1. იშვ. ბასრი, მჭრელი; მახვილი, წვეტიანი; keen knife [sword] ბასრი / მჭრელი დანა [ხმალი]; keen spear მახვილი / წვეტიანი შუბი; keen edge ა) ბასრი პირი (დანისა, ხმლისა, სამართებლისა და ა.შ.); ბ) სპეც. კარგად მჭრელი პირი (ინსტრუმენტისა); keen as a razor სამართებელივით ბასრი;
2. 1) ცხარე, ცხარე გემოს მქონე; პიკანტური; სურნელოვანი, მძაფრი არომატის მქონე; dishes with a keen relish ცხარე / სანელებლიანი კერძები;
2) მწვავე (ითქმის მჟავას და ა.შ. შესახებ);
3. 1) მძაფრი, მკვეთრი, ძლიერი; keen wind მძაფრი / გამყინავი ქარი; keen cold ძლიერი სიცივე / სიცივე, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს; keen frost ძლიერი / მკაცრი ყინვა;
2) მწვავე, მძაფრი, ძლიერი; keen pain მწვავე / მძაფრი ტკივილი; keen hunger ძლიერი / აუტანელი შიმშილი; keen appetite კარგი მადა;
4. მახვილი, გამახვილებული, მგრძნობიარე; გამჭრიახი, საზრიანი; keen sight [intelligence] მახვილი თვალი / მხედველობა [გონება]; keen glance გამჭრიახი მზერა; keen hearing მახვილი სმენა; keen mind / intellect / ცოცხალი / გამჭრიახი გონება; keen sensibilities გამახვილებული მგრძნობიარობა; keen understanding
რისამე ღრმა გაგება / აღქმა;
5. 1) მძაფრი, ღრმა, დიდი, ძლიერი; keen sorrow ღრმა / დიდი მწუხარება; keen pleasure უდიდესი სიამოვნება; keen interest მძაფრი / დიდი ინტერესი; keen disappointment დიდი / მწარე იმედგაცრუება; keen delight დიდი აღტაცება / აღფრთოვანება;
2) მძაფრი, ინტენსიური; keen fight / struggle / მძაფრი / ცხარე ბრძოლა; keen intellectual exertion დაძაბული ინტელექტუალური ძალისხმევა; keen contest [competition] დაძაბული / ცხარე პაექრობა [შეჯიბრება];
3) მძაფრი, მწვავე, მწარე; გესლიანი, ღვარძლიანი; keen criticism მძაფრი / მწვავე კრიტიკა; keen satire [sarcasm, wit] მწვავე / გესლიანი სატირა [სარკაზმი, მახვილგონიერება]; keen reproaches მწარე საყვედურები; keen speeches ღვარძლიანი სიტყვები; with keen sarcasm [retorts] გესლიანი / ღვარძლიანი სარკაზმით [რეპლიკებით];
6. 1) რაიმესადმი მძაფრი ინტერესის მქონე, რითიმე გატაცებული; ენთუზიაზმით აღსავსე, მგზნებარე, მხურვალე; keen sportsman [dancer, climber] თავგამოდებული სპორტსმენი [მოცეკვავე, ალპინისტი]; keen reader ცნობისმოყვარე / დაინტერესებული მკითხველი; to be keen on smth. ʘ რაიმე ძლიერ უყვარს, რითიმე ძლიერ გატაცებულია; to be keen on / upon, about / sport [music, art, mountaineering] სპორტის, [მუსიკის, ხელოვნების, ალპინიზმის] ძლიერ სიყვარული; he is so keen about his game as to forget everything იგი ისეა გატაცებული თამაშით, რომ სხვა აღარაფერი ახსოვს; tremendously / extremely / keen on smth. რითიმე ძალზე / უაღრესად გატაცებული / დაინტერესებული; to be keen on smb. საუბ. ʘ ვინმეთი გატაცებულია, ვინმეზე შეყვარებულია;
2) რაიმეს მოწადინებული, რაიმესადმი რომ მიისწრაფვის; keen for gain [money, pleasure, variety] მოგების მიღებას [ფულს, სიამოვნების მიღებას, მრავალფეროვნებას] მოწადინებული / მოწყურებული; to be keen to do smth. / on doing smth. / რისამე გაკეთების დიდი სურვილის ქონა; ʘ რისამე გაკეთებას მოწადინებულია;
7. საუბ. შესანიშნავი, საუცხოო;
◇ (as) keen as mustard ა) რითიმე ძლიერ დაინტერესებული / გატაცებული; ენთუზიაზმით აღსავსე; ბ) რაიმეს ძლიერ მოწადინებული; გ) უაღრესად საზრიანი / გამჭრიახი; ძალზე ჭკვიანი.