1. 1) შეერთება (˂შე˃აერთებს), გაერთიანება; დაკავშირება; to join one length of rope to another ერთი თოკის მეორეზე გადაბმა; he joined the two pieces (together) მან ორი ნაწილი (ერთმანეთთან) შეაერთა / (ერთმანეთს) გადააბა; to join wires ელექტრ. სადენების შეერთება; to join forces ძალისხმევის / ძალების გაერთიანება; to join hands ა) ხელების გადაჭდობა (მუდარისას, მღელვარებისას და მისთ.); ბ) ერთმანეთისათვის ხელის ჩაკიდება [იხ. აგრ. ◇]; to join theory and practice თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირება / შეხამება; to join in matrimony / in marriage / ვისიმე დაქორწინება / შეუღლება;
2) შეერთება (˂შე˃ერთდება); გაერთიანება; to join in matrimony / in marriage / ʘ დაქორწინდა, ერთმანეთზე დაქორწინდნენ; they joined in the struggle for their rights ისინი საკუთარი უფლებებისათვის საბრძოლველად გაერთიანდნენ;
2. შეერთება (˂შე˃უერთდება), შერწყმა; the path joins the highway ბილიკი გზატკეცილს უერთდება / გზატკეცილზე გადის; the Missouri joins the Mississippi მისური მისისიპიში ჩაედინება; where do the two streams join (together)? სად უერთდება / ერთვის ეს ორი ნაკადული ერთმანეთს?
3. ʘ ესაზღვრება, ემიჯნება, ეკვრის, აკრავს; these two farms join ეს ორი ფერმა ერთმანეთს ესაზღვრება;
4. შე
˂მო
˃ერთება (შე
˂მო
˃უერთდება,
˂შემო
˃უერთდება)
მონაწილის, თანმხლების და მისთ. სახით;
ვისიმე საზოგადოებაში შესვლა; to join (in) with smb.
ʘ ვინმეს შემოუერთდა, ვინმესთან მივიდა; to join smb. in a walk ვინმესთან ერთად სასეირნოდ წასვლა, სასეირნოდ ვისიმე გაყოლა; I'll join you in your walk თქვენთან ერთად გავივლი / გავისეირნებ; I'll join you in a few minutes რამდენიმე წუთში შემოგიერთდებით / თქვენთან ვიქნები; soon he joined me
იგი მალე დამეწია; to join in a game [in an excursion, in an enterprise] თამაშში [ექსკურსიაში, საქმეში / წამოწყებაში] მონაწილეობის მიღება; may I join in the game? შეიძლება
თქვენთან ერთად მეც ვითამაშო? შეიძლება
თქვენ თამაშს შემოვუერთდე? to join (in) conversation საუბარში ჩართვა / მონაწილეობის მიღება; my wife joins me in congratulating you ჩემი ცოლიც უერთდება ჩემს მილოცვას, ჩემი ცოლიც გილოცავთ;
5. ორგანიზაციაში და მისთ. შესვლა (შევა) / გაწევრიანება; to join a club კლუბში გაწევრიანება, კლუბის წევრად გახდომა; he joined a labour union იგი პროფესიულ კავშირში შევიდა; to join the army არმიაში სამსახურის დაწყება; to join a team სპორტ. გუნდის შემადგენლობაში შესვლა;
6. დაბრუნება (˂და˃ბრუნდება, ˂და˃უბრუნდება); კვლავ საკუთარი ადგილის დაკავება; to join one's regiment [one's ship] შვებულების და მისთ. შემდეგ საკუთარ პოლკში [გემზე] დაბრუნება; he must join his regiment when his leave is over შვებულების დამთავრების შემდეგ იგი თავის პოლკს უნდა დაუბრუნდეს;
7. ტექ. შეერთება (˂შე˃აერთებს), გადაბმა; შეუღლება; to join flush თანპირად შეერთება;
8. მშენ. აგურის წყობის გადაბმა (˂გადა˃აბამს);
▭ to join up საუბ. სამხედრო ან სამხედრო-საზღვაო სამსახურის დაწყება (˂და˃იწყებს);
◇ to join battle ა) ბრძოლაში ჩაბმა, ბრძოლის დაწყება; ბ) შეჯიბრებაში ჩაბმა, შეჯიბრების დაწყება; გ) დისკუსიაში / კამათში ჩაბმა, დისკუსიის / კამათის დაწყება; to join hands გაერთიანება, კავშირში შესვლა; ერთობლივად / მხარდამხარ მოქმედება [იხ. აგრ. 1 1)]; to join issue ა) დავაში / კამათში ჩაბმა; ʘ ედავება, არ ეთანხმება, განსხვავებული აზრი აქვს; ბ) იურ. სასამართლოსათვის საქმის განსახილველად ერთობლივად გადაცემა (ითქმის მხარეთა შესახებ); გ) იშვ. საწინააღმდეგო აზრის მიღება / აღიარება; ʘ საწინააღმდეგო შეხედულებას ˂და˃ეთანხმება; to join issue with smb. on smth. ა) ვინმესთან რისამე შესახებ დავაში / კამათში ჩაბმა; ბ) იურ. ვინმესთან რისამე გამო სასამართლო დავის წამოწყება; to join the banner of smb. ვისიმე დროშის ქვეშ დარაზმვა, ვისიმე მხარის დაჭერა, ვისიმე მიმხრობა; to join the colours სამხედრო სამსახურის დაწყება; to join smb.'s standard ვისიმე დროშის ქვეშ დარაზმვა, ვისიმე მომხრედ ან მიმდევრად გახდომა; to join the (great / silent / ) majority, ამერ. აგრ. to join the angels ≅ საიქიოს გამგზავრება, მოკვდომა, გარდაცვალება.