Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

kind¹ noun
[kaɪnd]
Print

1. 1) სახეობა, სახე; კატეგორია, კლასი; good [bad, remarkable, usual] kind კარგი [ცუდი, შესანიშნავი, ჩვეულებრივი] სახეობა / კატეგორია; a new kind of silk [paper, apples] აბრეშუმის [ქაღალდის, ვაშლის] ახალი სახეობა; the wrong kind of umbrella [coat, paper] გამოუსადეგარი / შეუფერებელი ქოლგა [პალტო, ქაღალდი]; a queer kind of person უცნაური ყაიდის ადამიანი; all [many, other] kinds of things ყველანაირი [მრავალი, სხვა] სახის საგნები; different kinds of animals [plants, fruits] სხვადასხვაგვარი ცხოველები [მცენარეები, ხილი]; apples of all kinds ყველანაირი სახის / ყველანაირი ვაშლი; these kind of people საუბ. ასეთი ხალხი; he is the kind of man I want სწორედ ასეთი კაცი მჭირდება; a thing admirable in its kind თავისებურად საუცხოო რამ; something of the kind რაღაც ამგვარი; nothing of the kind არაფერი მსგავსი;

2) ნაირსახეობა, სახესხვაობა; a kind of orange (different from the usual) ფორთოხლის (ჩვეულებრივისგან განსხვავებული) ნაირსახეობა;

2. 1) : a kind of ერთგვარი; a kind of suspicion ერთგვარი / ბუნდოვანი ეჭვი;

2) : of a kind ა) იმგვარივე, იმავე სახისა; one of a kind ერთადერთი / განუმეორებელი / უნიკალური რამ; two of a kind ორი ერთნაირი რამ ; all of a kind ყველა ერთნაირი; ბ) აგდებ. რაღაც რისამე მსგავსი, რაღაცნაირი; coffee of a kind რაღაც ყავის მსგავსი, უვარგისი ყავა;

3) : kind of ჩვეულ. ზმნზ. მნიშვნ. საუბ. რამდენადმე, ოდნავ; თითქმის; თითქოს; I kind of thought so მე დაახლოებით ასე ვფიქრობდი; the house seemed kind of lonely when she left მისი წასვლით სახლი თითქოს დაცარიელდა;

3. 1) მოდგმა, გვარი, ჯიში; the bird kind ფრინველთა მოდგმა; the human kind ადამიანთა მოდგმა; to grow out of kind მოძვ. გადაგვარება; to be fond of one's (own) kind მოყვასის / ადამიანთა სიყვარული;

2) მოძვ. კლანი; ტომი; ოჯახი;

3) მოძვ. სქესი; the male kind მამრობითი სქესი, მამაკაცები;

kincob kind²

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0354