(less,
lesser; least)
1. 1) პატარა, მცირე (ითქმის ზომის შესახებ); little house [garden, boat] პატარა სახლი [ბაღი, ნავი]; little place პატარა მამული; the little ones ა) პატარები, ბავშვები; ბ) ცხოველის ნაშიერები; the little Joneses ჯოუნზების ბავშვები; my little man ჩემო პატარავ, ჩემო ბიჭუნა (სახუმარო მიმართვა); little woman საუბ. ცოლი, მეუღლე; the little finger [toe] ხელის [ფეხის] ნეკი; little guts ანატ. წვრილი ნაწლავები;
2) მცირე, ცოტა (ითქმის რაოდენობის შესახებ); he has little time მას ცოტა დრო აქვს; he has very little knowledge of the subject მან ეს საგანი / საკითხი ძალიან ცუდად იცის;
3) მოკლე; shall I go a little way with you? ცოტაზე ხომ არ გაგაცილოთ? our little life ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება;
4) დაბალი, ტანდაბალი; little man ტანდაბალი კაცი [იხ. აგრ. 2 1)];
2. 1) უმნიშვნელო, არაარსებითი; little difficulty უმნიშვნელო / არაარსებითი სიძნელე; little things წვრილმანები; don't worry about little things წვრილმანებზე ნუ წუხხართ; little man "პატარა კაცი", ჩვეულებრივი / რიგითი ადამიანი [იხ. აგრ. 1 4)];
2) წვრილი, არამსხვილი; little farmer წვრილი ფერმერი;
3) მცირე, არამთავარი; Little Assembly მცირე ასამბლეა; little war მცირე ომი;
3. : one's little ways პატარ-პატარა სისუსტეები, სასაცილო ან ბავშვური ჩვეულებები; poor little efforts to please ვისიმე გულის მოგების / ვინმესთვის თავის მოწონების შესაბრალისი და გულის ამაჩუყებელი მცდელობანი;
4. უბადრუკი, წვრილმანი; შეზღუდული; a little man with a little mind გონებაშეზღუდული კაცუნა; little things amuse little minds წვრილმანებით შეზღუდული გონების ხალხი იქცევს ხოლმე თავს;
◇ the little people ფერიები, ელფები, გნომები და მისთ. (ფოლკლორში); little magazines ჟურნალები მკითხველთა ვიწრო წრისთვის, ელიტარული ჟურნალები (მცირე ფორმატისა და შეზღუდული ტირაჟის მქონე); little Mary სლ. კუჭი, მუცელი; the Little Corporal პატარა კაპრალი (ნაპოლეონ ბონაპარტის მეტსახელი); little Rhody ამერ. "პატარა როდი" (როდაილენდის შტატის ხუმრობით შერქმეული მეტსახელი); little old ladies in tennis shoes ამერ. საუბ. ა) უკიდურესი რეაქციონერი ქალები; ბ) უბრალო ამერიკელი ქალები; a little იხ. a little 2.