1. 1) ფეხის დარტყმა (˂და˃არტყამს), წიხლის დარტყმა / კვრა; to kick smb. ვინმესთვის წიხლის დარტყმა / ჩარტყმა; to kick a dog ძაღლისთვის ფეხის ამოკვრა / ამორტყმა; to kick smth. რაიმესათვის ფეხის დარტყმა; to kick smb.'s shins ვინმესთვის წვივებში ფეხის ჩარტყმა; to kick smb. in the chest ვინმესთვის მკერდში ფეხის / წიხლის დარტყმა; to kick a hole in smth. ფეხის დარტყმით რისამე გახვრეტა / გამტვრევა; to kick inadvertently [brutally] განუზრახავად / უნებლიეთ [შეუბრალებლად] ფეხის / წიხლის დარტყმა; the horse kicked him on the head ცხენმა მას თავში წიხლი ჰკრა;
2) სპორტ. ბურთის (ფეხით) დარტყმა (˂და˃არტყამს); to kick the ball ბურთის დარტყმა; to kick goalwards კარში დარტყმა; to kick the ball into play ფეხის დარტყმით ბურთის თამაშში შეყვანა; to kick a goal გოლის გატანა;
3) გა˂მო˃გდება (˂გა˃აგდებს, ˂გამო˃აგდებს), გა˂მო˃პანღურება; to kick smb. downstairs ფეხის დარტყმით კიბეზე ვისიმე დაგორება; ვისიმე გა˂მო˃გდება, გა˂მო˃პანღურება; to kick smb. out of the house სახლიდან ვისიმე გა˂მო˃გდება;
4) ფეხის დარტყმით მოძრაობაში მოყვანა (მოიყვანს), ბიძგება (აგრ. გადატ.);
2. 1) ფეხ˂ებ˃ის ქნევა (იქნევს), წიხლ˂ებ˃ის სროლა; the child was screaming and kicking ბავშვი ყვიროდა და ფეხებს იქნევდა;
2) წიხლების / ტლინკების ˂ა˃ყრა (˂ა˃ყრის) ითქმის ცხენის და ა.შ. შესახებ; this horse kicks ეს ცხენი ტლინკებს ყრის, ამ ცხენმა წიხლი იცის;
3. ბურთის ვერტიკალურად მაღლა ახტომა (ახტება) კრიკეტი;
4. 1) უკუცემის გაკეთება (
˂გა
˃აკეთებს);
ʘ უკუცემას იძლევა (
ითქმის თოფის და ა.შ. შესახებ); the modern gun hardly kicks at all თანამედროვე თოფს უკუცემა თითქმის არა აქვს;
2) უკუგორების / უკუსრიალის გაკეთება (˂გა˃აკეთებს) ითქმის ქვემეხის და ა.შ. შესახებ;
5. საუბ. 1) პროტესტის გამოთქმა (გამოთქვამს), წინააღმდეგობის გაწევა, რისამე წინააღმდეგ ამხედრება; to kick against / at / cruel treatment [taxes, high prices, decisions] სასტიკი მოპყრობის [გადასახადების, მაღალი ფასების, გადაწყვეტილებების] გამო პროტესტის გამოთქმა;
2) უკმაყოფილების გამოხატვა (გამოხატავს); ჩივილი;
6. იხ. to kick in 3);
7. სლ. 1) ნარკოტიკების მიღებისათვის / ნარკომანიისათვის თავის დანებება (˂და˃ანებებს);
2) რაიმესათვის თავის დანებება (˂და˃ანებებს), რაიმეზე ხელის აღება; to kick the habit ჩვევისათვის თავის დანებება, ჩვევაზე უარის თქმა;
▭ to kick about საუბ. 1) უსაქმოდ ხეტიალი (დაეხეტება) / ყიალი; უსაქმოდ ყოფნა;
2) ʘ მიყრილ-მოყრილია, ყრია; აგდია (განსაკ. გამოუყენებლად ან უსარგებლოდ); that old typewriter has been kicking about the house for years რამდენიმე წელია, რაც ეს ძველი საბეჭდი მანქანა სახლში უსარგებლოდ აგდია;
3) უპატივცემულოდ ან უყურადღებოდ, დაუდევრად მოპყრობა (˂მო˃ეპყრობა) / მოქცევა;
4) სხვადასხვა კუთხით განხილვა (განიხილავს), აწონ-დაწონა (საკითხისა, მოსაზრებისა და ა.შ.);
to kick around იხ. to kick about;
to kick aside ფეხის დარტყმით გვერდზე გაგდება (˂გა˃აგდებს) / მოშორება;
to kick away 1) ფეხის დარტყმით გაგდება (˂გა˃აგდებს);
2) კინწისკვრით გაგდება (˂გა˃აგდებს), გაპანღურება;
to kick back 1) საუბ. ʘ მოულოდნელი / არასასურველი შედეგი იქონია; მძაფრი რეაქცია მოჰყვა; his accusations kicked back and he found himself in jail მის მიერ წამოყენებული ბრალდებების შედეგად იგი ციხეში აღმოჩნდა;
2) საუბ. შემოსავლის ნაწილის მიცემა (მისცემს) პიროვნებისათვის, რომელიც ვინმეს ფულის შოვნაში დაეხმარა;
3) საუბ. გაწეული სამსახურის, დახმარების და ა.შ. სანაცვლოდ ფულის გადახდა (˂გადა˃უხდის); ქრთამის მიცემა;
4) სლ. ნაპარავის მფლობელისათვის დაბრუნება (˂და˃უბრუნებს);
to kick down 1) ფეხის დარტყმით ქვევით ჩაგდება (˂ჩა˃აგდებს);
2) ფეხის დარტყმით წაქცევა (˂წა˃აქცევს) / ძირს დაგდება;
to kick in 1) ფეხის დარტყმით შიგნით შეგდება (˂შე˃აგდებს);
2) სლ. ფულადი წილის შეტანა (შეიტანს); ფულის გადახდა;
3) სლ. მოკვდომა (˂მო˃კვდება), ფეხების გაფშეკა;
to kick off 1) ფეხის გაქნევით რისამე მოცილება (˂მო˃იცილებს) / გადაგდება; to kick off one's shoes ფეხის გაქნევით ფეხსაცმლის გახდა / გაძრობა;
2) სპორტ. თამაშის დაწყება (˂და˃იწყებს), პირველი დარტყმის გაკეთება; თამაშის განახლება / ცენტრიდან დაწყება (გატანილი გოლის შემდეგ ან მეორე ტაიმის დაწყებისას; ფეხბურთი, რაგბი);
3) საუბ. რისამე დაწყება (˂და˃იწყებს);
4) სლ. მოკვდომა (˂მო˃კვდება), ფეხების გაფშეკა;
to kick out 1) ფეხის / წიხლის დარტყმით გაგდება (˂გა˃აგდებს);
2) კინწისკვრით გაგდება (˂გა˃აგდებს), გაპანღურება;
3) : to kick the ball out ა) ბურთის თამაშიდან გამოყვანა (გამოიყვანს) ფეხბურთი; ბ) ბურთის დარტყმა (˂და˃არტყამს) ოცდაორი მეტრის აღმნიშვნელი ხაზიდან (დაცვისას საკუთარ ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწების შემდეგ; რაგბი);
to kick over ფეხის დარტყმით გადაბრუნება (˂გადა˃აბრუნებს) / გადატრიალება;
to kick up 1) ფეხის დარტყმით ზევით აგდება (ააგდებს) / აყრა; to kick up dust [sand] მტვრის [ქვიშის] ბუღის / კორიანტელის დაყენება [შდრ. აგრ. ◇];
2) : to kick up one's feet / legs / ფეხების ქნევა (იქნევს);
3) საუბ. რისამე გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); to kick up a disturbance არეულობის / მღელვარების გამოწვევა; აყალმაყალის ატეხა [შდრ. აგრ. ◇];
◇ to kick oneself for smth. ʘ რისამე გამო საკუთარ თავს საყვედურობს, საკუთარი თავისათვის ვერ უპატიებია რაიმე; to kick a man when he is down წაქცეულის ცემა / ჩაწიხვლა; to kick the beam ა) ʘ აწონისას ძალზე მსუბუქი აღმოჩნდა; ბ) წონის, გავლენის, მნიშვნელობის და ა.შ. დაკარგვა; წარუმატებლობის განცდა; the last performance made all others kick the beam ბოლო წარმოდგენამ ყველა დანარჩენი დაჩრდილა; to kick the bucket მოკვდომა, ფეხების გაფშეკა, სულის გაფრთხობა; to kick one's heels ამაოდ ლოდინი; უქმად დროის კარგვა; to kick up one's heels ა) მხიარულობა, დროის მხიარულად გატარება; ხტუნვა, კუნტრუში; ცეკვა; ბ) მოკვდომა, ფეხების გაფშეკა; to kick smb. upstairs თანამდებობიდან ვისიმე განთავისუფლება უფრო მაღალ და ვითომდა საპატიო პოსტზე დანიშვნით; to kick against the pricks ამაო პროტესტის გამოთქმა, ამაოდ ჩივილი; საკუთარი თავისავე საზიანოდ გაჯიუტება; to kick over the traces თავის აწყვეტა, თავის აშვება; ამბოხება, დამორჩილებაზე უარის თქმა; to kick up a dust / a fuss, a row, a shindy / საუბ. ალიაქოთის / აურზაურის / სკანდალის ატეხა [შდრ. აგრ. to kick up 1) და 3)]; alive and kicking ცოცხალი და საღ-სალამათი; ჯან-ღონით აღსავსე.