1. შუალედი, მანძილი რისამე შორის, ინტერვალი; an interval between two trees [hills] შუალედი / მანძილი ორ ხეს [გორაკს] შორის; at intervals შუალედებით, ერთმანეთისაგან დაშორებით [იხ. აგრ. 2 1) და ◇]; at short [long, regular] intervals ა) მცირე [დიდი, თანაბარი] შუალედებით; ბ) ერთმანეთისაგან მცირე [დიდი, თანაბარი] მანძილის დაშორებით [შდრ. აგრ. 2 1)]; at intervals of ten feet ათფუტიანი შუალედებით, ერთმანეთისაგან ათ-ათი ფუტის დაშორებით;
2. 1) დროის შუალედი, ინტერვალი, პაუზა; a minute's interval ერთწუთიანი ინტერვალი / პაუზა; a week's interval, an interval of a week ერთკვირიანი შუალედი / ინტერვალი / პაუზა; lucid interval ა) მედ. ნათელი პერიოდი, ხანმოკლე რემისია ფსიქოზის დროს; ბ) გადატ. სიმშვიდე, სიწყნარე (არეულობის, მღელვარების და ა.შ. პერიოდებს შორის); at intervals ა) დროდადრო, შიგადაშიგ; ბ) წყვეტილად, ინტერვალებით [იხ. აგრ. 1 და ◇]; at brief intervals ა) ხანმოკლე შუალედებით / ინტერვალებით; ბ) ხანმოკლე შუალედების / ინტერვალების შემდეგ; at regular intervals ა) თანაბარი ხანგრძლივობის შუალედებით / ინტერვალებით; ბ) თანაბარი ხანგრძლივობის შუალედების / ინტერვალების შემდეგ [შდრ. აგრ. 1]; at intervals of an hour ყოველ ერთ საათში; to sleep [to doze] during the intervals შუალედებში წაძინება [წათვლემა]; to see one's friends at intervals საკუთარი მეგობრების დროდადრო / ხანდახან ნახვა; without interval(s) განუწყვეტლივ, გამუდმებით;
2) შესვენება; ანტრაქტი; an interval between two lessons შესვენება / დასვენება ორ გაკვეთილს შორის; in the interval შესვენების დროს; ანტრაქტის დროს;
3. მუს. ინტერვალი; major [minor] interval დიდი [მცირე] ინტერვალი; a perfect interval წმინდა ინტერვალი; enharmonic interval ენჰარმონიული ინტერვალი;