make an example of smb. ვისიმე სამაგალითოდ / სხვებისათვის ჭკუის სასწავლებლად დასჯა; to make a cat's paw out of smb. ≅ ვინმეს იარაღად გამოყენება; სხვისი ხელით აუგი საქმის გაკეთება; სხვისი ხელით ნარის გლეჯა; to make an honest woman of smb. ა) შეცდენილი ქალის შერთვა; ბ) ხუმრ. საყვარლის ცოლად შერთვა; to make a clean breast of smth. რისამე გულწრფელად / ალალად აღიარება; to make a song and dance about smth. ერთი ამბავის / ალიაქოთის ატეხა რისამე გამო; to make the air blue გინება, უწმაწური სიტყვების ხმარება; to make whoopee ამერ. ქეიფის / ხმაურიანი დროსტარების გამართვა; to make the welkin ring ა) ზეცის შეზანზარება (ითქმის გრგვინვის, ჭექა-ქუხილის შესახებ); ბ) საშინელი ხმაურის ატეხა; to make smb. sit up ვისიმე გაოგნება / შეცბუნება / შოკირება; to make a bee-line for smth. ≅ უმოკლესი გზით წასვლა (ამა თუ იმ ადგილამდე); to make a dead-set ა) მონად. ნაბულის გაკეთება (ითქმის ძაღლის შესახებ); ბ) ʘ ვინმეს მივარდება, ეცემა; გ) ვინმეს მკაცრად გაკრიტიკება; სასაცილოდ აგდება; he made a dead-set at me მან აშკარად მტრული პოზიცია დაიჭირა ჩემს მიმართ; დ) ვინმესთვის დევნით სიცოცხლის გამწარება; ე) ʘ ≅ კისერზე ეკიდება (განსაკ. ქალი მამაკაცს), ყოველ ხრიკს მიმართავს, რათა თავი შეართვევინოს; to make a bag მონად. ბევრი გარეული ფრინველის ან ცხოველის მოკვლა; ბევრი თევზის დაჭერა; to make the bag მონად. ყველაზე მეტი გარეული ფრინველის ან ცხოველის მოკვლა, ყველაზე მეტი ნანადირევის მოტანა (ითქმის მონადირის შესახებ); to make a purse ა) ფულის შეგროვება (განსაკ. ხელმოწერით); ბ) ფულის გადადება / გადანახვა; to make good time ა) სპორტ. კარგი დროის ჩვენება; ბ) ამა თუ იმ მანძილის სწრაფად გავლა; to make rings round ა) სპორტ. სლ. მნიშვნელოვნად / ბევრად გასწრება; ბ) ʘ ვინმეს სჯობნის, ბევრად აღემატება; to make the running ა) კარგი შედეგების მიღწევა (ითქმის ჟოკეის ან სადოღე ცხენის შესახებ); ბ) ამა თუ იმ საქმიანობაში გეზის მიცემა, საქმის წარმართვა; მაგალითის მიცემა / ჩვენება; რისამე დაწყება / ინიციატივის გამოვლენა; to make a run of it გაქცევა, გაპარვა; to make play for smb., smth. იხ. play I ◇; to make a score off one's own bat რისამე სხვის დაუხმარებლად გაკეთება; to make a save სპორტ. სლ. კარის გადარჩენა, ბურთის / შაიბის მოგერიება; to make tracks სწრაფად წასვლა; to make water ა) მოშარდვა; ბ) გემში წყლის შესვლა / დენა; to make (bad [good]) weather of it იხ. weather I 2; to make fair weather with იხ. weather I ◇; to make heavy weather იხ. weather I ◇; to make head against smth. ა) წინააღმდეგობის გაწევა; აჯანყება, ამბოხება; ბ) წინააღმდეგობის / დაბრკოლების მიუხედავად წარმატებით წინსვლა; to make a footing ა) ფეხისათვის საყრდენის პოვნა, ფეხის მოკიდება; ბ) (საზოგადოებაში) მყარი / სტაბილური მდგომარეობის მოპოვება; to make a lodgement ა) სამხ. პლაცდარმის დაპყრობა; დაპყრობილ პოზიციაზე გამაგრება; ბ) მყარად ფეხის მოკიდება, დამკვიდრება; to make a long arm for smth. საუბ. ხელის გაწვდენა / გაშვერა (რისამე ასაღებად და მისთ.); to make a long neck კისრის წაგრძელება; to make old bones ʘ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა; to make a poor mouth თავის მოსაწყლება, თავის ღარიბად მოჩვენება; to make ducks and drakes იხ. duck¹ ◇; to make ducks and drakes of one's money ფულის გაფლანგვა / განიავება / უთავბოლოდ ხარჯვა; to make a Virginia fence ამერ. მთვრალივით ბარბაცი, ბარბაცით სიარული; to make a leg არქ. ხუმრ. ძველმოდურად თავის დაკვრა / თავის დაკვრით მისალმება (ცალი ფეხის მუხლში მოხრითა და მეორის უკან გაწევით); to make a rod for oneself / for one's own back / საკუთარი თავის დასჯა; make it snappy! სწრაფად! ჩქარა! ცოცხლად! to make it worse ყველა უბედურებასთან ერთად; as they make them / 'em / ძალიან, საშინლად; განსაკუთრებით; he is as stupid as they make them სულ მთლად შტერია / ყეყეჩია; as you make your bed, so you must lie upon / in, on / it ანდ. როგორც დაიგებ, ისე მოისვენებო; ≅ რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი; to make bricks without straw საჭირო მასალის, ინფორმაციისა და მისთ. გარეშე მუშაობა; ტყუილუბრალოდ გარჯა; to make fish of one and flesh / fowl / of another ʘ ადამიანებს მიკერძოებით ეპყრობა / უდგება; to make or break / or mar / აღზევება ან ძირს დანარცხება; სრული წარმატება ან მარცხი / მწარე იმედგაცრუება; to make a pint measure hold a quart შეუძლებლის გაკეთების მცდელობა, შეუძლებლის მონდომება; to make two bites of a cherry ა) მეტისმეტად პატარა რამის / ≅ ერთი თხილის გულის გაყოფა; ბ) მეტისმეტი მონდომების გამოჩენა (განსაკ. იოლი საქმის კეთებისას); to make a virtue of necessity თავის ისე დაჭერა / მოჩვენება, თითქოს ვინმე საკუთარი ნებით მოქმედებს (სინამდვილეში კი ეს აუცილებლობითაა გამოწვეული); many a little makes a mickle იხ. mickle ◇; make haste slowly შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო.