1. ზღვ. 1) წყალში ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს), ექსპლუატაციაში შეყვანა (ახალაგებული გემისა); the Navy is to launch a new warship today სამხედრო-საზღვაო ფლოტი დღეს ახალი სამხედრო გემის წყალში ჩაშვებას გეგმავს;
2) ნავის წყალში ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს), სადმე გაგზავნა; the lifeboat was launched immediately მაშველი ნავი დაუყოვნებლივ ჩაუშვეს წყალში;
2. 1) დაწყება (˂და˃იწყებს), მოქმედებაში მოყვანა, ამოქმედება; to launch a new enterprise ახალი საწარმოს / კომპანიის დაარსება; to launch a young man into business ახალგაზრდა კაცის ბიზნესში ჩართვა, ახალგაზრდა კაცისათვის საქმიანი კარიერის დაწყებაში დახმარების გაწევა;
2) მოქმედების დაწყება (˂და˃იწყებს), რისამე წამოწყება; to launch a campaign against smb. ვისიმე წინააღმდეგ კამპანიის წამოწყება; to launch an attack შეტევის დაწყება; the enemy launched a furious attack on the castle მოწინააღმდეგემ ციხესიმაგრეზე გააფთრებული შეტევა განახორციელა;
3. 1) ძლიერად სროლა (ისვრის), ტყორცნა; to launch a spear at smb. ვინმესთვის შუბის სროლა; to launch a blow დარტყმის მიყენება (აგრ. კრივში);
2) ვისიმე / რისამე წინააღმდეგ მიმართვა (მიმართავს) კრიტიკისა და მისთ., წამოძახება / წამოსროლა (შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მისთ.); to launch threats against smb. ვისიმე მისამართით მუქარის შემცველი სიტყვების წამოძახება; ʘ ვინმეს ˂და˃ემუქრება; to launch an invective გამკიცხავი სიტყვის წარმოთქმა;
4. (into)
რაიმეში (ხალისით) გადაშვება (გადაეშვება),
რაიმესათვის (ენერგიულად) ხელის მიყოფა; to launch into an argument კამათში ჩაბმა, კამათის დაწყება; to launch into extravagance თავშეუკავებლობაში / ზომაგადასულობაში გადავარდნა; to launch into dissipation გართობისათვის თავის მიცემა (
აგრ. launch out into);
5. 1) გაშვება (˂გა˃უშვებს) კოსმოსური ხომალდისა / რაკეტისა;
2) გაშვება (˂გა˃უშვებს), ˂გა˃სროლა, ˂გა˃ტყორცნა (რაკეტისა, ჭურვისა); to launch a torpedo ტორპედოს გაშვება / გასროლა;
▭ to launch out 1) გამგზავრება (გაემგზავრება), გზას გადგომა, სადმე წასვლა; to launch out on a voyage of discovery სამოგზაუროდ წასვლა რისამე აღმოსაჩენად;
2) დაწყება (˂და˃იწყებს), წამოწყება; to launch out on a long-winded explanation ხანგრძლივი და მოსაწყენი ახსნა-განმარტების დაწყება;
to launch forth იხ. to launch out;
◇ to launch into eternity ა) ვისიმე საიქიოს გამგზავრება, მოკვლა; ბ) საიქიოს გამგზავრება, გარდაცვალება.