1. 1) მცირე შეცდომა, უზუსტობა ან მარცხი, ლაფსუსი; a lapse of the pen კალმის შეცდომა; a lapse of the memory რისამე ვერგახსენება / დავიწყება, რისამე ვერგახსენების / დავიწყების გამო დაშვებული შეცდომა; a lapse of the tongue წამოცდენა, შეცდომით / უნებურად თქმა; his severe training made him less charitable for the lapses of others მკაცრმა აღზრდამ იგი სხვისი შეცდომების მიმართ ნაკლებად შემწყნარებელი გახადა;
2) ს.-მ. ხარვეზი (ნახნავში და მისთ.);
2. 1) სწორი გზიდან გადახვევა; შეცოდება; ზნეობრივი დაცემა; a lapse from virtue ამორალური საქციელი, პატიოსნების დაკარგვა; moral lapse მორალური დაცემა; a lapse from one's principles საკუთარი პრინციპებიდან გადახვევა;
2) რელიგიურ მრწამსზე უარის თქმა, განდგომა; ერესში ჩავარდნა;
3) მოძვ. რელიგ. ცოდვით დაცემა (ადამისა);
3. 1) მსვლელობა, მიმდინარეობა (დროისა); დინება, დენა (წყლისა და მისთ.); the lapse of a stream ნაკადულის ნელი დინება; the rapid lapse of time დროის სწრაფი მსვლელობა / სწრაფად გასვლა; by lapse of time დროთა განმავლობაში; with the lapse of time დროთა განმავლობაში, დროის გასვლასთან ერთად; he has not felt the lapse of the hours მან ვერ შენიშნა, როგორ გაირბინა საათებმა;
2) შუალედი ან პერიოდი (დროისა); a long lapse of time დროის დიდი შუალედი / პერიოდი;