1. მზერა, შეხედვა; kind [scornful, angry, vacant] look კეთილი [ზიზღიანი / დამცინავი, ბრაზიანი, დაბნეული / გაფანტული] მზერა; blank look უაზრო მზერა / გამოხედვა; to have / to take / a look at smth. რაიმესთვის შეხედვა; რაიმესთვის თვალის შევლება, რისამე შეთვალიერება; to take a good look at smb., smth. ვინმესთვის / რაიმესთვის ყურადღებით შეხედვა, ვისიმე / რისამე კარგად დათვალიერება / თვალით გასინჯვა; to give a look შეხედვა; to give smb. a searching look ვინმესთვის გამომცდელად შეხედვა; to cast / to shoot / a look მზერის მიპყრობა / სროლა, შეხედვა; to flash a look at smb. ვინმესთვის მზერის ტყორცნა / სროლა; to steal a look მალულად შეხედვა;
2. 1) იერი, შესახედაობა; გარეგნობა; I don't like the look of him მისი შესახედაობა / გარეგნობა არ მომწონს; the town has a European look ქალაქს ევროპული იერი აქვს; the house had a dismal look სახლი საკმაოდ პირქუშად გამოიყურებოდა; judging by the look of his rash, he has scarlet fever გამონაყარის გარეგნული სახის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ქუნთრუშა უნდა ჰქონდეს; affairs took on an ugly look საქმე ცუდად წარიმართა / ცუდად შეტრიალდა; to have a look of smb., smth. ʘ ვინმეს / რაიმეს ჩამოჰგავს / ცოტათი ჰგავს;
2) გამომეტყველება, გამოხედვა; a look of pleasure came to her face მისმა სახემ კმაყოფილი / ნასიამოვნები გამომეტყველება მიიღო; there was an ugly look in his eye მას ავი / ბოროტი გამოხედვა ჰქონდა;
3. pl შესახედაობა, გარეგნობა; good looks სასიამოვნო გარეგნობა, სილამაზე; she has looks and youth იგი ლამაზი და ახალგაზრდა ქალია; to be in good looks ʘ კარგად გამოიყურება, ლამაზია; she's beginning to lose her looks ადრინდელ სილამაზეს კარგავს, თანდათან უშნოვდება;
◇ upon the look რისამე ძებნაში მყოფი, რაიმეს რომ დაეძებს; to give smb. the look ვინმესთვის გამომწვევად ან მაცდურად შეხედვა.