1. 1) თხევადი; დენადი; liquid food / diet / თხევადი საკვები; liquid feed ს.-მ. თხევადი დამატებითი საკვები (საქონლისათვის); liquid mud თხელი ტალახი, ლაფი; liquid honey გამოწურული თაფლი; liquid manure ს.-მ. თხიერი სასუქი, წუნწუხი, ნაკელწყალი; liquid air ფიზ., ქიმ. თხევადი ჰაერი; liquid fuel თხევადი სათბობი; liquid fire სამხ. ცეცხლის ჭავლი (ცეცხლსატყორცნისა); liquid crystal სპეც. თხევადი კრისტალი;
2) პოეტ. წყლიანი, წყლისა;
3) იშვ. ცრემლიანი, ცრემლით სავსე (ითქმის თვალების შესახებ);
2. გამჭვირვალე, სუფთა, ნათელი; liquid eyes ნათელი / შუქჩამდგარი თვალები [შდრ. აგრ. 1 3)]; liquid firmament გასხივოსნებული / გამჭვირვალე ცის კამარა; the liquid air of a spring morning გაზაფხულის დილის გამჭვირვალე ჰაერი;
3. 1) ნარნარა, მელოდიური, სუფთა (ითქმის ბგერების, ხმის შესახებ); კეთილხმოვანი; the liquid notes of a blackbird შაშვის მელოდიური გალობა; liquid tones ნაზი ბგერები; in his liquid Italian თავის კეთილხმოვან იტალიურ ენაზე;
2) ფონეტ. ნარნარა (ითქმის ბგერების შესახებ);
4. ცვალებადი, არამდგრადი, არასტაბილური; liquid opinions [convictions, principles] ცვალებადი / არამდგრადი თვალსაზრისები [მრწამსი / შეხედულებები, პრინციპები];
5. ფინ. ლიკვიდური, ადვილად / სწრაფად რეალიზებადი (ითქმის ფასიანი ქაღალდების, აქტივების და ა.შ. შესახებ); liquid debt ლიკვიდური ვალი (დაუყოვნებლივ და უპირობოდ გადასახდელი);
◇ liquid lunch ხუმრ. ალკოჰოლიანი სასმლის დალევა, პაბში ან ბარში წასვლა (ლანჩის დროს).