1. ხუმრობა, ოხუნჯობა; in jest ხუმრობით; to speak in jest ʘ ხუმრობით ლაპარაკობს, ხუმრობს; to say smth. in jest ხუმრობით რისამე თქმა; to crack / to make / a jest ʘ ˂გა˃იხუმრა, იოხუნჯა; to carry / to push / a jest too far ʘ ხუმრობისას მეტისმეტი მოუვიდა / შორს შეტოპა; a misplaced / inappropriate / jest უადგილო ხუმრობა; a malicious / biting, caustic / jest ბოროტი / გესლიანი ხუმრობა; to be full of jests ʘ განუწყვეტლივ ხუმრობს, ძალზე ენამოსწრებულია;
2. დაცინვა, მასხარად აგდება; დამცინავი შენიშვნა ან გამონათქვამი; a jest about smb., smth. ვისიმე / რისამე დაცინვა / მასხარად აგდება;
3. დაცინვის საგანი / ობიექტი; a standing jest მუდმივი დაცინვის საგანი / ობიექტი;
4. მოძვ. საგმირო საქმე, გმირობა;
5. მოძვ. თქმულება, მოთხრობა ან ნაამბობი საგმირო საქმეთა შესახებ;
◇ many a true word is spoken in jest ანდ. ≅ ზოგჯერ მართალს ხუმრობით იტყვიანო; ისეთი ხუმრობა შევარცხვინე, ნახევრად მართალი თუ არ იქნებაო.