I
refl 1)
თავისი თავი,
თავის თავს, თავის (
ითქმის მდედრობითი სქესის მე-3 პირის შესახებ); she ought to be ashamed of herself თავისი თავისა უნდა რცხვენოდეს; she hurt herself იტკინა / დაიშავა
რაღაც; she came to herself გონს მოვიდა; she has to attend to herself თავისი თავის მოვლა თვითონვე უხდება; she has the habit of talking to herself ჩვევად აქვს საკუთარ თავთან ლაპარაკი;
2) : (all) by herself (სრულიად) მარტო [იხ. აგრ. II 3)]; she was all by herself სრულიად მარტო იყო;
II emph 1) თვითონ, თავად (ითქმის მდედრობითი სქესის მე-3 პირის შესახებ); she told me the news herself ეს ახალი ამბავი თვითონ მიამბო; I heard it from a girl who herself was present ეს თავად იმ გოგონასაგან შევიტყვე, რომელიც ამ ამბავს შეესწრო; I saw Mrs. Smith herself თავად მისის სმითი ვნახე; she did it herself მან თვითონ გააკეთა ეს;
2) მდაბ. თავად, ქალბატონი; where is herself? - She is not at home თავად / ქალბატონი სად ბრძანდება? - შინ არ არის;
3) : (all) by herself (სულ) მარტომ, სხვის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად (ითქმის მდედრობითი სქესის პირის შესახებ) [იხ. აგრ. I 2)]; can she do it by herself? შეძლებს იგი სხვის დაუხმარებლად / დამოუკიდებლად ამის გაკეთებას?
◇ she's not herself to-day დღეს კარგად ვერ არის / რაღაც აწუხებს (ფიზიკურად ან სულიერად); she looks herself again მას ჩვეული იერი / განწყობა დაუბრუნდა; to keep herself to herself ʘ გულჩათხრობილია, ხალხს გაურბის, მარტოობას ესწრაფვის.