1. 1) კოჭლი; lame man [horse] კოჭლი კაცი [ცხენი]; to be lame of / in / one leg ცალი ფეხით კოჭლობა; he went / became / lame იგი დაკოჭლდა;
2) დაშავებული, დასახიჩრებული (ჩვეულ. ითქმის ფეხის შესახებ);
3) რომ კოჭლობს, კოჭლობა რომ ახასიათებს; lame footsteps კოჭლობით / ბორძიკით გადადგმული ნაბიჯები;
2. 1) უხეირო, სუსტი, არადამაკმაყოფილებელი; lame argument სუსტი / არადამაჯერებელი არგუმენტი; lame excuse უხეირო გასამართლებელი მიზეზი, ≅ ვერაფერი გასამართლებელი საბუთია; lame conclusion უსაფუძვლო დასკვნა; lame account ა) არადამაკმაყოფილებელი ანგარიში / ახსნა-განმარტება (რისამე შესახებ); ბ) არასრული / არასაკმარისი ინფორმაცია (რისამე შესახებ); lame endeavour სუსტი / გაუბედავი ძალისხმევა; lame story უთავბოლო ნაამბობი;
2) მეტრიკულად არასწორი, გაუმართავი (ითქმის ლექსის ან მისი ზომის, რიტმის შესახებ);
3. 1) არქ. დაშავებული, დასახიჩრებული; სუსტი, უძლური; დამბლადაცემული, პარალიზებული;
2) ტექ. დაზიანებული, გაფუჭებული, მწყობრიდან გამოსული;
4. ამერ. სლ. უუნარო, მოუხერხებელი;
რაიმეში გაუთვითცნობიერებელი;
5. არსებ. მნიშვნ. 1) (the lame) კრებ. კოჭლები;
2) ამერ. სლ. უუნარო / მოუხერხებელი / რაიმეში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი;
◇ lame duck ა) უუნარო, უიღბლო ან უბედური ადამიანი; ხეიბარი, ინვალიდი; ბ) გაკოტრებული ადამიანი, ბანკროტი; გ) გაკოტრებული ან ფინანსური პრობლემების მქონე ფირმა; მრეწველობის დარგი, რომელსაც სახელმწიფო სუბსიდიების გარეშე არსებობა არ შეუძლია; დ) ამერ. პოლიტ. არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც თანამდებობაზე რჩება ძალაუფლების თავისი ახლად არჩეული შემცვლელისათვის გადაცემამდე; პრეზიდენტი, რომელიც თავისი პრეზიდენტობის მეორე, უკანასკნელ ვადას ასრულებს; ე) ზღვ. სლ. დაზიანებული გემი; ვ) სამხ. სლ. დაზიანებული თვითმფრინავი.