1. სიცილი; on the laugh სიცილით, სიცილისას, მოცინარი; to give a laugh გაცინება; to raise a laugh სიცილის გამოწვევა, ვისიმე გაცინება; to raise the laugh against smb. სასაცილო მდგომარეობაში ვისიმე ჩაყენება, ვისიმე სასაცილოდ აგდება; to have a good / a hearty / laugh at smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე გულიანად გაცინება; to join in the laugh სხვებთან ერთად გაცინება; to break into a laugh ʘ სიცილი აუტყდა, ახარხარდა;
2. იშვ. დაცინვის საგანი / ობიექტი;
3. საუბ. ხუმრობა, სასაცილო შემთხვევა; that's a laugh ეს უბრალოდ სასაცილოა;
◇ to have / to get / the laugh of / on, over / smb., to have the laugh on one's side ა) სასაცილო მდგომარეობაში ვისიმე ჩაყენება, ვისიმე დაცინვა / გამასხარავება; ბ) ვისიმე ჯობნა, ვინმესთან შედარებით უპირატესობის მოპოვება; to have the last laugh "ბოლოს სიცილი", ყველაფრის მიუხედავად საბოლოოდ წარმატების მოპოვება / გამარჯვება [შდრ. აგრ. laugh II ◇].