(
knew;
known)
1. რისამე ცოდნა (იცის), რისამე შესახებ წარმოდგენის ქონა; to know smb.'s peculiarities [habits, character] ვისიმე დამახასიათებელი თვისებების [ჩვევების, ხასიათის] ცოდნა; to know oneself ʘ საკუთარ თავს კარგად იცნობს, იცის რას წარმოადგენს; to know the way გზის ცოდნა; to know precisely ზუსტად ცოდნა; to know positively that … დანამდვილებით / ზუსტად ცოდნა იმისა, რომ …; to know the facts of the case საქმის გარემოებათა ცოდნა; to know smb.'s decision ვისიმე გადაწყვეტილების ცოდნა; to know all about smth. ყველაფრის ცოდნა რისამე შესახებ; to know smth. against smb. ვისიმე მამხილებელი / მაკომპრომეტირებელი ფაქტების ცოდნა; I do not know how it was done წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაკეთდა ეს; the place is known to me alone ეს ადგილი მხოლოდ მე ვიცი; I know it to be true დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მართალია / მართლაც ასეა; how do I know აბა, მე რა ვიცი? how do you know that he will come? რა იცი, რომ მოვა? as far as I know რამდენადაც ვიცი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია; as everyone knows როგორც ყველასათვის ცნობილია, როგორც ყველამ იცის; as is generally known როგორც საყოველთაოდ ცნობილია; to get to know the details დეტალების გაგება / გარკვევა; everything gets known ყველაფერი ცნობილი ხდება / ირკვევა; to make smth. known to smb. ვინმესთვის რისამე გაგებინება / შეტყობინება; be it known to you იცოდეთ, რომ …; let me know მაცნობეთ, შემატყობინეთ; let me know when [where, how] it happened შემატყობინეთ როდის [სად, როგორ] მოხდა ეს; this is the best method I know of ჩემთვის ცნობილ მეთოდთაგან ეს საუკეთესოა; not that I know of it არაფერი ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი;
2. ამა თუ იმ დარგის ცოდნა (იცის); ʘ ერკვევა, ესმის; to know smth. thoroughly [superficially, insufficiently] რისამე სრულყოფილად [ზედაპირულად, არასაკმარისად] ცოდნა; to know one's lesson [one's part, the multiplication tables, the ABC] გაკვეთილის [საკუთარი როლის, გამრავლების ცხრილის, რისამე "ანბანის" / საფუძვლების] ცოდნა; to know a foreign language უცხო ენის ცოდნა; to know the law კანონების ცოდნა; ʘ კანონმდებლობაში ჩახედულია / ერკვევა; to know banking საბანკო საქმის ცოდნა; to know music [poetry] ʘ მუსიკა [პოეზია] ესმის, მუსიკაში [პოეზიაში] ერკვევა; to know smth. by heart რისამე ზეპირად ცოდნა; to know smth. by / from / experience [hearsay] რისამე გამოცდილებით [ყურმოკვრით] ცოდნა; a man who knows მცოდნე ადამიანი; I am not guessing, I know ვარაუდით კი არა, დანამდვილებით ვიცი;
3. რისამე ცოდნა (იცის), შეძლება; to know how to play chess [to read, to swim, to behave] ჭადრაკის თამაშის [კითხვის, ცურვის, საზოგადოებაში ˂მო˃ქცევის] ცოდნა; he would do it if he knew how იგი გააკეთებდა ამას, რომ იცოდეს როგორ გააკეთოს; all one knows ყველაფერი, რისი გაკეთებაც ვინმემ იცის / რისი გაკეთებაც ვინმეს შეუძლია [იხ. აგრ. ◇];
4. ცოდნა (იცის), გაცნობიერება, შეგნება; to know one's faults საკუთარ ნაკლოვანებათა ცოდნა / გაცნობიერება; the summer was gone before I knew ვერც კი შევამჩნიე, ზაფხული ისე გავიდა; he doesn't know his own mind თავადაც არ იცის, რა უნდა;
5. რისამე პირადად განცდა (განიცდის), გადატანა, გამოვლა; to know poverty [sorrow] ʘ იცის, რა არის სიღარიბე [მწუხარება]; to know trouble უსიამოვნების გადატანა; to have known better days ʘ უკეთეს დღეებს მოსწრებია, უკეთესი დღეებიც ჰქონია;
6. 1) ცნობა (იცნობს); to know smb. intimately [officially] ვინმესთან ახლო [ოფიციალური] ურთიერთობის ქონა; to know smb. personally ʘ პირადად იცნობს ვინმეს; to know smb. from a photograph ʘ ფოტოსურათით იცნობს ვინმეს; to get to know smb. better ვისიმე უკეთ გაცნობა; they are among the people I know ჩემი ნაცნობები არიან; to be in surroundings one knows ნაცნობ გარემოცვაში ყოფნა; to make oneself known to smb. ვინმესთვის საკუთარი თავის გაცნობა / წარდგენა;
2) ჩვეულ. pass ʘ ცნობილია, იცნობენ; to be known to smb. ʘ ვინმესთვის ცნობილია; to become known ʘ ცნობილი გახდა; to be known under the name of Smith ʘ სმითის სახელითაა ცნობილი; to be known for truth ʘ ჭეშმარიტებად ითვლება / მიიჩნევა; he is known as a successful lawyer იგი წარმატებულ იურისტადაა ცნობილი; known to the world მსოფლიოში ცნობილი / სახელგანთქმული; he is internationally known იგი მთელს მსოფლიოშია ცნობილი;
7. 1) ცნობა (იცნობს), ამოცნობა; to know smb. by his voice [by his walk] ხმით [სიარულის მანერით] ვისიმე ცნობა; to know smb. at a distance ვისიმე შორი მანძილიდან ცნობა; I might not know him again შეიძლება იგი ვეღარც კი ვიცნო;
2) განსხვავება (განასხვავებს), გარჩევა; to know one tune from another ერთი მელოდიის მეორისაგან გარჩევა; to know a friend from a foe [good from evil] მტრისა და მოყვრის [ავისა და კარგის] ერთმანეთისაგან გარჩევა; to know a good thing when one sees it კარგის დაფასების უნარის ქონა;
8. ბიბლ. შეცნობა (შეიცნობს), სქესობრივი კავშირის დამყარება / ქონა;
9. არსებ. მნიშვნ. ცოდნა; in the know ჩახედული, ინფორმირებული, გათვითცნობიერებული; to be in the know ʘ რაიმეში ჩახედულია / ინფორმირებულია; საქმის კურსშია;
◇ you know, don't you know? იცი? იცით? როგორც მოგეხსენებათ (ხშ. იხმ. საუბრისას როგორც პაუზების შესავსებად ჩართული ფრაზა); I want to know! ნუთუ?! მართლა?! რას მეუბნებით?! what do you know (about that)! როგორ მოგწონთ?! წარმოგიდგენიათ?! ვინ იფიქრებდა?! to know what's what ʘ ყველაფერი იცის; არაფერი შეეშლება; ჭკუას არ წააგებს; to know a thing or two, to know how many beans make five ʘ ბევრი რამის მომსწრეა; იცის, საიდან ქრის ქარი; არაფერი შეეშლება; to know one's business თავისი საქმის ზედმიწევნით / კარგად ცოდნა; ʘ რაიმეში კარგად ერკვევა / გათვითცნობიერებულია / ჩახედულია; to know one's own business ʘ სხვის საქმეში არ ერევა; საკუთარი ადგილი იცის; to know better than that, to know better than do smth. ʘ კეთილგონიერება / წინდახედულობა ჰყოფნის, რათა რაიმე არ გააკეთოს; Heaven only knows! ღმერთმა უწყის! ვინ იცის! all one knows საუბ. მთელი ძალითა და ღონით, დიდი ძალისხმევით [იხ. აგრ. 3]; they ran all they knew ძალ-ღონის დაუზოგავად მირბოდნენ; not to know B from a bull's foot ≅ არაფერი გაეგება, ინჩიბინჩი არ იცის, კამეჩის რქაში ზის; not to know chalk from cheese ≅ უბრალო რამეებშიც ვერ ერკვევა; არაფერი გაეგება; ინჩიბინჩი არ იცის; before you know where you are ძალზე სწრაფად, მყისვე; ≅ თვალის დახამხამებაში; for all we know რამდენადაც ვიცით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია; to know the time of day, to know one's way about = to know a thing or two; to know the ropes რისამე ზედმიწევნით კარგად ცოდნა; რისამე კურსში ყოფნა; to know enough to come out of the rain ამერ. ʘ საზრიანია, მიხვედრილია; to know one's stuff, to know one's onions = to know one's business.