Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

indulge verb
[ɪnʹdʌldʒ]
Print

1. 1) ვინმესადმი შემწყნარებლობის გამოჩენა (˂გამო˃იჩენს); ნებაზე მიშვება, დაყოლა, შესრულება (ვისიმე სურვილისა, კაპრიზისა და ა.შ.); to indulge smb.'s passions ვისიმე ვნებების ნებაზე მიშვება, მეტისმეტი შემწყნარებლობით და ა.შ. ვისიმე ვნებებისათვის ხელის შეწყობა; to indulge smb.'s desires [whims / fancies / ] ვისიმე სურვილებს [კაპრიზებს / ახირებებს] დაყოლა; to indulge a sick person ავადმყოფის კაპრიზების შესრულება; to indulge one's children ბავშვების ნებაზე მიშვება / მეტისმეტი დამთმობლობით და ა.შ. განებივრება; you can't indulge every creature შეუძლებელია ყველასადმი ერთნაირი შემწყნარებლობა / მოთმინება გამოიჩინო;

2) (ჩვეულ. in) საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭება (˂მი˃ანიჭებს); თავისათვის რისამე ნების მიცემა; თავის ნებაზე მიშვება; to indulge in amusements გართობისათვის თავის მიცემა; to indulge in bicycling [in swimming, in skiing] ʘ ველოსპორტით [ცურვით, თხილამურებით] არის გატაცებული; to indulge in a cigar [in a nap] საკუთარი თავისათვის სიგარის მოწევის [წათვლემის] ნების მიცემა; to indulge in noisy games ხმაურიანი თამაშების სიამოვნებით თამაში; he seldom indulges in a holiday [in a new suit] იგი იშვიათად თუ ახერხებს დასვენებას / გართობას [ახალი კოსტიუმის ყიდვას];

3) გულში ტარება (ატარებს), ქონა (აზრისა, გრძნობისა და ა.შ.); to indulge a vain hope ფუჭი იმედის ქონა, ფუჭი იმედით თავის მოტყუება;

2. (with) ვინმესთვის სიამოვნების მინიჭება (˂მი˃ანიჭებს); ვისიმე გართობა / გახალისება; he indulged the company with a song იგი საზოგადოებას / ამხანაგებს სიმღერით ართობდა; to indulge oneself with a cigar ʘ სიამოვნებით ეწევა სიგარას [შდრ. აგრ. 1 2)];

3. საუბ. ბევრის სმა (სვამს), ლოთობა; I'm afraid he indulges too much ვშიშობ, რომ იგი ბევრს სვამს / ლოთობს; will you indulge? ხუმრ. დალევთ?

indue indulgence

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0337