1. 1) ნაპირზე გადასხმა (გადასხამს) / გადასმა / გადატვირთვა; he was landed on a lonely island იგი მივარდნილ კუნძულზე გადასვეს; the goods were quickly landed საქონელი სწრაფად გადმოტვირთეს ნაპირზე;
2) ნაპირზე გადასვლა (გადავა); ნაპირს მიდგომა; to land at Dover გემიდან დუვრში გადმოსვლა / დუვრში ჩასვლა;
3) ავ. თვითმფრინავის და ა.შ. მიწაზე დასმა (˂და˃სვამს); the pilot landed the plane very skilfully in difficult conditions პილოტმა რთულ პირობებში ძალზე ოსტატურად დასვა თვითმფრინავი;
4) ავ. მიწაზე დაჯდომა (˂და˃ჯდება) / დაფრენა; to land at the Croydon aerodrome კროიდონის აეროდრომზე დაჯდომა / დაფრენა; the airliner landed safely საჰაერო ლაინერი მშვიდობიანად / უვნებლად დაჯდა;
5) სადმე ჩასვლა (ჩავა) / მისვლა; მიღწევა (დანიშნულების ადგილამდე); გადმოსვლა, ჩა˂მო˃სვლა (გემიდან, ეტლიდან და ა.შ.); he landed at Bombay at midnight იგი ბომბეიში შუაღამეს ჩავიდა; they landed at a roadside station მატარებლიდან პატარა სადგურზე ჩა˂მო˃ვიდნენ;
2. სამხ. 1) ჯარების ხმელეთზე გადასხმა (გადასხამს), დესანტირება (საფრენი აპარატიდან ან გემიდან ); the troops were landed by helicopter ჯარები შვეულმფრენით გადასხეს;
2) საფრენი აპარატიდან, გემიდან და მისთ. ხმელეთზე გადასხდომა (˂გადა˃სხდება), დესანტირება (ითქმის ჯარების შესახებ); the invasion force landed near the town შეჭრის ჯარები ქალაქის მახლობლად გადასხდნენ / დესანტირდნენ; enemy paratroopers are landing to the north of the town მოწინააღმდეგის პარაშუტისტ-მედესანტეები ქალაქის ჩრდილოეთით ეშვებიან მიწაზე;
3. 1) სადმე მიყვანა (მიიყვანს) / მიტანა / მოთავსება; to land the ball in the middle of the field ბურთის მოედნის ცენტრში გაგზავნა / ჩაგდება; to be landed in a strange city without money or friends უცხო ქალაქში აღმოჩენა / თავის ამოყოფა ფულისა და მეგობრების გარეშე;
2) რაიმემდე მიყვანა (მიიყვანს); ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩაყენება / ჩაგდება; this lands me in great difficulties ეს მე მეტად მძიმე მდგომარეობაში მაყენებს;
4. 1)
ნაპირზე / ნავზე ამოთრევა (ამოათრევს) / გამოთრევა (
თევზისა და ა.შ.); to land a fish თევზის დაჭერა / ამოთრევა; to land a net ბადის ამოთრევა / ამოწევა;
2) საუბ. დაჭერა (˂და˃იჭერს); რისამე მიღება / მოპოვება; to land a criminal ბოროტმოქმედის დაჭერა; to land a prisoner ვისიმე დატყვევება / ტყვედ აყვანა; she has managed to land that rich man ქალმა მაინც მოახერხა იმ მდიდარი კაცის "გამოჭერა" / ხელში ჩაგდება; to land a job სამუშაოს / სამსახურის შოვნა;
3) დოღში გამარჯვება (˂გა˃იმარჯვებს);
5. დარტყმა (˂და˃არტყამს); რისამე მორტყმა / მოხვედრება; to land smb. a blow in the eye ვინმესთვის თვალში დარტყმა; I landed him a punch on the nose ცხვირში დავარტყი მუშტი;
6. 1) ძირს დაშვება (˂და˃ეშვება), დაცემა, სადმე ან ამა თუ იმ მდგომარეობაში აღმოჩენა (ნახტომის, საიდანმე ჩამოვარდნის და მისთ. შემდეგ); to land on the opposite bank ნახტომის შემდეგ მეორე ნაპირზე აღმოჩენა; to fall out of a window and land on one's feet ფანჯრიდან გადმოვარდნა და ფეხ˂ებ˃ზე / ფეხებით დახტომა; he landed on his head თავით დაეცა, დაცემისას თავი დაარტყა;
2) სპორტ. მიწაზე დაშვება (˂და˃ეშვება) ნახტომის შემდეგ.