1. 1) ცხოვრება (ცხოვრობს), სიცოცხლე; არსებობა; to live to be old / to a great age / ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრება; to live to see smth. ʘ რაიმეს მოესწრო, რაიმემდე იცოცხლა; to live in the past წარსულში / წარსულით ცხოვრება;
2) ამა თუ იმ წესით / ყაიდით ცხოვრება (ცხოვრობს); to live within one's means საკუთარი სახსრების / შეძლების შესაფერისად ცხოვრება; to live up to one's income საკუთარი შემოსავლის მთლიანად ხარჯვა; to live beyond / above / one's means ʘ საკუთარი სახსრების / შეძლების შესაფერისად არ ცხოვრობს; to live happily / a happy life / [free from care] ბედნიერად [უზრუნველად / უდარდელად] ცხოვრება; to live well ა) კარგად / შეძლებულად ცხოვრება; ბ) წესიერად / პატიოსნად ცხოვრება; to live in a small way მოკრძალებულად / წყნარად ცხოვრება; to live to oneself საკუთარი თავისათვის / თავის ნებაზე / სხვებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება;
2. სადმე ცხოვრება (ცხოვრობს) / ბინადრობა; to live in England [abroad, in a hotel, in the country, at the seaside] ინგლისში [საზღვარგარეთ, სასტუმროში, სოფლად, ზღვასთან / ზღვისპირეთში] ცხოვრება;
3. 1) გაძლება (˂გა˃ძლებს, ˂გა˃უძლებს), გადარჩენა, საფრთხის და მისთ. გადატანა; no boat could live in such a storm ასეთ შტორმს ვერანაირი ნავი ვერ გაუძლებდა / ვერ გადაურჩებოდა;
2) სიცოცხლე (ცოცხლობს), მეხსიერებაში, ისტორიაში და მისთ. დარჩენა; his memory will always live მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს / დავიწყებას არ მიეცემა;
4. (on, upon) 1)
რითიმე კვება (იკვებება), საზრდოობა; to live on fruit [on sandwiches and milk]
ʘ ხილით [სანდვიჩებითა და რძით] იკვებება;
2) რითიმე ცხოვრება (ცხოვრობს), თავის რჩენა; to live on one's salary საკუთარი ხელფასით ცხოვრება; to live on others სხვების ხარჯზე ცხოვრება; to have very little to live on ძალზე მცირე საარსებო საშუალებათა ქონა; to live on air / on nothing / ჰაერით საზრდოობა, შემოსავლის / გარკვეული საარსებო საშუალებების გარეშე ცხოვრება; to live on / by / one's wits ა) საკუთარი საზრიანობის მეშვეობით თავის გატანა; ბ) საარსებო საშუალებათა საეჭვო / უპატიოსნო გზებით მოპოვება;
▭ to live down საკუთარი ცხოვრების წესით, უმწიკვლო ქცევით და მისთ. გამოსყიდვა (გამოისყიდის) / ხალხისთვის დავიწყებინება (საკუთარი შეცდომისა, დანაშაულისა და მისთ.);
to live in სამსახურში ან სამუშაო ადგილზე ცხოვრება (ცხოვრობს) / ბინის ქონა;
to live off : 1) to live off smb. ვისიმე ხარჯზე ცხოვრება (ცხოვრობს);
2) to live off smth. რისამე ხარჯზე ცხოვრება (ცხოვრობს), რითიმე თავის რჩენა;
to live on ʘ ცოცხლობს, სიცოცხლეს / არსებობას განაგრძობს; his name will live on მისი სახელი მარად იცოცხლებს;
to live out 1) ʘ რისამე ბოლომდე იცოცხლებს; ცოცხალი ან უვნებელი გაძლებს (გარკვეულ დრომდე); he won't live out another week იგი ერთ კვირასაც ვერ გაატანს; I don't want to live out my life in this hole არ მინდა მთელი ცხოვრება ამ ჯურღმულში გავატარო;
2) დიალ. ʘ ვინმეზე მეტს იცოცხლებს, ვისიმე სიკვდილს მოესწრება;
3) ʘ სამსახურში ან სამუშაო ადგილზე არ ცხოვრობს / ბინა სხვაგან აქვს;
to live through რისამე გამოვლა (გამოივლის) / გადატანა, რაიმესთვის გაძლება; he has lived through three wars იგი სამ ომს მოესწრო; to live through a famine შიმშილობის გამოვლა / გადატანა; ʘ საყოველთაო შიმშილს გადაურჩა;
to live up to 1) ამა თუ იმ პრინციპების, წესების და მისთ. თანახმად ცხოვრება (ცხოვრობს) ან მოქმედება; to live up to one's convictions საკუთარი მრწამსის შესაბამისად მოქმედება;
2) ʘ შესაფერისია, შეეფერება, შეედრება; to live up to smb. ვისიმე შესაფერისია, ვისიმე ტოლია, ვინმეს არ ჩამოუვარდება;
3) მოლოდინის, იმედების გამართლება (˂გა˃ამართლებს);
◇ live and let live ანდ. იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო; ≅ იხარე და მეც მახარეო; to live and learn ანდ. ≅ სწავლა სიბერემდეო; to live it up მხიარულად და თავაშვებულად ცხოვრება, დროს ტარება.