1. ერთმანეთთან დაუკავშირებელი, არათანამიმდევრული, უთავბოლო; incoherent sentence უაზრო / გაუმართავი წინადადება; incoherent ideas შინაგანად დაუკავშირებელი / არათანამიმდევრული / უთავბოლო აზრები; incoherent system არათანამიმდევრული სისტემა; სისტემა, რომლის ნაწილებიც ერთმანეთთან ცუდადაა დაკავშირებული; he was quite incoherent იგი საკმაოდ უთავბოლოდ / არეულად ლაპარაკობდა;
2. შეუსაბამო, არაშესატყვისი; შეუთავსებელი, შეუფერებელი; two incoherent dispositions ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი ხასიათი / ნირი; to be patched up of incoherent pieces ʘ სხვადასხვაგვარი ნაწილებისგანაა შეკოწიწებული; incoherent public ≅ ჭრელი საზოგადოება;
3. 1) სპეც. არაკოჰერენტული; არაბმული;
2) სპეც. ფხვიერი, არაცემენტირებული.