1. სამუშაო, სამსახური, მუდმივი სამუშაო ადგილი; a part-time job სამუშაო არასრული განაკვეთით; a temporary job დროებითი სამუშაო; a steady job მყარი / გარანტირებული სამუშაო ადგილი; to have a (good) job (კარგი) სამუშაოს / სამსახურის ქონა; out of a job სამუშაოს / სამუშაო ადგილის გარეშე; უმუშევრად; to need / to want / a job (of work) ʘ სამუშაო ესაჭიროება; to look for a (new) job (ახალი) სამუშაოს ძებნა; to give [to find] a job (of work) სამუშაოს მიცემა [პოვნა]; to get / to take / a job სამსახურის შოვნა, მუშაობის დაწყება; to lose a job სამსახურის დაკარგვა;
2. 1) სამუშაო, საქმე, შრომა; odd jobs შემთხვევითი სამუშაო;
2) საუბ. ძნელი საქმე (აგრ. job of work); it was a real job to talk with all that noise ასეთ ხმაურში ლაპარაკი ნამდვილად ძნელი საქმე იყო; I had a job finishing that piece of work on time ჩემთვის ადვილი არ იყო ამ სამუშაოს დროზე დამთავრება; he has a job of work on his hands მას ძნელი საქმე / მძიმე სამუშაო ელის;
3. დავალება, გასაკეთებელი საქმე; by the job ნარდად, განაკვეთურად, ცალობით (ითქმის ანაზღაურების შესახებ);
4. არაკეთილსინდისიერი გარიგება; პირადი სარგებლობის მისაღებად გამიზნული გეგმა
ან მაქინაცია; სამსახურებრივი მდგომარეობის
და ა.შ. პირადი მიზნებისთვის გამოყენება; his appointment was a job
(იგი) თანამდებობაზე პროტექციით დანიშნეს;
5. სლ. დანაშაული; ქურდობა; გაძარცვა; an inside job ქურდობა ორგანიზაციაში და ა.შ., რომელიც საკუთარი თანამშრომლის მიერაა ჩადენილი; a bank job ბანკის გაძარცვა;
6. 1) = job-carriage;
2) = job-horse;
7. pl გაუსაღებელი / ჩაწოლილი საქონელი, რომელიც ფასდაკლებით იყიდება;
8. ტექ. დეტალი, ნაკეთი; დასამუშავებელი საგანი;
9. პოლიგრ. აქციდენცია, აქციდენციური სამუშაო;
10. საუბ. განსაკუთრებული ან შესანიშნავი რამ; he had an English job მას ინგლისური მანქანა ჰყავდა; the blonde job sitting at the bar ბარის დახლთან მჯდომი ქერათმიანი გოგონა;
⌇ job description სამუშაოთა აღწერილობა (ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალი); job analysis სამუშაოს სპეციფიკისა და მისი შემსრულებლისათვის წაყენებული მოთხოვნების შესწავლა; job break-down ეკონ. სამუშაო პროცესის ელემენტებად დაყოფა; job evaluation თანრიგის განსაზღვრა (მუშის ხელფასის დასადგენად); job lot ა) ნაკეთობათა პარტია; ბ) ცალკეული საქონლის პარტია, რომელიც ბითუმად იყიდება; გ) იაფად ნაყიდი ცალკეული ნივთები (ჩვეულ. დაბალი ხარისხისა); job card ნუსხა, ხარჯთაღრიცხვა; ანგარიში; job sheet ა) ტექნიკური ინსტრუქცია; ბ) ნუსხა, ხარჯთაღრიცხვა; ანგარიში;
◇ bad job საუბ. ცუდი რამ, საქმეების ცუდი მდგომარეობა; წარუმატებლობა; that's a bad job ეს ცუდია; საქმე ცუდადაა; good job საუბ. კარგი რამ, საქმეების სასიკეთო მდგომარეობა; წარმატება; that's a good job ეს კარგია! რა კარგია! to make a job of smth. რაიმესათვის კარგად / წარმატებით თავის გართმევა, რისამე კარგად გაკეთება; to make the best of a bad job გაჭირვების მედგრად გადატანა; ძნელი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლა; არახელსაყრელ პირობებში შესაძლებლის მაქსიმუმის გაკეთება; to give smb., smth. up as a bad job ვინმეზე / რაიმეზე ხელის აღება / ხელის ჩაქნევა; fat job შემოსავლიანი / სარფიანი სამუშაო ან საქმე; jobs for the boys საუბ. კიცხვ. სარფიანი / "თბილი" ადგილები, რომელთაც მეგობრებს ან მხარდამჭერებს ურიგებენ; to do the job for smb. ვინმესთვის ბოლოს მოღება; ვისიმე მოკვლა; put up job ა) უპატიოსნო ან დანაშაულებრივი მიზნებით სპეციალურად წინასწარ მოწყობილი რამ; ბ) ცილისწამება, ვისიმე წინააღმდეგ ბრალდების / საქმის შეთითხნა; გ) მოტყუება; შეცდომაში შეყვანა; to do a job on smb. ამერ. ა) ვინმესთვის ბოლოს მოღება, ვისიმე დაღუპვა; ბ) ვისიმე მოტყუება, გაცურება; on the job ა) მუშაობის დროს, მუშაობისას; ბ) მოქმედებაში მყოფი, დაკავებული; აქტიური; to lie down on the job უხალისოდ / მონდომების გარეშე მუშაობა; nose job საუბ. ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ცხვირის ფორმის გასწორება.