(
leapt, leaped [-t])
1. 1) ხტომა (ხტის, ხტება); to leap through a window ფანჯრიდან გადახტომა; to leap into the saddle ʘ უნაგირს მოახტა, ცხენზე შეჯდა; to leap over a fence ღობეზე გადახტომა; ʘ ღობეს გადაევლო; to leap upon a foe მოწინააღმდეგეზე თავდასხმა; to leap with joy ʘ სიხარულისაგან ხტის, ძლიერ გახარებულია; to leap to / upon / one's feet ფეხზე წამოხტომა / სწრაფად წამოდგომა;
2) გადატ. უეცრად გაზრდა (˂გა˃იზრდება) / მომატება; უეცარი ცვლილების განცდა;
3) სწრაფად ან ხტუნვა-ხტუნვით მოძრაობა (მოძრაობს) / წასვლა; საითკენმე გავარდნა / გაქანება; he leaped home to greet his father იგი შინისაკენ გაექანა, რათა მამას მისალმებოდა; she leapt to his assistance ქალი მის დასახმარებლად გაექანა;
2. 1) გადახტომა (˂გადა˃ახტება); to leap a wall [a ditch] ʘ კედელს [თხრილს] გადაახტა;
2) გადახტუნება (˂გადა˃ახტუნებს); ʘ ახტუნავებს; to leap a horse over a fence [across a ditch] ცხენის ღობეზე [თხრილზე] გადახტუნება;
3) გადატ. გადახტომა (˂გადა˃ხტება), უეცრად გადასვლა (ერთი საკითხიდან მეორეზე, ახალ მდგომარეობაში და ა.შ.); he leaped from one trifling matter to another (ლაპარაკისას) იგი ერთი უმნიშვნელო თემიდან მეორეზე ხტებოდა / გადადიოდა; leaping ahead ა) მოვლენათათვის წინ გასწრებით; ბ) მოვლენებს წინ თუ გავუსწრებთ;
3. ძლიერ ცემა (სცემს), ძგერა; შეტოკება, აძგერება, ძლიერ ცემის დაწყება (ითქმის გულის, იშვ. აგრ. პულსის შესახებ); his heart leapt with / for / joy სიხარულისგან გული შეუტოკდა / აუფანცქალდა;
4. დაგრილება (
˂და
˃აგრილებს),
დედალ ცხოველთან შეწყვილება;
◇ ready to leap out of one's skin / მოძვ. out of oneself / უაღრესად გახარებული; to leap at smth. სიხარულით / ხალისით რისამე მიღება; to leap at the opportunity [at the offer] ხელსაყრელი შესაძლებლობის [წინადადების] ხალისით მიღება; to leap to the eye / to one's eyes / თვალში ცემა, ყურადღების მიპყრობა; ʘ თვალში საცემია; look before you leap ანდ. ≅ ჯერ ფონს იკითხავენ და წყალში მერე შეტოპავენო; ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.