1. საათი; twenty-four hours დღე-ღამე, ოცდაოთხი საათი; to strike the hours საათების ჩამოკვრა, ყოველ საათს რეკვა (ითქმის საათის შესახებ) [შდრ. აგრ. 2 1)]; an hour's work ერთი საათის სამუშაო; it is two hours from New York to Philadelphia ნიუ-იორკიდან ფილადელფიამდე ორი საათის სავალია; the small hours პირველი საათები შუაღამის შემდეგ; he got up in the small hours იგი დილაადრიან / უთენია ადგა; for hours (on end), for hours and hours საათობით; hour after hour საათობით, გაუთავებლად; ყოველი საათის გასვლასთან ერთად, თანდათან; hour by hour საათობით, ყოველ საათს; every hour on the hour ამერ. ყოველი საათის დასაწყისში; ზუსტად 6, 7, 8 და ა.შ. საათზე (უპირატ. რადიოგადაცემებში); every hour on the half-hour ამერ. ყოველი საათის შუაში; ზუსტად ოთხის ნახევარზე, ხუთის ნახევარზე და ა.შ. (უპირატ. რადიოგადაცემებში); by the hour საათობრივი (ითქმის ანაზღაურების, მუშაობის შესახებ); at the eleventh hour იხ. eleventh ◇;
2. 1) დრო, ჟამი, პერიოდი; dinner hour სადილობის დრო; dark hour მძიმე ჟამი, შავბნელი დრო; dead hours გვიანი ღამე, ღამის ყველაზე გვიანი საათები; unearthly hour უაღრესად მოუხერხებელი დრო, უდროო დრო; ≅ სისხამი დილა; trying hour განსაცდელის ჟამი, მძიმე ჟამი; rush hour პიკის საათი; the children's hour დრო, რომელსაც მშობლები ბავშვებს უთმობენ (ჩვეულ. ძილის წინ ) [შდრ. აგრ. 5]; at an early hour დილით ადრე; the off hours თავისუფალი / არასამუშაო დრო; in the hour of danger ხიფათის / განსაცდელის ჟამს; the happiest hour of my life ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთი; the hour is 2. 30 ახლა ორი საათი და ოცდაათი წუთია; to strike the hour ჩამოკვრა, რეკვა (ითქმის საათის შესახებ) [შდრ. აგრ. 1]; seize the hour ისარგებლე დღევანდელი დღით, მომენტი არ გაუშვა;
2) სპეც. ვადა, პერიოდი; hour of observation დაკვირვების ვადა; synoptic hour მეტეორ. დაკვირვებათა სინოპტიკური ვადა;
3. pl 1) სამუშაო დრო; სამუშაო დღე; office hours სამუშაო საათები (დაწესებულებისა); hours of attendance სამსახურის / სამსახურში ყოფნის დრო; school hours მეცადინეობის დრო სკოლაში; hours of exchange ბირჟის მუშაობის საათები; after hours სამუშაოს დამთავრების შემდეგ, სკოლის შემდეგ, მაღაზიის ან ბარის დაკეტვის ოფიციალური დროის შემდეგ და მისთ.; a reduction of hours სამუშაო დღის ხანგრძლივობის შემცირება;
2) ლოგინიდან ადგომის ან დასაძინებლად დაწოლის ჩვეული დრო; he keeps late hours იგი გვიან დგება და გვიან წვება; to keep good hours ადრე ადგომა და ადრე დაწოლა;
4. გაკვეთილი, მეცადინეობა; აკადემიური საათი; the hour lasts fifty minutes მეცადინეობა / აკადემიური საათი ორმოცდაათ წუთს გრძელდება;
5. რადიო- ან ტელეგადაცემა (ნებისმიერი ხანგრძლივობისა); Children's Hour ყოველდღიური საბავშვო რადიოგადაცემა (რომელსაც ბი-ბი-სი 1922-1961 წლებში გადასცემდა) [შდრ. აგრ. 2 1)];
6. ასტრ., გეოგრ. გრძედის 15°;
7. (hours, Hours) pl ეკლ. 1) ლოცვისათვის განკუთვნილი საათები; ლოცვები, რომლებსაც ამ დროს კითხულობენ (აგრ. *canonical hours); book of hours ჟამნი (ლოცვების კრებული);
2) = book of hours [იხ. 1)];
◇ one's last hour სიცოცხლის უკანასკნელი წუთი, აღსასრულის ჟამი; one's hour has struck / come / დადგა ჟამი, მოვიდა დრო, ჩამოჰკრა ჟამმა; in a good hour იღბლიან ჟამს; თავისდა, ჩემდა და ა.შ. საბედნიეროდ; in an ill / evil / hour ავბედით ჟამს; თავისდა, ჩემდა და ა.შ. საუბედუროდ; at / in / all hours ნებისმიერ დროს; of the hour საჭირბოროტო; მიმდინარე მომენტთან დაკავშირებული; question of the hour საჭირბოროტო / აქტუალური საკითხი; till / to, until / all hours გვიანამდე; დილამდე, გათენებამდე.