Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

identify verb
[aɪʹdentɪfaɪ]
Print

1. გაიგივება (˂გა˃აიგივებს), იდენტიფიცირება; mythology identifies the Roman Jupiter with the Greek Zeus რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი ბერძნული მითოლოგიის ზევსთანაა გაიგივებული;

2. 1) დადგენა (˂და˃ადგენს), განსაზღვრა; the age of a horse can he identified by its teeth ცხენის ასაკი მისი კბილების მიხედვით შეიძლება დადგინდეს; to identify by the map რუკის მიხედვით დადგენა;

2) ამოცნობა (ამოიცნობს), იდენტიფიცირება; ვინაობის, კუთვნილების, ტიპის და მისთ. დადგენა (ადამიანისა, გვამისა, საფრენი აპარატისა, გემისა და სხვ.); to identify a person [a corpse] ადამიანის [გვამის] ამოცნობა; to identify a prisoner დაპატიმრებულის ვინაობის დადგენა; we haven't identified the dead man მიცვალებულის ვინაობა არ დაგვიდგენია;

3) : to identify oneself საკუთარი ვინაობის დასახელება (˂და˃ასახელებს); პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა; many of those arrested refused to identify themselves დაპატიმრებულთაგან ბევრმა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა;

3. 1) (with) გაიგივება (˂გა˃აიგივებს); to identify one's interests with those of another საკუთარი ინტერესების სხვის ინტერესებთან გაიგივება; to identify oneself with smb.'s view ვისიმე აზრის / შეხედულების მთლიანად მიღება / გაზიარება;

2) (with) სოლიდარობის გამოცხადება (˂გამო˃უცხადებს), მიმხრობა; თანაგრძნობა; he identifies with the majority იგი უმრავლესობას ემხრობა; he couldn't identify with other people's troubles სხვა ადამიანების გასაჭირს ვერ ითავისებდა / ვერ თანაუგრძნობდა; he refused to identify himself with the new political party იგი არ მიმხრობია ახალ პოლიტიკურ პარტიას, მან უარი თქვა თანაგრძნობა გამოეხატა ახალი პოლიტიკური პარტიისადმი;

3) დამთხვევა (˂და˃ემთხვევა); their tastes always identify მათი გემოვნება ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.

identification parade identity

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0074