1. 1) რაიმესადმი ცუდად განწყობა (განაწყობს); ცუდი განწყობილების, უარყოფითი დამოკიდებულების ან ზიზღის გამოწვევა; hot weather indisposes one to work hard ცხელი ამინდი ინტენსიურად სამუშაოდ არ განაწყობს ადამიანს; his tone indisposed me to yield მისმა ტონმა გადამაწყვეტინა აღარ დამეთმო; he felt the science of mathematics to indispose the mind to religious belief მან იგრძნო, რომ მათემატიკა ამ მეცნიერების შემსწავლელში რელიგიისადმი / სარწმუნოებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს;
2) ვინმესადმი ცუდად / უარყოფითად განწყობა (განაწყობს), ვისიმე წინააღმდეგ ამხედრება / წაქეზება; to indispose one person towards another ერთი ადამიანის მეორის წინააღმდეგ ამხედრება;
2. 1) რაიმესათვის უვარგისად ქცევა (აქცევს), რისამე უნარის დაკარგვინება; ჩვეული / ნორმალური მდგომარეობიდან გამოყვანა; lack of sleep indisposes a person for the day ძილის დაკლება / გამოუძინებლობა ადამიანს მთელი დღით ამოაგდებს ხოლმე კალაპოტიდან;
2) ამა თუ იმ მდგომარეობისადმი და ა.შ. მიდრეკილების / ტენდენციის დაკარგვინება (˂და˃აკარგვინებს); inoculation indisposes constitution to infection აცრა ორგანიზმს ინფექციისაგან იცავს;
3. შეუძლოდ ყოფნის / უქეიფობის გამოწვევა (˂გამო˃იწვევს).