4. შენარჩუნება (
˂შე
˃ინარჩუნებს), არდათმობა, გაკონტროლება;
ამა თუ იმ მდგომარეობაში გაჩერება / შეკავება; to hold a fort against the enemy მოწინააღმდეგისაგან ფორტის დაცვა, მოწინააღმდეგის შეტევების მიუხედავად ფორტის შენარჩუნება; to hold in check შეკავება,შეზღუდვა; გაკონტროლება; to hold the enemy in position / to his ground /
სამხ. მოწინააღმდეგის შებოჭვა; to hold the record
ʘ რეკორდს ინარჩუნებს / ფლობს; to hold fast
სამხ. მაგრად დგომა, პოზიციების შენარჩუნება [
შდრ. აგრ. 1];
5. დატევა (˂და˃იტევს); ʘ შეიცავს; this room holds a hundred persons ეს ოთახი ას კაცს იტევს; this box holds all his securities ამ კოლოფში აწყვია მთელი მისი ფასიანი ქაღალდები; this jug holds two pints ამ დოქის ტევადობა ორი პინტია; will this suit-case hold all your clothes? ჩაეტევა ამ ჩემოდანში მთელი შენი ტანსაცმელი? to eat as much as one can hold კარგად გამოძღომა, მუცლის გავსება; sea-water holds many salts in solution ზღვის წყალი მრავალ მარილს შეიცავს გახსნილი სახით;
6. 1) ფიქრი (ფიქრობს), მიჩნევა, ჩათვლა; ამა თუ იმგვარი დამოკიდებულების ქონა; I hold it good მე ვთვლი, რომ ეს კარგია; I hold him to be wrong [responsible for it] მე მიმაჩნია, რომ იგი მართალი არ არის [მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს / ამაში ბრალი მიუძღვის]; to hold in esteem ვისიმე პატივისცემა / დაფასება; to be held in esteem ʘ პატივისცემით სარგებლობს, აფასებენ; to hold in contempt ʘ ეზიზღება, სძაგს; to hold a thing to be impossible რისამე შეუძლებლად მიჩნევა; we hold these truths to be self-evident ეს ჭეშმარიტებანი ჩვენ თავისთავად ცხადად მიგვაჩნია; Plato held that the soul is immortal პლატონი თვლიდა, რომ სული უკვდავია; to be held worthy of smth. ʘ რისამე ღირსად ითვლება;
2) იურ. ცნობა (ცნობს), გადაწყვეტა; სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა; the court held that ... სასამართლომ ცნო / გადაწყვიტა / მიიჩნია, რომ ...; the judge held that he was guilty მოსამართლემ იგი დამნაშავედ ცნო; he was held not guilty იგი უდანაშაულოდ ცნეს;
7. პატიმრობაში, ციხეში და ა.შ. ყოლა (ჰყავს); he was held 36 days პატიმრობაში / ციხეში ოცდათექვსმეტი დღე გააჩერეს; to hold captive ვისიმე ტყვეობაში ყოლა;
8. 1) (of, from) ʘ ვინმესგან მიღებული / ნაწყალობები აქვს (უფლება, ტიტული და ა.შ.);
2) იშვ. (of ) ʘ ვინმეზე / რაიმეზე დამოკიდებულია;
9. მოძვ. რისამე გაძლება (˂გა˃უძლებს) / გადატანა; რისამე (ზემოქმედების) განცდა;
10. არქ. იძულება (აიძულებს); დავალდებულება, დავალება; to be holden (to) ʘ ვინმესგან დავალებულია, ვისიმე მადლიერება მართებს;
II ა
1. 1) გაძლება (˂გა˃უძლებს) სიმძიმისა, დაჭიმვისა და ა.შ.; will the rope hold? თოკი გაუძლებს? this wall won't hold a hook bearing a heavy picture ეს კედელი კაუჭზე ჩამოკიდებულ მძიმე სურათს ვერ გაუძლებს;
2) ʘ უჭირავს, უკავია; რისამე საყრდენს წარმოადგენს; the roof is held by pillars სახურავი სვეტებს უჭირავს, სახურავი სვეტებს ეყრდნობა;
2. გაგრძელება (˂გა˃გრძელდება); ʘ არ წყდება, არ ქრება, ძლებს; the fair weather is holding მზიანი / უღრუბლო ამინდი დგას; if the frost holds we shall go skating to-morrow თუ ყინვა გასტანს, ხვალ საციგურაოდ წავალთ; his anger held for several days ბრაზმა რამდენიმე დღეს არ გაუარა; the wind held from the north განუწყვეტლივ ჩრდილოეთის ქარი უბერავდა;
3. (აგრ. to hold good) ʘ ძალაშია, ძალაში რჩება (ითქმის კანონის, წესის, დაპირების და ა.შ. შესახებ); the promise still holds დაპირება ძალაში რჩება; does the principle still hold good? ეს პრინციპი კვლავ ძალაში რჩება? the rule holds of / in / all cases ეს წესი ყველა შემთხვევაშია გამოსადეგი; to hold good in law ʘ იურიდიული თვალსაზრისით გამართლებულია, კანონიერი ძალა აქვს;
4. ʘ თანამდებობა და ა.შ. უკავია / აქვს; to hold a rank სამხედრო წოდების ქონა; to hold office ა) ʘ თანამდებობა / პოსტი უკავია; ბ) ხელისუფლების სათავეში ყოფნა (ითქმის პარტიის შესახებ); to hold two offices at the same time ʘ ერთდროულად ორი პოსტი უკავია; the Conservatives held office at that time იმ დროს ხელისუფლების სათავეში კონსერვატორები იყვნენ;
5. ვისიმე ყურადღების, ფიქრების და ა.შ. მიპყრობა (˂მი˃იპყრობს) / დაუფლება, რითიმე დაინტერესება / დაკავება; to hold the attention of one's audience აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, მსმენელთა დაინტერესება; to hold an audience spellbound აუდიტორიის დაპყრობა / მონუსხვა; he held the guests with his story სტუმრები ყურადღებით / ინტერესით უსმენდნენ მის ნაამბობს;
6. დახსომება (˂და˃იხსომებს); ʘ ახსოვს, არ ავიწყდება; I cannot hold all these details in my head / in my memory / at once ყველა ამ დეტალს ერთად ვერ დავიხსომებ;
7. ქონა (აქვს), გაზიარება (აზრისა, შეხედულებისა და ა.შ.); to hold a theory ʘ თეორიას ემხრობა / იზიარებს; to hold strange views უცნაური შეხედულებების ქონა; to hold no prejudice ʘ ცრურწმენებისაგან / არასწორი შეხედულებებისაგან თავისუფალია;
8. ვინმესთვის (ხელუხლებლად) შენახვა (˂შე˃ინახავს) / რეზერვირება (ადგილისა, ბილეთისა და ა.შ.); we asked them to hold a room for us ვთხოვეთ, ჩვენთვის ოთახი დაეტოვებინათ / შემოენახათ;
9. ჩატარება (˂ჩა˃ატარებს), მოწყობა, ორგანიზება (ღონისძიებისა და ა.შ.); to hold a meeting [an election] კრების [არჩევნების] ჩატარება; the election was held in November არჩევნები ნოემბერში ჩატარდა; to hold a discussion [negotiations] დისკუსიის [მოლაპარაკებების] წარმოება; to hold a reception [a press conference] მიღების [პრესკონფერენციის] მოწყობა; to hold an examination გამოცდის ჩატარება; to hold correspondence მიმოწერის წარმოება / ქონა; to hold sittings სხდომების ჩატარება; to hold a feast ლხინის / ნადიმის გამართვა; to hold an inspection ინსპექციის ჩატარება, ინსპექტირება; to hold a service ეკლ. ღვთისმსახურების ჩატარება; the college will hold classes to-day დღეს კოლეჯში მეცადინეობა / ლექციები ჩატარდება;
10. აღნიშვნა (აღნიშნავს), ზეიმობა (წლისთავისა); when is the anniversary to be held? როდის აღინიშნება წლისთავი?
11. ʘ სითხეს არ უშვებს / არ ატარებს; to hold water ʘ წყალს არ ატარებს (ითქმის ნავის და ა.შ. შესახებ) [იხ. აგრ. ◇]; a leather bag will hold water but not petrol ტყავის ტომარაში წყლის ჩასხმა / გაჩერება შეიძლება, ბენზინისა კი არა;
12. მოძვ., დიალ. დანაძლევება (˂და˃ენაძლევება), სანაძლეოს დადება;
13. დამაკება (˂და˃მაკდება);
II ბ
1. to hold smb., smth. in a position ვისიმე, რისამე ამა თუ იმ მდგომარეობაში დაჭერა (˂და˃იჭერს), გაჩერება; to hold one's head straight თავის სწორად / გამართულად ˂და˃ჭერა; hold your head on one side თავი გვერდზე მოაბრუნეთ; to hold one's head high ა) თავის მაღლა დაჭერა; hold your head (up)! თავი მაღლა ასწით! ბ) ხატოვნ. ამაყად ან მედიდურად თავის დაჭერა; to hold the banner aloft ʘ დროშა მაღლა უჭირავს; to hold a shield in front of one ფარის აფარება, ფარით თავის დაცვა; to hold in place დამაგრება, მიმაგრება, დაჭერა; to be held in place by smth. ʘ რითიმეა დამაგრებული / მიმაგრებული, რაიმეს უჭირავს; the veil was held in place by a comb პირბადე სავარცხლით იყო მიბნეული; to hold on a point სპეც. მოცემულ წერტილზე დაყენება; to hold oneself upright / erect / ტანის სწორად / გამართულად ˂და˃ჭერა; he holds himself like a soldier მას თავი მხედრულად / ჯარისკაცულად უჭირავს; hold yourself still არ გაინძრე; to hold oneself ready / in readiness / (for smth.) რაიმესათვის მუდამ მზადყოფნა;
2. to hold back from smth. / from doing smth. /, to hold off from smth. / from doing smth. /, to hold back on smth. / on doing smth. / რაიმესაგან / რისამე გაკეთებისაგან თავის შეკავება (˂შე˃იკავებს); to hold back from drinking ალკოჰოლიანი სასმელების სმისაგან თავის შეკავება; buyers are holding back on purchases კომერც. მყიდველები საქონლის შეძენისაგან თავს იკავებენ; to hold off from beer ლუდის სმისაგან თავის შეკავება; ʘ ლუდს არ სვამს;
3. to hold to / by / smth. ʘ რაიმეს მტკიცედ მისდევს, რისამე ერთგულებას ინარჩუნებს; to hold to a belief [a principle] ʘ ამა თუ იმ რწმენას / შეხედულებას [პრინციპს] მტკიცედ მისდევს / არ ღალატობს; to hold to one's promise დაპირების შესრულება; hold to your resolution თქვენს გადაწყვეტილებას ნუ შეცვლით; I still hold to my former views მე კვლავ ჩემს ადრინდელ შეხედულებებზე ვდგავარ / ჩემი ადრინდელი შეხედულებების ერთგული ვრჩები; I hold to what I have always said მე უარს არ ვამბობ იმაზე, რაც ყოველთვის მითქვამს; they held to the same course of behaviour ისინი კვლავ ძველებურად იქცეოდნენ; to hold by / to / an opinion აზრის / შეხედულების ქონა; to hold to a plan ʘ გეგმას მისდევს / მიჰყვება; to hold by one's decision ʘ თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის; to hold by what N. says N.‑ს ნათქვამისთვის / აზრისთვის ანგარიშის გაწევა; I hold by my opinion მე ისევ იმ აზრისა ვარ / აზრს არ ვიცვლი;
4. to hold smb. to smth. ვინმესგან რისამე შესრულების მოთხოვნა (˂მო˃ითხოვს); to hold smb. to his promise ვინმესგან საკუთარი დანაპირების შესრულების მოთხოვნა; to hold smb. to terms ვინმესგან შეთანხმების და ა.შ. პირობების შესრულების მოთხოვნა;
5. to hold with smth. რისამე მოწონება (˂მო˃იწონებს), რაიმესთან დათანხმება; I cannot hold with such a practice ამგვარ პრაქტიკას ვერ მოვიწონებ / ვერ დავეთანხმები;
6. to hold with smb. 1) ვინმესთან დათანხმება (˂და˃ეთანხმება), ვისიმე აზრის გაზიარება; I hold with you that this author is very talented თქვენი არ იყოს, მეც მიმაჩნია, რომ ეს მწერალი ძალზე ნიჭიერია;
2) ვინმესადმი დადებითი / კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ქონა (აქვს); I don't hold with him buying flowers when his children haven't got enough to eat არ მსიამოვნებს / მაშფოთებს, ყვავილებს რომ ყიდულობს, მაშინ როდესაც მის შვილებს ლუკმაპური არ ჰყოფნით;
7. to hold in with smb. ვინმესთან მეგობრობა (მეგობრობს) / ურთიერთობის ქონა;
8. to hold out for smth. რაიმესაკენ სწრაფვა (ისწრაფვის); რისამე მოთხოვნა; they hold out for independence ისინი დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვიან; we must hold out for a better price უფრო ხელსაყრელი ფასი უნდა მოვითხოვოთ;
9. to hold on for some place ʘ საითკენმე მიემართება / მიდის; they held on for London ისინი ლონდონისკენ მიემართებოდნენ;
▭ to hold back 1) შეკავება (˂შე˃აკავებს), გაჩერება; დაყოვნება, შეფერხება; თანხის დაკავება; to hold back the enemy მოწინააღმდეგის შეკავება / შეჩერება; to hold back a mad dog ცოფიანი ძაღლის მოგერიება; to hold back a portion of wages for insurance ხელფასიდან ფულის დაკავება / გამოქვითვა სადაზღვევო შესატანების ანგარიშში; to hold back one's tears ცრემლების შეკავება;
2) თავის შეკავება (˂შე˃იკავებს);
3) დაყოვნება (˂და˃აყოვნებს), ყოყმანი; we tried to persuade them, but they held back ვცდილობდით მათ დარწმუნებას, მაგრამ ყოყმანობდნენ;
4) დაფარვა (˂და˃ფარავს), დამალვა; რისამე მიცემაზე უარის თქმა; to hold back information ინფორმაციის დაფარვა / ვინმესთვის მიწოდებაზე უარის თქმა; to hold back the truth სიმართლის დაფარვა / დამალვა;
to hold down 1) შეკავება (˂შე˃აკავებს), დაჭერა, შეზღუდვა; ʘ წამოდგომის, წამოწევის, გაზრდის და ა.შ. საშუალებას არ აძლევს; დაბლა, ძირს დახრილი და ა.შ. უჭირავს; I held the ruffian down while they bound him ხულიგანი მიწაზე მყავდა გაკრული, სანამ სხვები გათოკავდნენ; hold that dog down: he's dangerous! ეგ ძაღლი არ გა˂მო˃უშვა - იკბინება! to try to hold prices down ფასების ზრდის შეკავების ცდა;
2) მორჩილებაში ყოლა (ჰყავს), ჩაგვრა;
3) საუბ. ʘ უკავია, ინარჩუნებს (თანამდებობას, ადგილს და ა.შ.);
to hold forth 1) ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს); გაწოდება; შეთავაზება; he held forth the note მან წერილი მაჩვენა / გამომიწოდა; to hold forth a hope იმედის მიცემა;
2) (ხშ. აგდებ.) საჯაროდ სიტყვით გამოსვლა (გამოვა) / ლაპარაკი; ქადაგება (განსაკ. დიდხანს);
3) ʘ საქმიანობს / ამა თუ იმ საქმიანობას ეწევა;
4) ʘ ხდება, მიმდინარეობს, ტარდება;
to hold in 1) შეკავება (˂შე˃აკავებს); დაჭერა; he held in the horses, so that they recognized a strong hand ცხენები შეაკავა და მათაც ძლიერი ხელი იგრძნეს; to hold in one's temper ბრაზის შეკავება; თავის მოთოკვა / ხელში აყვანა;
2) თავის შეკავება (˂შე˃იკავებს);
3) დუმილი (დუმს); ʘ ხმას არ იღებს; he wanted to speak but thought better of it and held in რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ დაფიქრდა და აღარაფერი უთქვამს;
to hold off 1) ʘ აკავებს, არ უშვებს, შორს / მოშორებით იჭერს / აჩერებს; hold that dog off! ძაღლი არ გამოუშვათ! his cold manner holds people off მისი ქცევის გულცივი მანერა ხალხს / ნაცნობებს ჩამოაცილებს ხოლმე;
2) შორს / მოშორებით დგომა (დგას), ყოფნა ან გაჩერება;
3) რაიმესაგან თავის შეკავება (˂შე˃იკავებს);
4) შეყოვნება (˂შე˃ყოვნდება), დაგვიანება; რისამე გაკეთების დაყოვნება / გადადება; ყოყმანი; will the rain hold off until the evening? იქნებ საღამომდე არ იწვიმოს?
to hold on 1) ʘ უჭირავს; ჩასჭიდებია; ამა თუ იმ მდგომარეობაში გაჩერება / გაძლება; can you hold on? შეგიძლიათ ასე გაჩერდეთ? ერთხანს გაძლებთ? the child held on to its mother's hand ბავშვი დედის ხელს ჩასჭიდებოდა;
2) დამაგრება (˂და˃ამაგრებს), მიმაგრება; this pin holds the wheel on თვალი ტაბიკს უჭირავს;
3) რისამე კეთების განგრძობა (განაგრძობს), გაგრძელება; to hold on one's course / one's way / ʘ საკუთარი გზით სვლას განაგრძობს, თავის გზას აგრძელებს; the preacher held on for a full hour მქადაგებელი მთელი ერთი საათის განმავლობაში აგრძელებდა ლაპარაკს; to reach Glasgow you should hold on along this road for another 10 miles გლაზგოში ჩასასვლელად ამ გზით კიდევ ათი მილი უნდა გაიაროთ; the gale held still on ქარიშხალი ჯერ კიდევ გრძელდებოდა;
4) დამიზნება (˂და˃უმიზნებს);
5) დაცდა (˂და˃იცდის); გაჩერება, შეჩერება; hold on a minute დაიცადეთ ერთი წუთი;
to hold out 1) გაწოდება (გაუწოდებს); გაწვდა, გაშვერა; to hold out a hand ხელის გაწოდება; ხელის გაწვდა / გაშვერა; he held out the garment for us to see მან სამოსი გვაჩვენა;
2) შეთავაზება (შესთავაზებს); to hold out an offer რისამე შეთავაზება / წინადადების მიცემა; those were the promises he held out აი, რას გპირდებოდათ იგი;
3) დაპირება (˂და˃ჰპირდება); the doctors hold out little hope for his recovery ექიმები მისი გამოჯანმრთელების დიდ იმედს არ იძლევიან;
4) გაძლება (˂გა˃ძლებს); ʘ არსებობას, მოქმედებას და ა.შ. განაგრძობს; to hold out against difficulties სიძნელეებისთვის გაძლება, სიძნელეთა გადატანა; if we don't get help we don't know how we are to hold out თუ არ დაგვეხმარნენ, არ ვიცით, როგორ უნდა გავძლოთ; the besieged garrison held out for 100 days ალყაშემორტყმულმა გარნიზონმა ას დღეს გაძლო; how long can the enemy hold out? კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს მოწინააღმდეგემ?
5) იშვ. ʘ შიგნით არ უშვებს; არ ატარებს;
6) ამერ. სლ. კარტის დამალვა (˂და˃მალავს), შემონახვა (მოწინააღმდეგის მოსატყუებლად);
7) (on) ამერ. რისამე დამალვა (˂და˃უმალავს), არგამხელა;
to hold over 1) გადადება (˂გადა˃დებს); დაყოვნება; to hold over a decision for a week გადაწყვეტილების მიღების ერთი კვირით გადადება;
2) შემონახვა (˂შემო˃ინახავს), გადანახვა (უფრო ხელსაყრელი დროისათვის); hold over the rest of the goods დანარჩენი საქონელი გადაინახეთ / არ გაყიდოთ;
3) ვადაზე უფრო დიდხანს შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს) თანამდებობისა, იჯარით აღებული მიწისა და ა.შ.;
to hold together 1) შეერთება (˂შე˃აერთებს), შეკავშირება, ერთად შეკვრა (აგრ. გადატ.); to hold papers together საბუთების ერთად შეკვრა; the cord was strong and the goods were held together თოკი მაგარი იყო და საქონლის შეკვრა არ დაშლილა; love of country holds the nation together სამშობლოს სიყვარული ერს აერთიანებს; 2) ერთიანობის შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს); ʘ ერთად შეკრულია / შეკავშირებულია (აგრ. გადატ.); we cannot be defeated while we hold together ვერვინ მოგვერევა, სანამ ერთად ვართ; those brothers of yours always hold together შენი ძმები მუდამ მხარში უდგანან ერთმანეთს;
to hold under მორჩილებაში ყოლა (ჰყავს), ჩაგვრა;
to hold up 1) ʘ უჭირავს, უკავია; რისამე საყრდენს წარმოადგენს; these pillars hold up the roof სახურავი ამ სვეტებს უჭირავს, სახურავი ამ სვეტებს ეყრდნობა; the picture is held up by a wire სურათი მავთულითაა ჩამოკიდებული;
2) ზევით აწევა (ასწევს);
3) ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), დემონსტრირება; გამოფენა; to hold up as a model მაგალითად / ნიმუშად მოყვანა; to hold smth. up to view რისამე ყველას დასანახავად / საჯაროდ გამოფენა; to hold up for derision ქვეყნის სასაცილოდ გახდა, დაცინვა, გამასხარავება;
4) გაჩერება (˂გა˃აჩერებს), შეჩერება, შეყოვნება; the traffic was held up by fog ტრანსპორტის მოძრაობა ნისლის გამო შეფერხდა;
5) იარაღის მუქარით გაჩერება (˂გა˃აჩერებს) გაძარცვის მიზნით; იარაღის მუქარით გაძარცვა;
6) თავის შემაგრება (˂შე˃იმაგრებს); ʘ არ დაცემულა, არ წაქცეულა (წაბორძიკებისას და ა.შ.);
7) გაძლება (˂გა˃ძლებს); to hold up under misfortunes ბედის უკუღმართობათა გაძლება / გადატანა;
8) ʘ გასტანს, ˂გა˃გრძელდება (ითქმის კარგი ამინდის შესახებ); არ წვიმს;
9) იშვ. გამოდარება (გამოიდარებს); შეწყდომა, გადაღება (ითქმის წვიმის შესახებ);
◇ to hold copy პოლიგრ. შესადარებლად კორექტურის ხმამაღლა წაკითხვა; to hold the sprint სპორტ. მაქსიმალური სისწრაფით სირბილი; to hold one's hand რისამე გაკეთებისაგან თავის შეკავება; დაცდა, დაყოვნება; to hold hand მოძვ. ა) დახმარება, დახმარების გაწევა; ბ) ʘ არ ჩამოუვარდება, უტოლდება, ტოლს არ უდებს; hold hard! გაჩერდი! დაიცადე! hold fast / hard /! ზღვ. შედექ! გაჩერდი! დაიცადე! to hold one's own / one's ground / ა) საკუთარი პოზიციების დაცვა; ʘ არ ნებდება, არ უთმობს; ბ) საკუთარი აზრის / შეხედულების დაცვა; გ) საკუთარი ღირსების შენარჩუნება; თავის ღირსეულად დაჭერა; თავის დაცვა; he can hold his own თავის დაცვა შეუძლია, თავს არავის დააჩაგვრინებს; დ) ავადმყოფობისათვის წინააღმდეგობის გაწევა / გამკლავება; to hold on like grim death ა) ხელის მაგრად ჩაჭიდება, ჩაბღაუჭება; ბ) ʘ რისამე კეთებას (ჯიუტად) განაგრძობს / თავს არ ანებებს; to hold water ʘ კრიტიკას ˂გა˃უძლებს; დამაჯერებელია, საფუძვლიანია, ლოგიკურია (ითქმის არგუმენტის, თეორიის და ა.შ. შესახებ) [იხ. აგრ. II ა 11]; it won't hold water ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს; hold it! საუბ. ა) გაჩერდი! არ გაინძრე! ბ) მოიცადე / გაჩერდი / გაჩუმდი ერთი წუთით! to be left holding the baby იხ. baby I ◇; to hold at bay იხ. bay³ I 2; to be left holding the bag იხ. bag¹ I ◇; to hold a brief იხ. brief¹ I 2 2); to hold smb. in the hollow of one's hand ვისიმე სრულ მორჩილებაში ყოლა; to be neither to hold nor to bind ʘ ძლიერ აღელვებულია / აგზნებულია / შეწუხებულია; to hold in play ა) რითიმე დაკავება / დასაქმება; ბ) სადარდებლის გაჩენა; შეწუხება გატანჯვა; ʘ მოსვენებას არ აძლევს; hold your horses! საუბ. ა) მშვიდად! ნუ აღელდები! ბ) მოიცადე! მოითმინე! to hold the stage ა) თეატრ. ʘ კვლავინდებურად იდგმება, წარმატებით სარგებლობს (ითქმის პიესის შესახებ); ბ) თეატრ. აუდიტორიის დაპყრობა; დანარჩენი მსახიობების დაჩრდილვა; გ) გადატ. ყურადღების ცენტრში ყოფნა; to hold one's tongue / one's peace / გაჩუმება, დუმილი; ≅ ენისთვის კბილის დაჭერა; hold your noise / your row /! ვულგ. გაჩუმდი(თ)! ნუ ხმაურობ(თ)! hold, enough! არქ. გაჩერდი(თ), კმარა! to hold the fort ა) საკუთარი პოზიციების დაცვა; ადგილის, თანამდებობის და ა.შ. შენარჩუნება; ბ) ვისიმე დროებით შეცვლა; to hold cheap არაფრად ჩაგდება; ʘ არ აფასებს, პატივს არ სცემს; to hold smth. lightly ʘ რაიმეს მნიშვნელობას არ ანიჭებს; to be held to bail ʘ პატიმრობიდან თავდებითაა გამოშვებული.