1. ზღვარი, საზღვარი; მიჯნა; age limit ასაკობრივი ზღვარი; superior limit მაქსიმუმი, ზედა ზღვარი (მაქსიმალური ვადა, რაოდენობა და მისთ.); inferior limit მინიმუმი, ქვედა ზღვარი (მინიმალური ვადა, რაოდენობა და მისთ.); the inferior limit of the year წლის ბოლო; limit of elasticity [fatigue, accuracy, audition] დრეკადობის [გამძლეობის / ამტანობის, სიზუსტის, სმენადობის] ზღვარი; within the limits of the city ქალაქის ფარგლებში; to the limit ამერ. მაქსიმალურად, უკიდურესად; to set a limit to smth. ა) რაიმესთვის საზღვრის დადება / დაწესება, რისამე შეზღუდვა / შემოფარგვლა; ბ) რაიმესთვის ბოლოს მოღება / წერტილის დასმა; to know the limits of smb.'s abilities ვისიმე შესაძლებლობათა ფარგლების ცოდნა; his greed knows no limits მის სიხარბეს საზღვარი არა აქვს, მისი სიხარბე ყოველგვარ საზღვარს სცილდება;
2. მოძვ. 1) ქვეყანა, მხარე, რეგიონი;
2) pl საზღვრები, ტერიტორიები;
3. 1) მათ. ზღვარი;
2) ტექ. დაშვება, ზღვრული ზომა; ზღვრული გადახრა; მნიშვნელობათა ინტერვალი;
3) კომერც. ლიმიტი, შეზღუდვა, ზღვრული ფასი ან თანხა;
4. იურ. ხანდაზმულობის ვადა;
⌇ limit gauge [load] ტექ. ზღვრული კალიბრი [დატვირთვა]; limit switch ტექ. ზღვრული ამომრთველი; limit point მათ. ზღვრული წერტილი;
◇ within limits გარკვეულ საზღვრებში, განსაზღვრულ ფარგლებში; ზომიერად; without limit შეუზღუდავად, განუსაზღვრელი / ნებისმიერი ზომით, ხარისხით ან რაოდენობით; to be the limit საუბ. ა) ʘ აუტანელია, ძნელად ასატანია; she is the limit! იგი აუტანელი ადამიანია! ბ) ʘ ყოველგვარ საზღვარს სცილდება; აღმაშფოთებელია, აუტანელია; that's the limit! ეს უკვე მეტისმეტია! to go the limit საუბ. ა) ზომიერების ან კეთილგონიერების ფარგლებს გაცდენა; თავაშვებულად ან უწესოდ მოქცევა; ბ) სქესობრივი კავშირის ქონა, სქესობრივ კავშირზე დათანხმება; off limits იხ. off limits I.