|
|
|
1. შემოჰყავს პირობითი დამოკიდებული წინადადებები 1) რეალური პირობისა: თუ; if you like you can take my book თუ გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ჩემი წიგნი; if you come you will see him თუ მოხვალთ, ნახავთ მას; if (it is) possible [necessary], he will help you თუ შესაძლებელი [საჭირო] იქნება, იგი დაგეხმარებათ;
2) არარეალური პირობისა: რომ, თუ; if I were you, I would not do it თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამას არ გავაკეთებდი; if it were not for the storm, the ship would have come in time შტორმი რომ არ ამოვარდნილიყო, გემი დროულად ჩამოვიდოდა;
3) რომლებიც შეიცავენ ისეთ დებულებებს, გარდაუვალი დასკვნები რომ მოჰყვება: თუ, რადგან; if x = a and y = a then x = y თუ / რადგან x = a და y = a, მაშინ x = y; if (it be) so თუ ეს ასეა; დავუშვათ, რომ ეს ასეა;
2. შემოჰყავს დათმობითი დამოკიდებული წინადადებები (ხშ. even if): რომც, თუნდაც, დაე; I will do it, (even) if it kills me ამას გავაკეთებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს; if I am wrong, you are at least not absolutely right რომც / თუნდაც ვცდებოდე, არც თქვენ ხართ მთლად მართალი; pleasant weather, if rather cold სასიამოვნო ამინდია, თუმცა ცოტა ცივი;
3. შემოჰყავს ირიბი კითხვა ან დამატებითი დამოკიდებული წინადადებები: ხომ, თუ; ask if he has come იკითხეთ, ხომ არ მოსულა; I wonder if he will go საინტერესოა, წავა თუ არა;
4. შემოჰყავს ძახილის წინადადებები, რომლებიც გამოხატავენ 1) სურვილს (ხშ. if only ): ნეტავ; if I (only) knew! ნეტავ ვიცოდე! ნეტავ მაცოდნინა! რომ ვიცოდე! oh, if I had (only) thought of that! ნეტავ ამაზე ადრე მეფიქრა!
2) გაკვირვებას, აღშფოთებას, გულისწყრომას და ა.შ. (ჩვეულ. ზმნასთან უარყოფით ფორმაში): if he hasn't kicked his football through the window! წარმოგიდგენია, ფეხბურთის ბურთი ფანჯარას მოარტყა! if ever I heard the like of that! მსგავსი არასოდეს არაფერი გამიგია!
5. : if so be (that) მოძვ. რომ, თუ; if case be მოძვ. თუ;
6. არსებ. მნიშვნ. პირობა; ვარაუდი; it is a very big if ეს მეტად საეჭვოა / სათუოა; there are too many ifs in the way საკითხის გადაწყვეტა ბევრ რამეზეა / პირობაზეა დამოკიდებული;
7. შესიტყვებებში: if any თუ (საერთოდ) არის და ა.შ.; mistakes, if any, should be corrected in ink თუკი არის შეცდომები, ისინი მელნით უნდა გასწორდეს; if anything ყოველ შემთხვევაში; უნდა ითქვას; თუ გსურთ იცოდეთ; the water was warm if anything ყოველ შემთხვევაში, წყალი თბილი იყო; her voice was, if anything, not impressive ქალის ხმა, უნდა ითქვას, დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა; if not ა) თუ არ ... (მაშინ); თორემ; nobody if not he თუ ის არა, მაშინ არავინ; leave him alone, if not you will regret it თავი დაანებე, თორემ ინანებ; ბ) რაც არ უნდა ითქვას ...; he was nothing if not discreet რაც არ უნდა ითქვას, წინდაუხედაობას ვერ დასწამებ; if only თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ; go and see if only to please me წადით და ნახეთ თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ მე მასიამოვნოთ; if that is the case თუ ეს ასეა ...; თუ საქმის ვითარება ასეთია ...; if that is the case you will have to come earlier თუ ეს ასეა, უფრო ადრე მოსვლა მოგიხდებათ; if and when თუ, თუკი, როცა, როდესაც; I'll do it if and when I like it ამას გავაკეთებ, თუ / როცა მე მომესურვება.
|
|
|
|
|
|