1. 1) კვანძი, ნასკვი; tight knot მაგრად შეკრული კვანძი / ნასკვი; to make / to tie / a knot in a rope თოკზე კვანძის / ნასკვის გაკეთება; to tie smth. in a knot რისამე გაკვანძვა / განასკვა; to secure smth. with a knot რისამე კვანძით / ნასკვით დამაგრება; to loosen [to undo, to disentangle] a knot კვანძის / ნასკვის მოშვება [გახსნა];
2) კავშირი; wedding / marriage / knot საქორწილო / ცოლქმრული კავშირი; to tie the knot ხატოვნ. დაქორწინება; გათხოვება, ცოლის შერთვა;
3) მოძვ. უღელი; მოვალეობის / ვალდებულების ტვირთი;
2. ბაფთა; აქსელბანდი; mourning knot სამგლოვიარო ბაფთა;
3. 1) კვანძი, რამდენიმე ხაზის და ა.შ. თავმოყრის ან გადაკვეთის ადგილი;
2) ურთიერთგადამკვეთი ხაზებით შედგენილი ფიგურა ან ორნამენტი;
3) დიალ. უჩვეულო / რთული ფორმის ორნამენტებით გაფორმებული კლუმბი / ყვავილნარი;
4. გორგალი, შულო (
ძაფისა, ნართისა);
5. 1) რთული / ჩახლართული რამ; სიძნელე, სირთულე; a knot of contradictions წინააღმდეგობათა ხლართი; inextricable [intricate] knot გამოუვალი [რთული] მდგომარეობა; to unravel a knot სირთულეთა / წინააღმდეგობათა დაძლევა;
2) უმნიშვნელოვანესი / საკვანძო საკითხი; პრობლემის არსი; the knot of the matter ძირითადი / საკვანძო საკითხი;
3) მთავარი სიუჟეტური ხაზი (პიესისა და ა.შ.);
6. 1) ადამიანთა პატარა ჯგუფი, გაერთიანება, კომპანია; a little knot of boys ბიჭების ჯგუფი;
2) მცირერიცხოვანი გროვა, ნაკრები (საგნებისა);
7. 1) კოჟრი, კორძი, ხორცმეტი, ამობურცული ან გამკვრივებული ადგილი; კვანძი; to feel a knot under the skin კანის ქვეშ კორძის / გამკვრივებული ადგილის ხელით მოსინჯვა;
2) მუწუკი; მეჭეჭი;
3) კვანძი, კოჟრი, როკი, ნუჟრი (მცენარის ღეროზე, ტოტზე და ა.შ.);
4) ტექ. ფუჭვილა (სხმულში);
8. 1) გუნდა, კოშტი, შენადედი;
2) სპეც. კონკრეცია, ჩანართი; კონკრემენტი;
9. კლდოვანი გორაკი;
10. ჩუქურთმა, რელიეფური ორნამენტი (ხეზე, ქვაზე და ა.შ.);
11. ზღვ. კვანძი (გემის სიჩქარის საზომი ერთეული); to make / to run / 20 knots an hour ʘ საათში ოც კვანძს გადის;
◇ porter's knot მებარგულის სამხრე ბალიში ტვირთის გადასაზიდად; granny's knot ზღვ. არასაიმედო / უხეიროდ შეკრული კვანძი; true-love / true lover's / knot ორმაგი კვანძი / ნასკვი (როგორც ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო).