1. დაწყება (˂და˃იწყებს; ˂და˃იწყება); წამოწყება; დასაბამის მიცემა, დაარსება, წარმოქმნა; to initiate work მუშაობის დაწყება; to initiate a reform რეფორმის წამოწყება, რეფორმისათვის ბიძგის მიცემა; to initiate progressive education განათლების პროგრესული სისტემის დაარსება; feelings initiated within the body სხეულში წარმოქმნილი შეგრძნებები; a thermonuclear reaction should initiate at the temperature ამ ტემპერატურაზე თერმობირთვული რეაქცია უნდა დაიწყოს;
2. (into) 1) მეცნიერების, სპეციალობის და ა.შ. საფუძვლების გაცნობა (˂გა˃აცნობს); to initiate a pupil into the elements of grammar მოსწავლისათვის გრამატიკის საფუძვლების გაცნობა / სწავლება; to initiate smb. into a trade / a craft / ვინმესთვის ხელობის სწავლება; to initiate smb. into a tradition ʘ ტრადიციას აზიარა ვინმე;
2) განდობა (˂გა˃ანდობს), გამხელა (საიდუმლოსი და ა.შ.); I'm not quite initiated საქმის ვითარებას კარგად არ ვიცნობ, საქმეში კარგად არა ვარ ჩახედული; they were initiated into the plot მათ შეთქმულების გეგმა განდობილი ჰქონდათ / შეთქმულების შესახებ იცოდნენ;
3. (into) საზოგადოების, ჯგუფის და ა.შ. წევრად ოფიციალურად მიღება (˂მი˃იღებს); თანამდებობაზე და ა.შ. ოფიციალურად დანიშვნა; to initiate smb. into a club კლუბის წევრად ვისიმე მიღება;